x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134614
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508743
5 რამ, რაც არასდროს არ უნდა გააკეთოთ თვითმფრინავში - ა რ ა ს ო დ ე ს!

image


მაშინაც კი, თუ გიყვართ ფრენა და საკმაოდ ხშირად სარგებლობთ თვითმფრინავის მომსახურებით მაღალმა სიმაღლემ და წნევამ შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე ნეგატიური გავლენა იქონიოს. დღევანდლ სტატიაში წარმოგიდგენთ ბორტზე ქცევის 5 წესს, რომელიც ფრენას ბევრად უფრო გაგიადვილებთ.




ადექით და იმოძრავეთ


image


ნუ მოგერიდებათ "მეზობლის" შეწუხება. ადექით, გაიზმორეთ და ცოტა გაიარეთ. თუ მგზავრების მაინც გერიდებათ რამდენიმე გაჭიმვა საპირფარეშოს კაბინაში გააკეთეთ. ამ გზით თავიდან აიცილებთ შეშუპებას და კუნთების სპაზმს.



არ მოათავსოთ საკვები მოძრავ მაგიდაზე


image


ეს იდეალური ადგილია ლეპტოპისთვის ან პლანშეტისთვის, მაგრამ არა საკვებისთვის. რატომ? როგორც აღმოჩნდა თვითმფრინავის სავარძლების მაგიდები იმაზე უფრო ჭუჭყიანია ვიდრე უნიტაზი! მაგრამ თუ მაინც მოგიწიათ მაგიდაზე საკვების დადება, მანამდე გაწმინდეთ ის ანტიბაქტერიული ხელსახოცით, შემდეგ კი სუფრის ტილოდ სხვა ხელსახოცი გადააფარეთ.



არ დალიოთ წყალი საპირფარეშოს ონკანიდან


image


ეს წყალი სასმელი არ არის და შესაძლოა ორგანიზმისთვის ძალიან საშიშ ბაქტერიებს შეიცავდეს. სჯობს რომ ბორტგამცილებელს 1 ბოთლი წყალი სთხოვოთ.




მოერიდეთ ჩაის და ყავის მიღებას თვითმფრინავის ბორტზე


image


თვითმფრინავში ცხელი სასმელების მოსამზადებლად იმავე მილებით მომდინარე წყალს იყენებენ, რაც ტუალეტშია, ხოლო რამდენად საშიში შეიძლება იყოს ის, ეს ზემოთ უკვე აღვნიშნე. უმჯობესია მოითხოვოთ სასმელი დახურულ შეფუთვაში (წყალი, წვენი, ლუდი და ა.შ.).




დალიეთ წამალი, თუ კინეტოზი გაწუხებთ



image


თუ კინეტოზი გაწუხებთ, თქვენ გვერდით მსხდომმა მგზავრებმა შესაძლოა თქვენი ფსქიო - ემოციური მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესონ, ამიტომ გულისრევის თავიდან ასაცილებლად სჯობს რომ წინასწარ წამალი მიიღოთ.







0
233
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
233