x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134617
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508756
1 საათზე ნაკლებ დროში: პასქა საფუვრის გარეშე, რომელიც დიდხანს არ ხმება
აღდგომის დღესასწაულზე პასქის გამოცხობა წმინდა საქმეა, მაგრამ ყველა დიასახლისს მისი ცხობა არ უყვარს. ზოგს დრო არ ყოფნის, ზოგი საფუვრის ცომთან ვერ მეგობრობს. ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ პასქა საფუვრის გარეშე – რეცეპტი, რომელიც მხოლოდ 1 საათს (ან უფრო ნაკლებს) წაგართმევთ.



image


პასქის მოსამზადებლად მოიმარაგეთ შემდეგი ინგრედიენტები:

კვერცხი – 5 ცალი


მარილი – 0, 5 ჩაის კოვზი

შაქარი – 1, 5 ჭიქა (ჭიქის მოცულობა – 200 მლ)

ვანილის შაქარი – 3 პაკეტი (21 გრამი)

კარაქი – 1 შეკვრა

რძე – 2/3 ჭიქა (150 მლ)

ფქვილი – 4, 5 ჭიქა (600 გრამი)

გამაფხვიერებელი – 2 პაკეტი (20 გრამი)

ფორთოხლის ცედრა

ჩირი (ქიშმიში, გარგარის ჩირი, შტოში) – 150 გრამი

ამ რაოდენობის ინგრედიენტებით გამოვა ორი დიდი პასქა ან 4 პატარა.



როგორ მოვამზადოთ?



ღუმელი 180 გრადუსზე გააცხელეთ. კვერცხი, მარილი, შაქარი და ვანილის შაქარი აურიეთ. მასა თქვიფეთ გაღიავებამდე და აფუებამდე.



დაუმატეთ რბილი კარაქი, კიდევ ერთხელ ათქვიფეთ, ჩაასხით რძე და აურიეთ. ფქვილი და გამაფხვიერებელი აურიეთ და ძირითად მასას დაუმატეთ და აურიეთ. ცედრა წვრილად გახეხეთ და ცომს დაუმატეთ. ჩირი გარეცხეთ, ცომს დაუმატეთ და აურიეთ.



საცხობი ფორმები ¾ სიმაღლეზე ცომით გაავსეთ. გახურებულ ღუმელში 30–35 წუთით აცხვეთ – სწრაფი პასქა საფუვრის გარეშე მზადაა.



გამომცხვარი პასქა გააფორმეთ ჭიქურით, ცუკატებით, კაკლით ან ფერადი მოსაყრელით.



ასევე დაგაინტერესებთ:

ფქვილის გარეშე, ვეგანური, ხაჭოთი – პროტეინის პურის მომზადება სხვადასხვა მეთოდით

“მთვრალი ცომის“ საიდუმლო - როგორ მოვამზადოთ ცომი არყით?

როგორ მოვამზადოთ კვერცხიანი ღვეზელი: რეცეპტი მოხარშული კრემით

დახურული პიცის მომზადების ყველაზე სწრაფი რეცეპტი

კარგი იდეა დასვენების დღეებისთვის: ფენოვანი ცომი ლორით

ნაზი, როგორც ღრუბელი - იაპონური ფუნთუშა „ჰოკაიდო“

0
58
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
58