x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134562
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508702
ჭამ ნაყინს და არ სუქდები: სახლის ნაყინის 3 რეცეპტი თქვენი ფიგურის დარღვევის გარეშე
image



ვინ თქვა, რომ ნაყინი და გამხდარი ფიგურა შეუთავსებელია? აღმოაჩინეთ გასაოცარი ცივი დესერტების რეცეპტები, რომლებიც სახლში შეგიძლიათ გააკეთოთ. ჩაინიშნეთ და ისიამოვნეთ საყვარელი დელიკატესით სინანულის გარეშე.



1. შოკოლადის პროტეინის ნაყინი

image

რძე (არჩევით – ძროხის, ნუშის, ქოქოსის) – 250 მლ


პროტეინი – 30 გრამი

კაკაოს ფხვნილი – 2 ჩაის კოვზი

დამატკბობლები (არჩევით – სტევია, სუკრალოზა და ა.შ.) – გემოვნებით



1 ჭიქა რძე ყინულის ფორმებში ჩაასხით და ღამით საყინულეში შედგით. გაყინული რძე, პროტეინი, კაკაო და 50 მლ თხევადი რძე დააბლენდერეთ. სიტკბოსთვის დამატკბობელი დაამატეთ.



ელასტიკური მასა სანაყინეში მოათავსეთ. მოაყარეთ ქოქოსის ფანტელები, გახეხილი შავი შოკოლადი ან შემწვარი გახეხილი კაკალი.



2. კენკრის სორბეტი

image

გაყინული კენკრა (არჩევით – მარწყვი, ჟოლო, ალუბალი და ა.შ.) – 1 ჭიქა

ბანანი – 0, 5 ცალი

ლიმონი – 0, 5 ცალი

თაფლი – 1 ჩაის კოვზი



კენკრა საყინულიდან გამოიღეთ, ცოტა ხნით გააჩერეთ, შემდეგ დააბლენდერეთ. დაუმატეთ ბანანი, ლიმონის წვენი და თაფლი, ისევ დააბლენდერეთ. მიღებული მასა ნაყინის სპეციალურ ფორმებში ან პლასტმასის ჭიქებში ჩაასხით. 2 საათი საყინულეში შეინახეთ. სუფრაზე გატანამდე პიტნით გააფორმეთ.



3. ტროპიკული იოგურტის ნაყინი

image

ნატურალური იოგურტი – 210 გრამი

ფორთოხლის წვენი – 2/3 ჭიქა

ბანანი – 2 ცალი

1 ლაიმის ცედრა

ლაიმის წვენი – 1 სუფრის კოვზი

თაფლი – 1 სუფრის კოვზი



ყველა ინგრედიენტი ერთად დააბლენდერეთ. მიღებული მასა ფორმებში ჩაასხით და 4 საათი საყინულეში შეინახეთ. ფორმებიდან ადვილად რომ ამოიღოთ, რამდენიმე წამით ცხელ წყალში ჩაყარეთ.



ასევე დაგაინტერესებთ:

ბეზე მატჩით: დესერტი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლო გამოვა

იტალიელმა მეგობარმა გემრიელი ნაყინის გაკეთება მასწავლა

მსუბუქი დესერტი - გემრიელობა ლიმონის კრემით

6 გემრიელი და სასარგებლო სმუზი ბავშვებისთვის, რომლებიც თქვენც მოგეწონებათ

5 გემრიელი და სასარგებლო დესერტი გრამი შაქრის გარეშე

სახლში მომზადებული ფანტის რეცეპტი ყოველგვარი ქიმიური დანამატის გარეშე ბავშვებს ძალიან მოწონთ

სტუმრებისთვის გემრიელ შოკოლადის მუსს ავოკადოთი ხშირად ვამზადებ: რეცეპტი

აღმოსავლური ტკბილეული მხოლოდ 15 წუთში: გაგრილებაზე დრო არ ჩათვალოთ

ბიუჯეტური და ძალიან გემრიელი წასახემსებელი სადღესასწაულო სუფრაზე

8 პროდუქტი, რომლებიც შეგიძლიათ გაყინოთ



0
46
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
46