x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ჩვენთვის ჩვეული 7 რამ, რომელიც სულ სხვა მიზნებისთვის გამოიგონეს

ბევრი რამ, რაც ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, სრულიად განსხვავებული ამოცანების და მიზნებისთვის გამოიგონეს! დროთა განმავლობაში კი, როდესაც ამ ნივთებმა საკუთარი ადგილი მყარად დაიმკვიდრა, ადამიანებმა თავიანთ ნამუშევრებს, ახალი ფუნქციური როლები მიანიჭეს — და მაშინ, ყველაფერმა მუშაობა, უკვე ჩვენთვის ჩვეულ რეჟიმში დაიწყო. მაგ.:


კოკა–კოლა


კოკა–კოლას რეცეპტის ავტორი შტატების კონფედერაციული შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი ჯონ პემბერტონი (John Stith Pemberton) იყო. ომის დროს ის დაიჭრა და მთელი დარჩენილი ცხოვრება ტკივილისგან იტანჯებოდა. ამიტომ, იძულებული იყო, მორფინი მიეღო.


image


პოლკოვნიკს თავის დროზე, სამედიცინო განათლება ჰქონდა მიღებული. ის პროფესიით, ფარმაცევტი იყო. ამიტომ, თავისი შინაგანი დაკვირვებით, ის იმ დასკვნამდე მივიდა, რომ წამალდამოკიდებული გახდა, რაც ძალიან არ მოსწონდა...

კოკას ფოთლებზე დაყენებული, «მარიანას» ფრანგულ ღვინოებზე, ხანგრძლივი ექსპერიმენტების შედეგად, მან «ფრანგული ღვინის კოლა პემბერტონა» შექმნა, რომელიც ასევე, კოკას ფოთლებზე იყო დაფუძნებული.


image


იმდროინდელი საზოგადოების თვალში, ამ სასმლის უპირატესობა, სხვებთან შედარებით, ალკოჰოლის ნულოვანი შემცველობა იყო. ერთი პერიოდი მას «თავშეკავების სასმელსაც» ეძახდნენ და რეკომენდებული იყო, წამალ და ალკოჰოლ დამოკიდებულებებისთვის.

შემდგომში, როდესაც კოკას ფოთლებიც ზიანის მომტანად იყო აღიარებული და აღმოჩნდა, რომ ისიც დამოკიდებულებას იწვევდა, რეცეპტი შეცვალეს და სასმელი ისეთი გახდა, როგორიც ახლა არის.

1886 წლის მაისში, სასმელი აფთიაქებში, «ნერვული დარღვევების და დეპრესიის» საშუალების სახით გამოჩნდა. უკვე 1902 წლისთვის, Coca-Cola აშშ-ში ყველაზე პოპულარული სასმელი გახდა. ხოლო, მისი ექსპორტი უცხო ქვეყნებში, 1919 წლიდან დაიწყო.


კონდიციონერი


დღეს ცოტა ადამიანი სარგებლობს ბეჭდური გაზეთებით. მაგრამ, 20–30 წლის წინ ის, ტელე–რადიო მაუწყებლობასთან ერთად, ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო იყო. ამიტომ, გაზეთები სამრეწველო მასშტაბით იბეჭდებოდა.


image


თავდაპირველად, ასეთი დიდი ტირაჟების პრობლემას ის წარმოადგენდა, რომ სტამბებში არსებული მაღალი ტემპერატურა და ჭარბი ტენიანობა, მელანს დროზე გაშრობის საშუალებას არ აძლევდა. შედეგად, მელანი იწუწებოდა და გამზადებული პროდუქტი ფუჭდებოდა.
ასე გაგრძელდა 1902 წლამდე, ვიდრე უილის კერიერმა (Willis Carrier), ბრუკლინის ტიპოგრაფიისთვის, პირველი კონდიციონერი არ შექმნა. ის ტენიანობას და ტემპერატურულ პირობებს აკონტროლებდა, რაც მელნის უფრო სწრაფად გაშრობას უწყობდა ხელს.


ველოსიპედი


1815 წლის აპრილში, ინდონეზიაში ვულკანი ტამბორა ამოიფრქვა, რომელმაც ატმოსფეროში იმდენად მნიშვნელოვანი რაოდენობის ფერფლი გააფრქვია, რომ ევროპაში მდინარეები და ტბები, ზაფხულშიც კი, გაყინული იყო. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ, მოსავალზე ფიქრიც არ შეიძლებოდა და ბევრმა ფერმერმა, ხორცის გამო, მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველები ერთიანად ამოწყვიტა და ცხენებიც ზედ მიაყოლა...


image


მომდევნო წელს, როდესაც სიტუაციის ნორმალიზება მოხდა, აღმოაჩინეს, რომ საკმარისი რაოდენობის სამგზავრო ცხენები არ ჰყავდათ და რომ ტრანსპორტის დეფიციტი გაჩნდა. პრობლემის მოგვარებაზე ფიქრი, არაერთმა ადამიანმა დაიწყო და უკვე 1817 წ. კარლსრუეში ბარონ ფონ დრეზმა Дрез (Karl Drais) ორბორბლიანი თვითგორია შექმნა, რომელიც პედლების გამოკლებით, ველოსიპედს ჰგავდა.

ფეხის ბიძგით, მისი მეშვეობით, მგზავრს 15 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილება შეეძლო. ორმოციანი წლების ბოლოს, მასზე პედლებიც გამოჩნდა, რამაც ტრანსპორტის მოხმარება კიდევ უფრო მოსახერხებელი გახადა.


ამერიკული მთები


1884 წ. ლამარკუს თომპსონმა (LaMarcus Thompson) «ამერიკული მთების» ატრაქციონზე პატენტი მიიღო, რომელშიც გრავიტაციის ეფექტი იყო გამოყენებული.


imageლამარკუს თომპსონი და პირველი «ამერიკული მთები»


ყველა თვალსაზრისით, ეს გასართობი სტრუქტურა იყო, თუმცა გამოგონების ავტორი სხვაგვარად ფიქრობდა. მისი აზრით, ეს ცოდვაში ჩაძირული თანამემამულეების, ჯოჯოხეთიდან — სალონებიდან და ბორდელებიდან გამოტაცების საუკეთესო საშუალება იყო.


ვებ – კამერა


დღეს ინტერნეტში მაუწყებელი კამერები ყველგანაა, ბინებიდან დაწყებული — მობილურ ტელეფონებით დამთავრებული. მაგრამ, თავდაპირველად, ეს მოწყობილობა კომუნიკაციის მიზნით შეიქმნა.



image


პირველივე ვებ–კამერა კემბრიჯის ლაბორატორიაში გააკეთეს, სადაც მხოლოდ ერთი ყავის მადუღარა ჰქონდათ: მეცნიერ–თანამშრომლები ყავას მოსახარშად დგამდნენ, შემდეგ გარბოდნენ, რომ საკუთარი საქმისთვის მიეხედათ, უკან დაბრუნებულებს კი, «გაქცეული ყავა» და დასვრილი ქურა ხვდებოდათ. შესაბამისად, საჭირო იყო ყველაფრის გასუფთავება და ყავის ახლიდან მოდუღება... და მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად, მათ ვიდეო კამერა გამოიგონეს და ის კომპიუტერს შეუერთეს.


შოკოლადიანი რძე (კაკაო)


ეს საკმაოდ პოპულარული სასმელი, რომელიც კაკაოს ფხვნილით და წყლით, ან რძით მზადდება, იამაიკაში აბორიგენებმა გამოიგონეს. ისინი დაფქულ კაკაოს წყალში ხსნიდნენ და სვამდნენ.

რეცეპტით ბრიტანეთის მუზეუმის თანამშრომელი და ნატურალისტი ჰანს სლოუნი (Hans Sloane) დაინტერესდა. მან სასმელი გასინჯა და უგემურად, მაგრამ საინტერესოდ მიიჩნია, რასაც რეცეპტის ექსპერიმენტების სერია მოჰყვა... ბოლოს, სასმელის შემადგენლობაში რძისა და შაქრის დამატებით, მან წარმატებას მიაღწია.image


თუმცა, თავიდან მისი გამოყენება სამედიცინო მიზნებისთვის იყო განსაზღვრული. ითვლებოდა, რომ კაკაოს გამოყენებით, ხველის და ბრონქების მკურნალობა შეიძლებოდა.
მხოლოდ ათწლეულების შემდეგ, საავტორო უფლებების მფლობელებმა აღიარეს, რომ ის უბრალოდ გემრიელი იყო და არაფერს კურნავდა. თავდაპირველად, სასმელი დელიკატესი იყო და მხოლოდ XX საუკუნის შუა ხანებისთვის მოიპოვა მან პოპულარობა და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა.


ბრაილის შრიფტი


თანამედროვე შრიფტი უსინათლოებისთვის, ჯერ კიდევ ნაპოლეონის ეპოქაში, სამხედრო კარტოგრაფმა შარლ ბარბიემ (Charles Barbier) შექმნა. კარტოგრაფობის გარდა, მისი ერთ-ერთი მოვალეობა, დაშიფვრის სამუშაო იყო. ბარბიემ, როგორც მაშინ ამბობდნენ, «ღამის ანბანი» გამოიგონა.

შრიფტი წარმოდგენილი იყო გარკვეული ასოების სახით, რომლის შეგრძნება, სიბნელეში შეიძლებოდა.


image


1820 წ. შარლ ბარბიემ ხელისუფლებას თავისი იდეის გამოყენება პარიზის ეროვნულ სკოლებში, უსინათლო ბავშვებისთვის კითხვის სწავლისთვის შესთავაზა და ერთი წლის შემდეგ თანხმობა მიიღო.

ბავშვებმა კითხვის შესწავლის ამ მეთოდს, ძალიან სწრაფად აუღეს ალღო. მათ შორის იყო 12 წლის ლუი ბრაილი (Louis Braille). წლების შემდეგ, ზრდასრულმა ლუიმ, უკვე საკუთარი შრიფტი შეიმუშავა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* მამუკა მდინარაძე: "ის რაც კარგია შტატებში და ევროპაში – საშინელება საქართველოში, ეს მოცემულობა არ იმუშავებს"

* საოცარი და უჩვეულო დამთხვევები, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ ხდება

* "მამაკაცები ქალებს დაემსგავსებიან"... – წარღვნამდელ ხელნაწერში მოსალოდნელი კატასტროფის წინაპირობაა აღწერილი

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
312
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
312
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0