x
მეტი
  • 19.05.2024
  • სტატია:134745
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509087
საოცარი და უჩვეულო დამთხვევები, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ ხდება
დამთხვევა, რომელიც შეიძლება, ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოხდეს... და სწორედ მაშინ გვეძლევა, უცნაური სიმეტრიის ნახვის შანსი, ამ ქაოსურ სამყაროშიო.

აქ შემთხვევითი დამთხვევების, უჩვეულო, ხან კი, შემაშფოთებელ ფოტოებს გთავაზობთ, რომლებზეც ისეთი საგნები და მოვლენებია ასახული, რომლის რეალურად არსებობის ფაქტი, შეიძლება, ეჭვქვეშ დადგეს. მაგრამ, ეს ყველაფერი სიმართლეა!


ცოტაც და მოიგებდაimage


ლატარიის მომგებიანი ნომრებია: "3, 6, 16, 24 და 28". ხოლო, ამ ბილეთზე შემდეგი რიცხვებია: "2, 7, 15, 23 და 27". როგორც ხედავთ, თითოეული რიცხვი, მხოლოდ 1–ერთეულით განსხვავდება.


ბუზის საკლავის აუცილებლობა აღარ არსებობსimage


წარმოუდგენელია, როგორ "მოახერხა" ბუზმა და მცენარის ეკალზე ჩამოეგო? აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მცენარე მტაცებელი არ არის.


ავტომობილის იღბლიანი მფლობელიimage


ცოტაც და კატასტროფა მოხდებოდა, რომლის ლიკვიდაციისთვის, მძღოლს დიდი თანხა დასჭირდებოდა... მის მანქანას ხე დაეცა, მაგრამ მისი ღერო ისე იყო გაღუნული, რომ ავტომობილს არც კი შეხებია.


"დრაკონის კოცნა"image


ეს პროფესიონალი ფაკირია (ცეცხლისმფრქვეველი), რომელმაც ცეცხლი გამოაფრქვია. მის ალს თუ დააკვირდებით, ნახავთ რომ ძალიან ჰგავს დრაკონის თავს. ნამდვილად რომ საოცარი დამთხვევაა.


გაიცანით, კენი ირლანდიიდანimage


ეს კენია, "Fashionistas"–ის (მოდის მიმდევარი) ხაზიდან... და მას ისეთივე პერანგი აცვია, როგორიც ამ ირლანდიელ ახალგაზრდას.


ასეთი რამ შესაძლებელია?image


პეპელა თავისსავე სახეობის პეპლის ფოტოზე დაჯდა. ვერ ვიტყვით, რომ მან ეს განზრახ გაკეთა და რომ მისი ყურადღება ფოტომ მიიქცია – ეს რა თქმა უნდა უბრალო დამთხვევაა...


"ხარვეზი მატრიცაში?"
image


ეს 2 ქალბატონი, ალბათ, ერთმანეთს არ იცნობს, რადგან ცალ–ცალკე მიდიან... და მიუხედავად ამისა, ერთნაირად აცვიათ: ერთნაირი ჩექმა, კაბა, ქურთუკი და ჩანთებიც კი ერთნაირი აქვთ, რომ აღარაფერი ვთქვათ, ღია ნარინჯისფერ თმის ფერზე.


1 შანსები – 2 მილიონში
image


როგორც ამბობენ, ლურჯი კიბორჩხალას დაჭერის შანსი, მილიონში ერთი კი არა, ორ მილიონში ერთია. ამიტომ, იმედია, რომ ადამიანმა, რომელმაც ის დაიჭირა, ფოტოს გადაღების შემდეგ, ისევ ოკეანეში გაუშვა.



საკუთარი თავი იპოვაimage


კატა სახლიდან წავიდა და მისმა პატრონმა ცოტა ეძება, თუ ბევრი, პოსტერების დამზადება და გაკვრა გადაწყვიტა. სწორედ ერთ–ერთის ქვეშ წევს ახლა კატა. ეტყობა, მისამართი დაავიწყდა და უნდა, რომ ვინმემ სახლში მიიყვანოს.


"ქალი –კატა"image


გოგონას ეკრანზე წაბლისფერი თმა აქვს, იგივე ფერის კატა ზის მონიტორის უკან და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ყურები ცხოველს კი არა, ადამიანს ეკუთვნის.


2 კურდღელი
image


შავ–თეთრ კურდღელს ძალიან საინტერესო ლაქები აქვს, უფრო სწორედ, ერთი ლაქა. მას სახეზე კურდღელი "ახატია".


უნივერსალური პრინტი, ცხოვრების ყველა შემთხვევისთვისimage


კუბოკრული წარსულშიც აქტუალური იყო და არც ჩვენი დრო არის გამონაკლისი. ასე, რომ გასაკვირი არ არის, რომ ერთი და იგივე პრინტი, როგორც სამოსისთვის, ისე ტექსტილისთვის გამოიყენება.


"პაციენტი პოსტერიდან"
image


ექიმთან პაციენტი მივიდა, რომელიც ძალიან ჰგავდა კედელზე გამოსახული ილუსტრაციის გმირს. ექიმმა რა თქმა უნდა, შანსი არ გაუშვა ხელიდან, მამაკაცს ფოტო გადაუღო და სოციალურ ქსელში გააზიარა.


ეს ხომ საერთოდ წარმოუდგენელია?..
image


ერთი და იგივე მარკის და ფერის სამი ავტომობილი, თითქმის იგივე ფერის სახლის გვერდით არის პარკირებული.


"ქამელეონი"image


მობილურის ქეისი პრინტი იმდენად დაემთხვა ხის მაგიდის ნაყშს (უზორს), რომ კამერის ჭრილი რომ არა, მისი დანახვა, შეუძლებელი იქნებოდა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ასეთი რამის ნახვა მილიონში მხოლოდ ერთს შეიძლია (20 ფოტო)

* "მამაკაცები ქალებს დაემსგავსებიან"... – წარღვნამდელ ხელნაწერში მოსალოდნელი კატასტროფის წინაპირობაა აღწერილი

* ბევრი იტყვის "მოგონილიაო" – 10 რეალური ისტორიული ფაქტი

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
157
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0