x
პარლამენტის თავმჯდომარემ “ახალგაზრდობის თანხმობის აქტის” ინიციატივას მხარი დაუჭირა
image


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა “ახალგაზრდობის თანხმობის აქტის” საინიციატივო ჯგუფს უმასპინძლა და ინიციატივას მხარი დაუჭირა.


“ახალგაზრდობის თანხმობის აქტზე” ხელმოწერით, ახალგაზრდები მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. ამ მოვლენით ისინი საზოგადოებას კონსოლიდაციის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს უჩვენებენ, რასაც ქართული სახელმწიფოებრიობის მომავალი უნდა დაეფუძნოს. ახალგაზრდებს მიაჩნიათ, რომ ეს პროცესი ხელს შეუწყობს და პოზიტიურად აისახება წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირის მხრიდან წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.


დოკუმენტს ხელი მოაწერეს სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტებმა და სხვა წარმატებულმა ახალგაზრდებმა.



თავდაპირველად, “ახალგაზრდობის თანხმობის აქტს” ხელი 26 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში, საზეიმო ვითარებაში მოეწერა. მომდევნო ეტაპზე თბილისის მასშტაბით არსებულ უნივერსიტეტებში აქტიურად მიმდინარეობდა დისკუსიები ევროპული ინტეგრაციის საკითხებსა და აქტის შინაარსზე. გაიმართა შეხვედრები ქვეყანაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.


პროცესს მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმა. “ახალგაზრდული თანხმობის აქტი” უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ შექმნილმა დამოუკიდებელმა საინიციატივო ჯგუფმა შეიმუშავა.

0
10
შეფასება არ არის
ავტორი:ლევან აკობია
ლევან აკობია
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0