საზოგადოება "საზოგადოება 2030"-ის ხელმძღვანელი ესპანელ ხალხს სამძიმარს უცხადებს 2017, 17 აგვისტო, 22:40 „საზოგადოება 2030“-ის ხელმძღვანელი, გიორგი მამულაშვილი "მწუხარებას გამოვთქვამ და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ესპანელ ხალხს, ქალაქ ბარსელონაში მომხდარი შემზარავი ტერორისტული აქტის გამო. ვგმობ ტერორიზმს, როგორც კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს. აღნიშნულმა ფაქტმა, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ აუცილებელია საერთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურება და გაძლიერება ტერორიზმის ბრძოლის წინააღმდეგ. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანაგრძნობას ვუცხადებ მათ. დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ."-ნათქვამია მამულაშვილის განცხადებაში. 43 შეფასება არ არის
|