x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134576
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
მასონის შვილიშვილმა ორდენის საიდუმლო გაამხილ, უძველესი პირამიდების შესახებ

ინფორმაციის გაჟონვა, ყველაზე იდუმალი და ფარული ორგანიზაციებიდანაც შეიძლება მოხდეს. განსაკუთრებით ახლა, სოციალური ქსელების არსებობის პირობებში და ის, მაშინვე საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ხდება... ხოლო, ამგვარი მარცხის მიზეზი, შეიძლება, უბრალო შემთხვევითობა, წინდაუხედაობა იყოს, როგორც მაგალითად, ამ შემთხვევაში:

დახურულ ფორუმზე კამათის დროს, უძველესი პირამიდების დანიშნულების შესახებ, ერთ–ერთმა წევრმა განაცხადა, რომ მისი ბაბუა მაღალ საფეხურზე მდგომი მასონია და რომ რეალური ისტორია იცის, ყოველივე ამის შესახებ და არა ზღაპრები, მასებისთვის.

შედეგად, მასონის შვილიშვილმა ფორუმზე, ბევრი საიდუმლო ინფორმაცია გამოაქვეყნა. მართალია, მალევე წაშალა, მაგრამ ის იმ დროისთვის უკვე გავრცელებული იყო...


image


როგორც მან ახსნა, პირამიდები, თავდაპირველად, უცხოპლანეტური ტექნოლოგიების ნაწილი იყო... და რომ, რამდენიმე ასეული ათასი წლის წინ, ჩვენი პლანეტა, უცნობმა კოსმოსურმა ცივილიზაციამ აღმოაჩინა და აქ კოლონია დააარსა. სწორედ ამ ცივილიზაციამ დაიწყო დედამიწაზე პირველი პირამიდების მშენებლობა. ამის შესახებ თითქმის არავინ იცის, მაგრამ თავიდან, მხოლოდ ერთი პირამიდა ააგეს და მას "დაარსება" უწოდეს. მასონებმაც კი არ იციან, იმ ცივილიზაციის ტექნოლოგიების საიდუმლოებები, მაგრამ ცნობილია, რომ სწორედ ეს პირამიდა იყო, პლანეტის მომავალი მოწყობისთვის (პირამიდების ქსელი და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები), მათი საფუძველი.

ასევე ცნობილია, რომ პირველი პირამიდა ენერგიას გარემოდან იღებდა და მისი დახმარებით ირგვლივ, რამდენიმე ასეული მეტრის რადიუსში, იდუმალ ველს ქმნიდა. ხოლო, ამ ველის წყალობით, უცხოპლანეტელებს, მათთვის უცხო პლანეტაზე, ცხოვრება მშვიდად შეეძლოთ.

უძველესი დოკუმენტებში ნათქვამია, რომ პირამიდაში ნამდვილი სასწაულები ხდებოდა, მათ შორის, აღდგომის ფაქტებსაც ჰქონდა ადგილი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დედამიწაზე ადამიანები უცნობი ცივილიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ცხოვრობდნენ და ისინი მათ ღმერთებად მიჩნევდნენ.

გადმოცემით, მთავარ პირამიდაში, ადამიანთა შორის, მხოლოდ რჩეულებს უშვებდნენ, მაგრამ დაბრუნების შემდეგ, ისინი ფანტასტიკურ რაღაცეებზე საუბრობდნენ. დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ მთავარი პირამიდიდან დაბრუნების შემდეგ, რჩეულები სხვებზე ბევრად მეტ ხანს ცოცხლობდნენ. გარდა ამისა, ისინი ავად არასდროს ხდებოდნენ.

მოგვიანებით, მთელს მსოფლიოში, მრავალი სხვა ობიექტი აშენდა. მათ შორის პირამიდებიც, მაგრამ პირველივე პირამიდის დიდება ვერაფერმა დაჩრდილა.

როგორც მასონებისთვის არის ცნობილი, ადამიანებს მხოლოდ 5 პირამიდაში უშვებდნენ, სხვების კარი კი, მათთვის დახურული იყო. ხოლო, "ღმერთები" არასდროს საუბრობდნენ საკუთარი ტექნოლოგიების შესახებ. სავარაუდოდ იმიტომ, რომ ადამიანები მაინც ვერ გაიგებდნენ.

მისივე თქმით, ერთ–ერთი პირამიდა, რომელიც ოდესღაც ქსელის ნაწილი იყო, დღეს ატლანტის ოკეანის ფსკერზეა. ის რამდენიმე ათეული წლის წინ აღმოაჩინეს, მაგრამ მისი შესწავლა შეუძლებელია, რადგან იდუმალი ველი ხელს უშლის მასთან მიახლოებას, რომ აღარაფერი ვთქვათ, უფრო საფუძვლიანი კვლევის ჩატარებაზე.

დისკუსიის დროს, მასონის შვილიშვილმა, ისიც აღნიშნა, რომ როდესაც უცხოპლანეტელებმა დედამიწა დატოვეს, თავისი ტექნოლოგიები თან წაიღეს და აქ მხოლოდ უფუნქციო ქვის მეგალითები დატოვეს, რომლის გამოყენება ადამიანებმა ვერ შეძლეს. ხოლო, მათი შემქმნელი ღმერთები, თანდათანობით, დაივიწყეს... ამის შემდეგ, უკვე მომდევნო თაობებმა, ზოგიერთი ნაგებობის ხელახლა გამოყენება დაიწყეს, ძირითადად, რელიგიური და საკულტო მიზნებისთვის.


image

არხის სხვა სიახლეები:


* "რა გამოხვედი სოსო?" – ჰკითხა უკვე სახელმწიფოს მეთაურს დედამ... "სჯობდა მღვდელი გამხდარიყავი" – უთხრა მას, პასუხის მოსმენის შემდეგ

* ბუნებისა და ადამიანის მიერ შექმნილი 12 შედევრი

* სახალისო კომიქსები, ჩახლართული სიუჟეტებით (13 ფოტო)

* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი



0
983
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
983
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0