x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას ვერ გაექცა ირანის მიერ ნაქები ბალისტიკური რაკეტები
image
მოგეხსენებათ რამდენიმე დღის წინ ირანმა ისრაელის მიმართულებით გაუშვა დიდი რაოდენობით დრონი-კამიკაძეები და ბალისტიკური რაკეტები, რომელთა უდიდესი ნაწილი ებრაულმა ნაქებმა ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსებმა ჩამოაგდო, ნაწილიც ამერიკული სამხედრო ფლოტის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რაკეტებით იქნა განადგურებული.

სურათზე ჩანს ისრაელის ტერიტორიაზე ჩამოგდებული ირანული ბალისტიკური რაკეტა.


ირანს შეიარაღებაში აქვს რამდენიმე ტიპის რაკეტა.

1.Fattah-1, ესაა საშუალო რადიუსის ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა რომელსაც შეუძლია განავითაროს 15 მახამდე სიჩქარე და მიწვდეს 1400 კილომეტრით დაშორებულ ობიექტებს.


რაკეტა ორსაფეხურიანია, მუშაობს მყარ საწვავზე და მანევრირებს სპეციალური ფრთების მეშვეობით. რაკეტა პირველად იქნა წარმოდგენილი 2022 წელს. რაკეტის ფუგასური ქობინი “ფათახ-1”-ის წონა 450 კილოგრამია.


2. Kheibar, ეს რაკეტა წარმოადგენს საშუალო რადიუსის ზებგერით ბალისტიკურ რაკეტას, რომელსაც იდეაში შეუძლია 1450 კილომეტრამდე დაზიანოს ობიექტი. რაკეტა მუშაობს მყარ საწვავზე, ავითარებს 5 მახამდე სიჩქარეს, სტარტის შემდეგ ადის 135 კმ სიმაღლეზე. რაკეტის სიგრძე 11, 4 მეტრია, სასტარტო მასა 6, 3 ტონა, ხოლო საბრძოლო ქობინის მასა 500 კილოგრამია.

3. Shahab-3B გახლავთ ჰიპერბგერითი რაკეტა, რომელიც თხევად საწვავზე მუშაობს, ავითარებს სიჩქარეს 7 მახამდე და მოქმედებს 2 000 კილომეტრ მანძილამდე.


ცნობილია, რომ აღნიშნული რაკეტა სტარტის შემდეგ ადის 30-40 კილომეტრ სიმაღლემდე, რაც მას საშუალებას აძლევს არ მოხვდეს მოწინააღმდეგის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რიგი კომპლექსების ცეცხლის საფრთხის ქვეშ.
რაკეტა აღჭურვილია საბრძოლო ქობინით, რომლის წონა 1200 კილოგრამია და აღჭურვილია 5 კასეტური ბლოკით. რაკეტას აქვს უნარი შეიცვალოს ფრენის ტრაექტორია. მისი სიზუსტის ცდომილება 30-50 მეტრია.

4. Sejil-2, ეს ერთადერთი ირანული ბალისტიკური რაკეტაა, რომელიც განთავსებულია არა სატრანსპორტო ან სტაციონარულ პლატფორმაზე, არამედ განთავსებულია შახტში.


სხვა ზემოთ დასახელებული რაკეტების სტარტი ხდება სტაციონარული გამშვებიდან ან სატრანსპორტო, გამწევი პლატფორმებიდან.


რაკეტა მუშაობს მყარ საწვავზე და გახლავთ ორ საფეხურიანი.


ეს რაკეტა წარმოებაში ჩაეშვა ირანში 2008 წელს. რაკეტა საშუალო რადიუსისაა. რაკეტა ფარავს სტარტიდან 2500 კმ მანძილს. რაკეტის სიჩქარეზე და ჭერზე ინფორმაცია არაა გასაჯაროებული.

5. Hoveyzeh, -ესაა ფრთოსანი რაკეტა, რომელიც შექმნილია შორი რადიუსის რაკეტა "Soumar"-ის ბაზაზე, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს საბჭოთა-რუსული რაკეტის "ჰაერი-ზედაპირი" ტიპის "Х-55"-ის ანალოგს. ვინაიდან ირანს არ ჰყავდა ამ რაკეტის გამშვები ავიაცია "Ту-160М"-ის სახით, მათ აკეტას ჩაუტარეს მოდერნიზება და ის გახადეს "ჰაერი-ჰაერის" კლასის რაკეტა, რომელსაც როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ისვრიან ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან. რაკეტას გააჩნია ტურბორეაქტიული ძრავი, ნავიგაციის ინერციული სისტემა. მისი მოქმედების რადიუსი 1350 კილომეტრამდეა.
რაკეტის სიზუსტე 1 მეტრია.

მიუხედავად ბალისტიკური რაკეტების ასეთი "ბუკეტისა", ირანულმა რაკეტებმა ვერ შესძლეს დასახული ამოცანის შესრულება, ებრაული და ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსების რაკეტბის ეფექტურობის გამო.


0
172
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
172