x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134617
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508752
"წმინდა" პოლიგამია ინდოეთში - საშინელი ტრადიცია, რომელიც ასობით ათასი გოგონას ბედს ანგრევს

image


ინდოეთი - საიდუმლოებების ქვეყანაა. იქ დღემდე საზოგადოების კასტებად დაყოფის ეროვნული ინდური ტრადიცია კვლავ ძლიერია. თითოეულ კასტას თავისი წესები გააჩნია, რის გამოც ნაკლებად განათლებული ადამიანები იშვიათად ახერხებენ კარმულ-იერარქიულ კიბეზე (ტრადიციები განსაკუთრებით ძლიერია მჭიდროდ დასახლებული ინდოეთის იმ რეგიონებში, სადაც განათლების აშკარა ნაკლებობაა) ასვლას, და კარმა აქ უმიზეზოდ ნახსენები არ არის, რადგან დაბადება კონკრეტულ კასტაში რიგითი ინდუსის მიერ აღიქმება ჯილდოდ ან სასჯელად წარსული ცხოვრებისთვის.


image


კულინიზმი (ინდოეთში პოლიგამიის არაადამიანური ფორმაა. პოლიგამიის ეს ფორმა არა ინდოეთის მუსლიმებს, არამედ ძირითადად, ინდუსებში - ინდუიზმის მიმდევართა შორის გხვდება) - ბენგალის მსგავსი რეგიონისთვის ელიტური კასტის განსაკუთრებულ პრივილეგიას წარმოადგენს. კულინები თვლიან, რომ უხსოვარი დროიდან სპეციალური ქორწილის ტრადიციის დასაწყისს დასაბამი ინდოეთის ქვეკონტინენტის ბენგალის რეგიონის სენას დინასტიის მეორე მმართველმა ბალალ სენამ დაუდო, რომელმაც უაღრესად პრივილეგირებული, "კეთილშობილური" თანამდებობა სასულიერო პირებს მიანიჭა. მან ეს იმისთვის გააკეთა, რომ რაც შეიძლება მეტი სულიერი ძალა მოეზიდა საკუთარ ქვეყანაში, რადგან თვლიდა, რომ მატერიალური სიმდიდრით დაინტერესებული წმინდანები თანდათან მის ხელში გადასულიყვნენ.


image


კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ წარმოდგენილი ვერსია კონკრეტულად ბენგალური მითოლოგიიდან მომდინარეობს და ის არ გახლავთ მეცნიერული. მიუხედავად ამისა, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ კულინიზმი, როგორც უმაღლესი, საშინელი ტრავმული სოციალური ფენომენი და "აღმსარებელთა" კეთილშობილური კასტის პრივილეგია, დღემდე ცოცხალია და ათასობით ინდოელი ქალის სიცოცხლეს ანადგურებს.






პოლიგამია და ადრეული ქორწინებები


image


რას წარმოადგენს არსობრივად კულინიზმი? ეს გახლავთ ბენგალიისთვის დამახასიათებელი მრავალცოლიანობის განსაკუთრებული ტიპი, რომელიც ძირითადად ბენგალური ბრაჰმინების უმაღლესი წრეებისთვის არის ორგანული, სადაც ქალი სრულიად მოკლებულია ყოველგვარ უფლებასა და პრივილეგიებს და ოფიციალურად ხარჭის მდგომარეობაში იმყოფება.

image

ამასთან, მშვენიერი სქესის წარმომადგენლები ასეთ უთანასწორო ქორწინებაში ჯერ კიდევ მოზარდობისას ხვდებიან, ტრადიციის თანახმად, გოგონა კულინზე სქესობრივი მომწიფების პირველი ნიშნების გამოვლენამდე უნდა დაქორწინებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახი სოციალურ სტრუქტურაში საკუთარ პოზიციას კარგავდა. ამიტომ ოჯახები, რომლებსაც ოჯახში ერთი ქალიშვილი მაინც ჰყავდათ, სასიცოცხლოდ დაინტერესებულნი იყვნენ რომ რაც შეიძლება სწრაფად მიეთხოვებინათ თავიანთი გოგონა "სასულიერო დიდებულისთვის" რითიც თავის მხრივ, ასევე კულინებიც სარებლობდნენ, რომლებიც თავიანთი არც თუ პატარა ასაკის მიუხედავად დაოჯახებით დაინტერესებული ოჯახების წარმომადგენლებთან უთანასწორო ოჯახებს ქმნიდნენ.



image



ყველაფერი კი ასე ხდებოდა, კულინი ქალაქში ან სოფელში ჩადიოდა, რის შემდეგაც ის სახლებს სიის მიხედვით ათვალიერებდა, სადაც ყოველ ახალ საცოლეზე სათითაოდ "ქორწინდებოდა", ხანმოკლე დასვენების შემდეგ კი, მომდევნო გოგონასთან ინაცვლებდა. კულინს ყოველთვის თან ახლდნენ ადამიანები, რათა "წმინდა კაცს" მდიდარი საჩუქრების გადატანაში დახმარებოდნენ, რომელიც როგორც წესი, გახლდათ მზითევი, რომელსაც ის თითოეული "გაბედნიერებული" ოჯახიდან იღებდა.

image

ბუნებრივია, რომ სტატუს შეცვლილი "ახლადგამომცხვარი პატარძლები" მშობლიური სახლიდან მაშინვე მიყავდათ, ისინი აჩენდნენ შვილებს და მოძულე ასაკოვანი მეუღლის სიკვდილს ელოდნენ, კულინის გარდაცვალების შემდეგ, ცოლი ასაკის მიუხედავად, "მარადიული ქვრივის" სტატუსს იღებდა, რომელსაც ტრადიციის თანახმად, აღარ შეეძლო აღარც ქორწინება და არც სოციალური სიამოვნების მიღება. მარტივად რომ ვთქვათ, ასეთი "მარადიული ქვრივი" სოციუმიდან ფაქტობრივად გარიყული რჩებოდა და მსგავსს მდგომარეობაში მყოფ ქალთა კასტაში ხვდებოდა.




image


შედეგად, გასული საუკუნეების ამ მდგომარეობამ დიდი გავლენა იქონია რეგიონში გენდერულ თანაფარდობაზე, რადგან გოგონას დაბადება უფრო უბედურებად აღიქმებოდა, ვიდრე სიხარულად. მეტიც, საკუთარი ქალიშვილის მოკვლას თითქოს გაცილებით უფრო ნაკლები კარმული შედეგები მოჰყვებოდა, ვიდრე მის კულინზე არ გათხოვებას, ამ ყოველივედან გამომდინარე კი სულაც არ არის საჭირო იყო გენიოსი რომ მიხვდე თუ რა არჩევანს აკეთებდნენ ხშირად მშობლები, რათა თავიდან აეცილებინათ პრობლემები მომავალში.






მაგრამ როგორ იყო საქმე თუ ქმარი დღეგრძელი აღმოჩნდებოდა?


image


აი, ამ შემთხვევაში კი ცოლს არსებობა კიდევ უფრო მძიმე ყოფაში უწევდა, რადგან კულინს სრული უფლება ჰქონდა ცოლის მატერიალურ მოთხოვნილებებზე ყურადღება საერთოდ არ მიექცია. საუკეთესო ვარიანტი კი ის იყო თუ ქალი ფიზიკურ ინკუბატორად გადაიქცეოდა, ან მხოლოდ მეუღლის ხორციელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას მოემსახურებოდა. ამ შემთხვევაში, მას კულინის მხრიდან შეეძლო რომ მცირეოდენი მხარდაჭერის იმედი ჰქონოდა, მაგრამ უმეტესწილად ცოლები უცხო ტერიტორიაზე მძიმე ცხოვრებას ეწეოდნენ, ვინაიდან მამისეულ სახლში დაბრუნების უფლება მათ უკვე აღარ ჰქონდათ.


image



იმისთვის, რომ თავი როგორმე თვიდან თვემდე გაეტანათ, კულინების არარეალიზებული ცოლები საკუთარი სხეულით ვაჭრობდნენ. სწორედ ამიტომ რჩება ბენგალი დღემდე ინდოეთის ერთ-ერთ ყველაზე კრიმინალურ და სექსუალურ რეგიონად, რადგან ხორციელი სიყვარულის ყიდვა იქ თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეიძლება.

image



ეროვნული ტრადიციები ყოველთვის კარგი - არ არის. ზოგჯერ კი ისეთი ტრადიციები, როგორიცაა მაგალითად, კულინიზმი, თავისი ფესვებით იმდენად ბინძურ და საშინელ წარსულში მიდის, რომ თანამედროვე ადამიანში ზიზღის მეტს არაფერს იწვევს, მაგრამ კიდევ უფრო უარესია, რომ კულინიზმი ჯერ კიდევ ცოცხალია და ინდოეთის ზოგიერთ რეგიონში თავს მშვენივრად გრძნობს, რაზეც ქვეყნის ხელისუფლება უბრალოდ თვალს ხუჭავს, და თუ სადმე ერთ-ერთი ბენგალური სოფლის ქუჩაში პატარა, უპოვარ გოგონას გადააწყდებით დიდივით ჩაცმულს, შესაძლოა თქვენ წინაშე სწორედ კულინ-ბრაჰმინის "ბედნიერი" ცოლი იყოს, რომელმაც თავისი ოჯახი სირცხვილისა და კარმული შედეგებისგან ასეთ საშინელ ფასად იხსნა.














0
1606
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1606