x
მეტი
  • 18.05.2024
  • სტატია:134731
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509059
დაობლებული ნუკრი 11 თვის გოგონას დაუმეგობრდა(ვიდეო)
image

დიდ ბრიტანეთში ორი თვის ნუკრი, რომელმაც დედა დაკარგა, მამაკაცმა გადაარჩინა, მოიყვანა სახლში და ახლა ირმის ნუკრი, მისი 11 თვის ქალიშვილის საუკეთესო მეგობარი გახდა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი იტყობინება.


დაობლებული ნუკრი იპოვეს გზის პირას მაუნტფიჩეტის ციხესთან, ესექსის საგრაფოში, ინგლისი, რომლის მეთვალყურეც არის 56 წლის ჯერემი გოლდსმიტი.


მდედრ ირემს მანქანა დაეჯახა. გამვლელმა, რომელმაც მარტოდ დარჩენილი ნუკრი აღმოაჩინა, დაურეკა გოლდსმიტს, რომელიც მაშინვე დათანხმდა შეეფარებინა ირმის ნუკრი ციხის ტერიტორიაზე, მან ნუკრს ერთ-ერთ ფარდულში თბილი ადგილი მიუჩინა.



სულ რამდენიმე საათში პატარა მდედრი ირემი, რომელსაც მეტსახელი ზიგი(Ziggy) დაარქვეს, შეეგუა ახალ გარემოს.


მეტიც, ზიგი დაუმეგობრდა ჯერემი გოლდსმიტის 11 თვის ქალიშვილ იზაბელას. ახლა გოგონა და ირემი ყოველდღიურად რამდენიმე საათს ერთად ატარებენ. გოლდსმიტის თქმით, ქალიშვილი მუდმივად კოცნის და ეფერება ცხოველს. "მე გავიზარდე ცხოველების მოყვარულთა ოჯახში და ასე ვზრდი ჩემს ქალიშვილს", - განმარტა მან.


გოლდსმიტმა აღნიშნა, რომ ზიგი თავს კარგად გრძნობს და მასზე ციხის თანამშრომლები ზრუნავენ.


„ახლა მას ველურ ბუნებაში ვეღარ გავუშვებთ, რადგან ის ზედმეტად მიმდობია და ადამიანების საერთოდ აღარ ეშინია“, - ამბობს ის.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბავშვი ირემს დაუმეგობრდა.


2021 წელს სტეფანი ბრაუნი შოკში ჩავარდა, როცა აღმოაჩინა თავისი ოთხი წლის ვაჟი დომინიკი და პატარა ირემი, რომელსაც დაუმეგობრდა ახლომდებარე ტყეში, ისინი ერთ დღესაც ვერანდაზე ერთად ესტუმრნენ, ვირჯინიის კურორტ Massanutten-ზე, ოჯახური შვებულების დროს.


image

0
270
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
270
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0