x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134582
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508658
იდუმალი პროექტი, რომელიც აშშ–ს ხელისუფლებამ წარმატებული შედეგის მიღების შიშით დახურა

«მონტოკის» (Montauk) პროექტი აშშ-ს საიდუმლო ექსპერიმენტების სერია იყო, რომელიც ლონგ–აილენდის აღმოსავლეთ კონცხზე, ВВС-ს მიტოვებული რადიოლოკაციური სადგურის შენობაში ტარდებოდა.


image


ის, თავდაპირველად, ფილადელფიის ექსპერიმენტის გაგრძელება იყო, რომლის ფარგლებში, ისეთი ტექნოლოგია უნდა შეექმნათ, რომელიც რადიოლოკატორებისთვის უხილავი იქნებოდა. აღნიშნული პროექტი 1943 წლამდე წარმატებით ხორციელდებოდა, რადგან, როგორც ამბობდნენ, აშშ-ს სამხედრო გემი «ელდრიჯი» სრულიად გაუჩინარდა.

ექსპერიმენტი გემზე 1943 წლის 13 აგვისტოს, ფილადელფიის სანაპიროზე (პენსილვანიის შტატი) ჩაატარეს და გემი ჯერ სხვა განზომილებაში გადაიტანეს, ხოლო შემდეგ, მისი მატერიალიზება, ისევ ჩვენს განზომილებაში, ნორფოლკის სანაპიროსთან (ვირჯინიას შტატი) მოახდინეს. გემის ეკიპაჟის 181 წევრიდან, უმრავლესობა დაიღუპა, ხოლო ვინც გადარჩა, შეშლილობის ზღვარზე იყო.

ამის შემდეგ, ფილადელფიის ექსპერიმენტის დაფინანსება, ოფიციალურად შეწყდა. თუმცა, მეცნიერებზე და სამხედრო მოხელეებზე ექსპერიმენტის შედეგმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამიტომ, ტელეპორტაციის და განზომილებათა შორის მოგზაურობის შესწავლა გაგრძელდა...


image


სამეცნიერო ცენტრი, რომელიც აღნიშნულ საკითხებზე მუშაობდა ქ. მონტოკში მდებარეობდა და მას ერთი პერიოდი, დოკ. ჯონ ფონ ნოიმანი ხელმძღვანელობდა. ის, პროექტის ფარგლებში, იმ ადამიანების ფსიქოლოგიურ ცვლილებებს სწავლობდა, რომლებმაც განზომილებებს შორის, დროში და სივრცეში იმოგზაურეს. მეცნიერებს იმის გარკვევა უნდოდათ, თუ რატომ მოახდინა «ფილადელფიის ექსპერიმენტმა», ადამიანებზე ასეთი გავლენა.

ხანგრძლივი კვლევის შემდეგ, დასკვნა ასეთი იყო: ადამიანები დედამიწის ელექტრომაგნიტურ ველებთან დაკავშირებული, გარკვეული, «დროის ათვლის წერტილით» იბადებიან. ამიტომ, აღმოჩნდა «ელდრიჯის» ეკიპაჟისთვის საბედისწერო, სამგანზომილებიან სიბრტყეში გემის მკვეთრი გადაადგილება.

როგორც ამბობენ, ფონ ნოიმანმა დედამიწის მოდელი შექმნა და «დროის ათვლის წერტილის» შეცვლით, ეს პრობლემა მოაგვარა. მაგრამ, 1957 წელს, ის 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის მიერ მომზადებული დოკუმენტებით კი, 1960 წელს დაფინანსება მოიპოვეს და «მონტოკის» პროექტზე მუშაობა, უკვე ოფიციალურად გაგრძელდა...


image


დოკუმენტების თანახმად, რომლებიც მეცნიერებმა კონგრეს, ანგარიშის სახით, 7 წლის შემდეგ წარუდგინეს, ირკვევა, რომ მათ რამდენიმე ადამიანის სხვა განზომილებაში გადაყვანა და უკან დაბრუნება, მსხვერპლის და ყოველგვარი უარყოფითი შედეგის გარეშე შეძლეს. ანგარიშში, საუბარი ასევე იყო, ადამიანის ცნობიერების კონტროლზე და განზომილებას შორის მოგზაურობაზე... და 1967 წ. «მონტოკის» პროექტი დახურეს. კონგრესმა მისი დაფინანსება შეაჩერა, რადგან ადამიანების ცნობიერებაზე მასობრივი კონტროლის დაწესების შეეშინდა. მიუხედავად ამისა, ექსპერიმენტი მაინც გაგრძელდა (ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებსაც საკმარისი სახსრები გააჩნიათ იმისთვის, რომ გარკვეულ მიზანს მიაღწიონ, ან საკუთარი ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილონ) და როგორც ამბობენ, 1983 წლამდე არ შეწყვეტილა. ამ ხნის მანძილზე, მასში მონაწილეობა 10 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო, რომელთა შორის, უმრავლესობა უსახლკაროები და 11-დან – 16 წლამდე ბიჭები იყვნენ (არსებობდა რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი, რომლის წევრები, სხვადასხვა ქალაქებში დადიოდნენ და ქუჩებში ისეთ ადამიანებს აგროვებდნენ, რომლის მომკითხავი არავინ იყო...)


image


ექსპერიმენტის რეალური შედეგები გასაიდუმლოებულია და უცნობია, თუ რამდენმა ადამიანმა იმოგზაურა დროის პორტალებში და უკან რამდენი დაბრუნდა, რადგან Camp Hero–ს სამეცნიერო ბაზის სარდაფი, სადაც ბოლო დროს, ექსპერიმენტები ტარდებოდა, ბეტონის სქელი ფენით დაფარეს, ხოლო ყველა მონაწილის მეხსიერება MK Ultra პროგრამით ჩაახშეს ან წაშალეს.



image

არხის სხვა სიახლეები:


* ყველაზე იდუმალი ცივილიზაცია, რომელიც ევროპაში რომის იმპერიამდე არსებობდა

* ზვიგენი, პირანია, თუ დელფინი? როგორ ფიქრობთ, ჩვენთვის რომელი უფრო სახიფათოა?

* ყველაზე საშინელი მოვლენა ევროპის ისტორიაში

* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი



1
535
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
535
  
2023, 9 აგვისტო, 19:11
ფილადელფიის ექსპერიმენტი არის აბსოლუტური სიცრუე, ელემენტარულად იმ ადგილს თუ ნახავთ რუკაზე სადაც ვითომ ეგ ექპერიმენტი ჩაატარეს დარწმუნდებით რომ ათასობით თვითმხილველი უნდა ყოლოდა ამ ფაქტს, თუმცა რეალურად არც ერთი არ ჰყავს :)
0 1 1