x
მეტი
  • 15.05.2024
  • სტატია:134656
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508989
XX საუკუნის ბოლო პერიოდის "აკრძალული" ფილმები
image


80-იანი წლების ფილმები კინემატოგრაფის ისტორიაში ნამდვილ ეპოქად იქცა - მათ ჰქონდათ უნიკალური, ყველასგან გამორჩეული სტილი, განუმეორებელი მუსიკა და დასამახსოვრებელი სიუჟეტი. დღეს, მსურს წარმოგიდგინოთ იმ პერიოდის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფილმი, რომელმაც მსოფლიო კინოს ისტორიაში დაუვიწყარი კვალი დატოვა.





დევიდ კრონენბერგის "ვიდეოდრომი"


image


სატელევიზიო პროდიუსერი მაქს რენი, რომელიც თავისი საკაბელო არხისთვის ეძებს ახალ და ორიგინალურ ფილმს "მოზარდებისთვის" შემთხვევით "ვიდეოდრომს" აწყდება - გადაცემა სექსისა და მკვლელობის შესახებ, რომელიც არსაიდან გადის, მას არა მხოლოდ მენტალურ, არამედ ფიზიკურ ჯანმრთელობასაც უნგრევს.





ალან პარკერის "ჩიტუნა"


image


ფილმის ერთ - ერთ მთავარ გმირ ელს გოგოები უყვარს, პტაჰას კი - ჩიტები. მეგობრები ვიეტნამში სამხედრო კამპანიაში მონაწილეობის შემდეგ სახლში სხვადასხვა დაზიანებით ბრუნდებიან, ელი - ფიზიკურით, პტაჰა კი ფსიქიკურით. ისინი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ხვდებიან, სადაც პტაჰა ჩიტების ჩვევების კოპირებას იწყებს და თავს ჩიტად თვლის. ელი მის რეალურ სამყაროში დაბრუნების უკანასკნელ იმედად იქცევა. ფილმის დაძაბულობა მის მომაჯადოებელ ფინალამდეც აღწევს.





ედრიან ლაინის "ფლეშ-ცეკვა"


image


ალექსი ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს - ღამით ის თამამ ცეკვებს ცეკვავს, დღისით კი ქარხანაში მუშაობს და ბალეტის ცეკვას სწავლობს. ყოფილი ბალერინა გოგონას ოცნების ასრულებაში ეხმარება, თუმცა ყველაფერი მას შემდეგ იცვლება რაც ალექსი მდიდარ კავალერს ხვდება.





ზალმან კინგის "ცხრა ნახევარი კვირა"



image


ფილმი "ცხრა ნახევარი კვირა" - ვნებისა და ცდუნების ემოციური სიმფონიაა, რომელიც მაყურებელს უხსნის კარიბჭეს ვნების სამყაროსკენ, რომლის შესწავლასაც ცოტა თუ გაბედავს. კიმ ბესინჯერისა და მიკი რურკის საოცარი დუეტი ფილმს ეროტიზმისა და იდუმალების ენით აღუწერელ მუხტს ანიჭებს.



პედრო ალმადოვარის "ქალები ნერვული აშლილობის ზღვარზე"


image

მთავარი გმირები - ლამაზები, ექსცენტრულები და უჩვეულოდ ქალურები არიან. მთავარი გმირი, პეპა მამაკაცთან დაშორებას მძიმედ განიცდის და ემოციური მიღების ყველა საფეხურს გადის. მოვლენები ერთმანეთში ქაოტურად არის გადაჯაჭვული, სიუჟეტი ალმადოვარისთვის დამახასიათებელ ესპანურ სტილში ვითარდება.




უოლტერ ჰილის "გზაჯვარედინი"


image


ბლუზის შესახებ გადაღებული შესანიშნავი "როუდ- მუვი" ბევრ მოტივსა და აზრს აერთიანებს. იუჯინი და ვილი მოგზაურობენ, ცხოვრებაში თავიანთ მიზნებს ეძებენ და ამასობაში გამოცდილებასა და უნიკალურ ცოდნასაც იძენენ. მოგზაურობას თან ახლავს დისკომფორტი, თუმცა ის სავსეა რეალური ემოციებითა და წარსულის ტრადიციებით. მუსიკა ფილმში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, განასახიერებს რა თავისუფლებას და ვნებას. ფილმის თითოეული კადრი ისტორიისა და ბლუზის კულტურის ატმოსფეროთია გაჟღენთილი.





ჯიმ ჯარმუშის "სამოთხეზე უცნაური"


image


ფილმის მთელი მოქმედება შავ-თეთრ, მედიტაციურ ატმოსფეროში ვითარდება, სადაც მთავარი გმირები ევა, ვილი და მისი მეგობარი ბიჭი ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩულ ცხოვრებას ეწევიან და ცვლილებებზე ოცნებობენ, თუმცა ყველა ძალისხმევას ახალგაზრდები მოსალოდნელ შედეგებამდე არ მიჰყავს, თუმცა ფლორიდაში მოგზაურობის დროს ევას შანსი ეძლევა ციკლი გაარღვიოს და ახალი გამოწვევები მიიღოს.





ლიუკ ბესონის "მიწისქვეშა გადასასვლელი"


image


რეჟისორის ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი, მეტროში მცხოვრებ ფრანგ უსახლკაროზე, ფრედიზე მოგვითხრობს, რომელიც ბანდიტების, პოლიციისა და ულამაზესი ჰელენას გარემოცვაში ხვდება. ფილმი უფრო ემოციებსა და რომანტიკაზეა ორიენტირებული, ვიდრე ექშენზე. ფილმი 80-იანი წლების ფრანგული სუბკულტურის ერთგვარი ანარეკლია. ლიუკ ბესონის ნამუშევარი 1986 წელს მესამე ყველაზე პოპულარულ ფრანგულ ფილმად იქცა საფრანგეთში. ის დაახლოებით სამმა მილიონმა მაყურებელმა ნახა.




ბობ რეიფელსონის "ფოსტალიონი ყოველთვის ორჯერ რეკავს"


image


"ფოსტალიონი ყოველთვის ორჯერ რეკავს"- დრამატული ისტორიაა ცეცხლოვანი ვნებისა და დამაინტრიგებელი სიცრუის შესახებ, რომელიც 1930-იანი წლების იდუმალი ატმოსფეროს ფონზე ვითარდება. ამ საოცარ დრამაში მთავარ როლებს ჯეკ ნიკოლსონი და ჯესიკა ლანჟი ასრულებენ. პერსონაჟებს შორის მაგნიტური მიზიდულობა და დაუცხომელი ვნება ჩნდება, რაც ისეთ მოვლენებს იწვევს, რომლებიც გარშემომყოფთა ცხოვრებას მთლიანად ანგრევს. "ფოსტალიონი ყოველთვის ორჯერ რეკავს" - გახლავთ ერთგვარი კინოარტი, რომელშიც გრძნობები, დესპოტიზმი, თავისუფლების წყურვილი და წარუმატებლობისთვის განწირული სიყვარული ერთმანეთში მჭიდროდ არის გადახლართული.















0
633
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
633