x
მეტი
  • 12.05.2024
  • სტატია:134733
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508933
"ეს ქალი არის ავად, ერთი კვირაა დამდევს, რამდენიმე წუთის წინ ეს იკადრა" - რა სქრინს ავრცელებს ნენე დალაქიშვილი

image


ჟურნალისტი ნენე დალაქიშვილი "ტაბულას" დამძფუძნებელთან, თამარ ჩერგოლეიშვილთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს და მას "ბოროტს" უწოდებს. ჟურნალისტის თქმით, ოპოზიციასთან დაკავშირებით დაწერილი სრულიად უწყინარი სტატუსის გამო სოციალური ქსელის სხვადასხვა გვერდებზე ის ერთი კვირაა ჩერგოლეიშვილის მხრიდან თავდასხმის ობიექტია. დალაქიშვილი იმ სქრინსაც აქვეყნებს, რომელიც "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" დამფუძნებელმა ცოტა ხნის კომენტარად დაუწერა, თუმცა მოგვიანებით თავადვე წაშალა:


image


"ეს ქალი არის ავად. ერთი კვირაა კედელ-კედელ დამდევს და თან ისე, რომ არც მიხსენებია, საერთოდ არ შევხებივარ. აი, მოეხოშიანა და ჯერ კედელზე შემომივარდა, მერე ფრენდებთან, სადაც თვალი მომკრა, იქ იფურთხა.


რამდენიმე წუთის წინ ეს იკადრა.


მერე კომენტარი წაშალა, მაგრამ სქრინები შევინახე.


ჩემი შვილების დედა წელებზე ფეხს იდგამს და პატიოსანი შრომით ნაშოვნი შეაქვს ოჯახში.


არცერთი პარტიის ხარჯზე არ გამდიდრებულა, ისე, ცნობისთვის.

ვინმემ მიხედოს ამ ბოროტს, სანამ ქუჩა-ქუჩა ქვების სროლით ურბენია.


ეს @@@ქალა"- წერს ნენე დალაქიშვილი სოციალურ ქსელში.









0
503
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
503