x
მეტი
  • 06.06.2024
  • სტატია:135125
  • ვიდეო:351973
  • სურათი:509455
„თავხედი და ყალბია მიშა მშვილდაძე, როგორც „ფორმულა“, დებილები ხართ“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

image


ახალი დაპირისპირება ოპოზიციურ ფლანგზე. ურთიერთბრალდებები გრძელდება. "ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი “სქრინშოტს” აქვეყნებს და წერს:

.

"ყველაფერთან ერთად, თავხედი ფრაერია მიშა მშვილდაძე.

თავად შევარდა თენგო კირთაძესთან, ჩემი პოლიტიკური კომუნიკაციისთვის პასუხის გასაცემად და ახლა თავის კედელზე ბორგავს, რომ მის სისულელეებს მასხრად ვიგდებ.

ამ კომენტარში მოქალაქეს უხსნის, რატომ არ ემსახურება საჯარო ინტერესს ფორმულა და რატომ ყავს საინტერესო სპიკერი დაბლოკილი.

1) პირველ წინადადებაზე პასუხს მოგვიანებით გავცემთ – გავერთობით.

2) რაც შეეხება სხვა იპოსტასში ევროპული საქართველოს აქტივობების გაშუქების საკითხს.

მშვილდაძე არის ისეთივე ყალბი, როგორიც ფორმულა, ფორმულას მედია პოლიტიკა, ფორმულას პატრონის პოლიტიკური ამბიციები….

ა) სულ ახლახანს, ფორმულას რეპორტიორი იმ ტერიტორიაზე იდგა სადაც ნახევარი საათის განმავლობაში, ჰოლივუდის ყველაზე ხმაურიანი ანტიპუტინისტი ვარსკვლავი შონ პენი, აფხაზეთიდან დევნილ ლიანას, ვენერას და ნუცას, მუხლჩახრილი, ჩაკეტილ სივრცეში, ჩემთან ერთად უსმენდა და აზრებს მიზიარებდა.

ფორმულამ ეს მოვლენა არ გააშუქა, მერე რა რომ ამ მოვლენის გაშუქება ძალიან მაღალი საჯარო ინტერესია – ეს ჩვენი პროექტია და ფორმულა არ აშუქებს (იგივეს კეზერაშვილის მარიონეტები ვერ შეძლებენ და იდილია დაერღვევათ).

ბ) ერთადერთი აქცია რაზეც ბოლო წლებში, საქართველოს მთავრობამ რუსეთისგან საპროტესტო ნოტა მიიყო, ევროპულმა საქართველომ მოაწყო.

აქციამ მოიარა მთელი მსოფლიოს პრესა.

ფორმულას ეს აქცია არ გაუშუქებია.

გ) მთელი მსოფლიო მოიარა კამპანიამ ბუჩამდე იყო აფხაზეთი. არცერთი ტოკშოუ ამ საკითხს, ჩვენი მონაწილეობით, ფორმულაზე არ მიძღვნია.

მე შემიძლია უამრავი ასეთი მაგალითი მოვიყვანო, რითაც დადასტურდება რომ მიშა მშვილდაძე უბრალოდ მატყუარაა და მისი ნდობა ისეთივე სისულელეა, როგორიც ირაკლი კობახიძის.

3. ახლა რაც შეეხება იმას, რომ მე „დესტრუქციული სპიკერი“ ვარ:

იდეალური ნამდვილად არ ვარ, მაგრამ როგორიც ვარ, ასეთი ვმონაწილეობ სიენენის შოუებში, ასეთი ვზივარ ლინკოლნ ცენტრში, ამერიკის ყოფილ სახელმწიფო მდივანთან და პრეზიდენტობის კანდიდატთან ერთად და განვიხილავ მზარდ ავტორიტარიზმს, ასეთს მეპატიჟება ბრიტანეთის მთავრობა და აწ გარდაცვლილი მისი უდიდებულესობა დედოფალი, საერთაშორისო ლიდერების პროგრამაში და მათვალიერებინებს ტეტჩერის ოთახს დაუნინგ სტრიტზე, მას შემდეგ რაც ბრიტანეთის ხელისუფლების ყველა კუთხე კუნჭულს გამაცნობს.

ალბათ უნდა შევწუხდე რომ გიორგი თარგამაძის, ვახტანგ სანაიას, მიშა მშვილდაძის, ქეთი დევდარიანის და სოფო ზურაბიანის გემოვნებას ვერ ვაკმაყოფილებ?

არ ვწუხდები.

უბრალოდ თუ ეს სამარცხვინო სიყალბე არ ჩამოინგრა, და ამათ ნაცვლად ჯანსაღი ალტერნატივა არ გაჩნდა, ქოცებთან ერთად საქართველოს დიდი ხმით აყროლებენ ამ სიყალბის ჭაობში.

რაც შეეხება იმას რომ დებილები არ ხართ – არა მხოლოდ დებილები ხართ, არამედ უსინდისო დებილები ხართ, პირველი წინადადება კარგი იყო.”

.

“აუ იმედს როგორ გვადარეეებთ” უარესები ხართ ფორმულავ - იმედის ლუზერი კარიკატურები ხართ.
ბიძინასაც მხოლოდ იმ
აზრების მოსმენა სურს, რაც მას სიამოვნებს - “სიმართლე” ილაპარაკეთო ითხოვდა.
კეზერა ბიძინას ლუზერი კარიკატურაა.
მიშა მშვილდაძე ვასიკო მაღლაფერიძის ლუზერი კარიკატურა (იმედის გვარები არ ვიცი).
ზუსტად, ზუსტად იგივე სტანდარტით იმოძრავებთ ძალაუფლება თუ ხელში ჩაიგდეთ.
ამიტომაა აუცილებელი, რომ ოცნებასთან ერთად გამადგურდეთ მისი ლუზერი კარიკატურები.
მხოლოდ ესაა აღთქმული მიწისკენ გზა.
ვინც მიშა მშვილდაძის პოსტს ალაიქებთ და პრობლემას ამაში საერთოდ ვერ ხედავთ, განასახიერებთ მიზეზს, რატომაც მოსემ უდაბნოში ებრაელები 40 წელი ატარა და არა - 20.
თქვენი მენტალიტეტი უნდა გადაშენდეს.
.
* * *
.
დღეს დილიდან ჩერგოლეიშვილი ამ ამბავს სულ ახალ პოსტს უძღვნის:
.
გუშინდელი დღე სწრაფად ესკალირდა, ჩემთვის მოულოდნელად, ცოტნე კობერიძე გახდა მოსასულიერებელი და ამასობაში მიშა მშვილდაძეს რამდენი “ბოლო პოსტი” დაუწერია ჩემზე.
პოსტივი აშუქებსო.
გაწუხებთ? მოგვარება ძალიან მარტივია.
ჩახსენით ფორმულა და მთავარი ოლიგარქს და ბელადს, მოსპეთ მყრალი პოლიტიკური კორუფცია, ნუ ზღუდავთ თავისუფალ კონკურენციას, ნუ ცდილობთ რეალობის მანიპულაციას, ნუ ქმნით ტელევირტუალურ რეალობებს პატრონის საამებლად და საწველად, ნუ ახდენთ ცილისწამების ნორმალიზაციას, ნუ ართმევთ ჩემს პოტენციურ ამომრჩეველს შანსს მისმინოს და ჩვენი უპირატესობები, სხვა პარტიებთან, სამართლიანად შეაფასოს …
შედეგად, არ დაგესხმებით თავს და არ გამაშუქებს პოსტივი.
რავი, რწყილი და ჭიანჭველა წაგიკითხოთ მხატვრულად ფორმულაში?
ქმედებას მოყვება უკუქმედება.
როცა მაწვებით, გაწვებით.
როცა მაქრობთ, გაქრობთ.
როცა მერჩით, გერჩით.
და გერჩით არა ცილისწამებით და ტაბულაში ბლოკვით (ეგღა მაკლია ტაბულას ეგეთი უმსგავსობა ვაკადრო) უფრო კვალიფიციურად, წესიერად, ძლიერად - იმიტომ რომ მართალი ვარ.
პასუხი მოსთხოვეთ ჯერ იმ
დეგრადირებულ ბელადს, რომელმაც დანერგა ეგ სამარცხვინო ტელეშანტაჟის პრაქტიკა გვარამიას ხელით, შემდეგ თქვენს ალიექსპრესის ოლიგარხს, შემდეგ საკუთარ თავებს - რომ ყველაფრის მკადრებლები ხართ.
მე ჩემსას გავიტან ... თქვენ შეგიძლიათ ფეხები გაშალოთ და მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ.
.
0
561
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
561
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0