სხვა ბასიანის ოფიციალურ გვერდზე განსხვავებული აზრისთვის ბლოკავენ ადამიანებს [ექსკლუზივი] 2018, 23 მაისი, 23:10
კლუბ ბასიანის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დაიწერა სტატუსი, რაც შეეხებოდა ბასიანის მხარდასაჭერი აქციის ფეისბუქიდან წაშლას. მოცემულ სტატუსზე ბასიანის გვერდის ადმინისათვის დაწერილი კომენტარის გამო ერთ - ერთი ფეისბუქ მომხმარებელი დაიბლოკა!
მან დაწერა, რომ ეს არ იქნებოდა სიმართლე და იტყუებოდა ბასიანის ადმინისტრაცია, ამ კომენტარის წაკითხვა და რეაგირება ადმინმა არ დააგვიანა და ავტორი დაიბლოკა, ხოლო კომენტარი წაიშალა. უნდა აღინიშნოს ის, რომ ბასიანის დარბევის შემდგომ გამართულ აქციაზე ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ განსხვავებული აზრის, სქესის, რასის... გამო ადამიანის დისკრიმინაცია მიუღებელია. რატომ დაუშვა ასეთი შეცდომა ბასიანის ადმინისტრაციამ ჯერჯერობით გაუგებარია, რადგან არც ერთ წარმომადგენელს ფაქტთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია. 14 შეფასება არ არის
|