x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
გორის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის ტერიტორასთან დახოცილი ძაღლების გვამები ყრია
"არსებობს დაავადებების გავრცელების დიდი საფრთხე!"

ქალაქ გორის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფერი უკვე მესამე წელია არსებობს,

თავშესაფარი ქალაქის მერიის დაფინანსებაზეა.

რამდენიმე დღეა გორში მცხოვრები, ცხოველთა უფლებათა დამცველი


ირმა მთიულიშვილი საკუთარ facebook-გვერდზე აქტიურად წერს, იმის შესახებ

რომ გორის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრთან ახლოს

საშინელი ანტისანიტარიაა, მისი თქმით ტერიტორიაზე დახოცილი ძაღლების

გვამები ყრია.

თავშესაფართან ახლოს არის საბავშვო ბაღი და სკოლაც, ასევე ტერიტორიაზე წვდომა ადგილობრივ მოსახლეობასაც აქვს, როგორც ირმა მთიულიშვილი ამბობს თავად ნახა, შინაური პირუტყვი, რომელიც ბალახს ძოვდა.

როგორც მთიულიშვილი ამბობს, მან სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებლისგან მიიღო ვიდეო და ფოტო მასალა, სადაც კარგად ჩანდა,

რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც თავშესაფრის ცხოველთა სასაფლაოა დახოცილი

ცხოველების გვამებია.

image


ქალბატონ ირმას ტელეფონით გავესაუბრეთ:


-მაშინვე დავრეკე 112-ში, გარემოს დაცვის ორგანიზაციაში, პოლიციამ

გამოგზავნილი ვიდეო და ფოტოები შეამოწმა, გარემოს დაცვა მაშინვე მივიდა იმ ტერიტორიაზე და თავად ნახეს რა მდგომარეობაცაა.


ცხოველთა უფლებათა დამცველს საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ იმ ადგიალას

კიდევ ბევრი ძაღლის გვამია დამარხული, რომლის შესახებაც განცხადება

მერიის საკრებულოშიც შეიტანა, დაპირდნენ, რომ უახლოეს სხდომებზე

ამ საკითხს აუცილებლად განიხილავენ.


image


მეორე დღეს გარემოს დაცვის ორგანიზაციის თანამშრომელი დამიკავშირდა და

მითხრა, რომ 112-ში კიდევ ერთი შეტყობინება შევიდა ძაღლის გვამის

აღმოჩენასთან დაკავშირებით, ადგილზე მისულებს საშინელი სიტუაცია

დაგხვდა, მკვდარი ცხოველის ლეშს თავშესაფრის ძაღლები ჭამდნენ,

სამწუხაროდ ფოტოს გადაღება ვერ მოვახერხეთ, რადგან ჩვენს დანახვაზე

ძაღლებს შეეშინდათ და გაიქცნენ.




ირმა მთიულიშვილი თავშესაფრის ადმინისტრაციას უყურადღებობაში

ადანაშაულებს და თვლის რომ მათი მხრიდან სათანადო კონტროლი არ ხდება,

იგი იმედოვნებს, რომ კვალის დაფარის მიზნით იმ ბუნკერის ამოთხრა ან

ნაგვით დაფარვა არ მოხდება, სადაც დახოცილი ცხოველები არიან დამარხულნი


გარდა ძაღლების გვამებისა, ადგილზე დიდი ხნის წინ დახოცილი ცხოველების ძვლებიც ვნახეთ.


ცხოველთა უფლებათა დამცველს იმედი აქვს, რომ ამ საკითხის გამოძიება ბოლომდე მივა დააღნიშნული პრობლემის მიჩქმალვასარ მოინდომებენ,

წინააღდეგ შემთხვევაში იგი შესაბამის ზომებს მიმართავს.

მისი თქმით, ყველა კომპეტენტურ ორგანოს ინფორმაცია მიეწოდა და შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვება.




თავშესაფრის დირექტორი, თამარ აფციაური კი ირმა მთიულიშვილის

ბრლდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ეს მის წინააღმდეგ მიმართული ბინძური

კამპანიაა, რითაც მისი და თავშესაფრის რეპუტაციის შელახვას ცდილობენ.


ეს გვამები, რომ ჩემი დაგდებული იყოს აქ, როგორ გგონიათ ჩემი თავშესაფრის

ტერიტორიაზე დავყრიდი? ყველაზე მეტად მე ვარ დაინტერესებული ამ საქმის

გამოძიებით და პოლიციათანაც აქტიურად ვთანამშრომლობ, თავად დავრეკე

ადგილობრივ ტელევიაზიაშიც და აქაური სიტუაციის გადაღება ვთხოვე.

ველოდები ექსპერტიზის შედეგებსაც, ძაღლის გვამები ამ ტერიტორიაზე

შეგნებულადაა დაყრილი.


მისი თქმით გარკვეული ადამიანებს დიდი ხანია უნდათ მის საქმიანობას

ხელი შეუშალონ და ასეთი ხერხებით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში

შეყვანას.

იგი ამ ფაქტების უკან კონკრეტულ ადამიანებს ხედავს, რომლებიც ცხოველთა

უფლებების დამცველის სტატუსით სარგებლობენ და მის წინააღმდეგ არიან

განწყობილნი.


"მთელი მარხვა ჩამიმწარეს, გუშინ ტაძრიდან ახალი გამოსული, პოლიციაში

მივედი და ჩვენება მივეცი, იმედი მაქვს ყველაფერი დროულად გაირკვევა."



0
101
1-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0