x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134544
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508599
ბავშვთა მიმართ ძალადობა
image
დღეს ფსიქოლოგიის, მართლმსაჯულებისა თუ
ზოგადად საზოგადოებრივ სფეროში აქტიურად განიხილავენ ძალადობის საკითხს. ძალადობის მრავალი სახეობიდან ყურადღებას შევაჩერებ
ბავშვთა მიმართ ძალადობაზე. აღნიშნული თემის განხილვა მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ბავშვობის ასაკიდან იწყება პიროვნების ფორმირების პროცესი და ამ პერიოდში გამოვლენილი წინაარმდეგობები, რომლებიც განვითარების ნორამლურ მიმდინარეობას უშლის ხელს, მთელი ცხოვრების განმავლობაში უარყოფითად იჩენს თავს და ხშირად იწვევს სხვადასხვა სახის საზოგადოებრივ პრობლემას.
საკითხში უკეთ გასარკვევად უმჯობესი იქნება თუ გავეცნობით ძალადობის ცნებას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით-„ ძალადობა არის ფიზიკური ძალის ან ძალაუფლების განზრახ გამოყენება რეალური ან მუქარის სახით მიმართული საკუთარი თავის, სხვა პირის, პირთა ჯგუფის ან თემის წინააღმდეგ, რომლის შედეგს წარმოადგენს სხეულის დზაიანებები, სიკვდილი, ფსიქოლოგიური ტრავმა, გადახრები
განვითარებაში ან სხვადასხვა სახის ზიანი“

უშუალოდ ბავშვთა მიმართ ძალადობა გულისხმობს ნებისმიერი სახის ქმედებას, რომელიც აკნინებს ან დაზიანებით ემუქრება ბავშვის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ კეთილდღეობას, ასევე საფრთხეს უქმნის მისი ჯანმრთელობისა და განვითარების პროცესის ნორმალურ მიმდინარეობას. სამწუხაროდ რთულია იმ მიზეზების დადგენა,

რომელიც მოზარდს აიძულებს, რომ იძალადოს ბავშვზე, თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი რომ ძალადობა არ მოიაზრებს მხოლოდ ფიზიკურ ასპექტს. ფსიქოლოგები რომლებიც მუშაობენ ძალადობა განცდილ ბავშვებთან შეფასების გაკეთებისას ითვალისწინებენ ოთხ ასპექტს.
I. ფიზიკური ძალადობა-ნებისმიერი ფიზიკური სახის ქმედება, რომელიც ტკივილს აყენებს ბავშვს ან იწვევს სხვადასხვა სახის სხეულებრივ დაზიანებას.
II. ფსიქოლოგიური (ემოციური) ძალადობა- აღნიშნული ასპექტი მოიცავს ბავშვის დამცირებას, დასჯას, სოციალური ურთიერთობების შეზღუდვას, თვითშეფასების განზრახ დარღვევისა და დაზიანების მიზნით.

III. საექსუალური ძალადობა- ბავშვის გამოყენება სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ან გამორჩენის მიზნით.
IV. უგულებელყოფა- ბავშვის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის აუცილებელი საჭიროებების რეგულარული დაუკმაყოფილებლობა მშობლისა თუ მეურვის მხრიდან, ობიექტური მიზეზების გამო. ობიექტურ მიზეზებში მოიაზრება სიღარიბე, მშობლის ფსიქიკური დაავადებები და ა.შ. თუმცა შესაძლოა ობიექტური მიზეზები არ არსებობდეს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ძალადობის ეს ფორმები შესაძლოა
ერთმანეთთან კომბინირებული სახით არსებობდნენ. მაგალითად ემოციური ანუ ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმა თითქმის ყოველთვის ახლავს თან დაარჩენ სამ ფორმას.
გაეროს ეკონომიკურმა და სოციალურმა საბჭომ შემოგვთავაზა
რეზოლუცია (2005/20) რომლის თანახმადაც- დანაშაულის მსხვერპლ და დანაშაულის მოწმე ბავშვებთან მართლმსაჯულების უზრუნველყოფის მიზნით, სპეციალისტებმა და ამგვარი ბავშვების კეთილდღეობაზე პასუხისმგებელმა სხვა პირებმა უნდა დაიცვან საერთაშორისო დოკუმენტებში ასახული ბავშვთა უფლებები და იხელმძღვანელონ შესაბამის პრინციპით:
I. ღირსეული მოპყრობისა და თანაგრძნობის უფლება დანაშაულის მსხვერპლი და მოწმე ბავშვებისადმი მოპყრობა უნდა ეფუძნებოდეს მათზე ზრუნვას და მათი ინტერესების, კონკრეტული მდგომარეობის და უშუალო საჭიროებების გათვალისწინებას, აგრეთვე მათი ასაკის, სქესის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებას, და მათი ფიზიკური, ფსიქიკური და მორალური ხელშეუხებლობის
პატივისცემას. (პრინციპი v/10)
ბავშვისთვის დამატებითი სიძნელეების შექმნის ასარიდებლდ,
გამოკითხვა, დაკითხვა და გამოძიების სხვა ფორმები უნდა ტარდებოდეს მომზადებული სპეციალისტების მიერ, ბავშვის ინტერესების გათვალისწინების, პატივისცემისა და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე. (პრინციპი v/13)
II. დისკრიმინაციისგან დაცვის უფლება მართლმსაჯულების პროცესში დანაშაულის მსხვერპლ და მოწმე თითოეულ ბავშვს რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგეომარეობის თუ დაბადების გამო ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, აქვს უფლება ყველა იმ ღონისძიებაზე, რომლებიც მას, როგორც არასრულწოვანს, უნდა გაეწიოს სახელმწიფოს, საზოგადოებისა და მისი ოჯახის მხრიდან. (პრინციპი v/15)
ზოგიერთ შემთხვევაში, დანაშაულის მსხვერპლი და მოწმე
ბავშვების სქესის გათვალისწინებით. აგრეთვე ბავშვის მიმართ ჩადენილი კონკრეტული დანაშაულიდან გამომდინარე, როგორიცაა, სექსუალური ძალადობა ბავშვზე, აუცილებელია შეიქმნას სპეციალური სამსახურები და გათვალისწინებული იქნას დაცვის ღონისძიებები. (პრინციპი v/17)
ასაკისგან განურჩევლად, ნებისმიერ ბავშვს უნდა მოეპყრონ, როგორც ქმედუნარიან მოწმეს, რომელიც შეიძლება იყოს დაკითხული. ბავშვის ჩვენებები არ უნდა ჩაითვალოს არასარწმუნოდ ან ბათილად მხოლოდ მის ი ასაკის გამო, თუკი ის გასაგებად
გადმოსცემს ინფორმაციას დამხმარე საშუალებების გამოყენებით ან მათ გარეშე


(პრინციპი v/15)
III. ეფექტური დახმარების მიღების უფლება მსხვერპლი და მოწმე ბავშევებისათვის, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მათი ოჯახის წევრებისთვის მისაწვდომი უნდა იყოს სპეციალისტების დახმარება, მათ შორის, ისეთი დამატებითი მომსახურებები, როგორიცაა ფინანსური, იურიდიული, საკონსულტაციო, სმაედიცინო,
ფსიქოლოგიური, სოციალური და პედაგოგიური სამსახურების კოორდინეირებული ჩართვა. (პრინციპი İx/22)
სპეციალისტებმა უნდა შეიმუშავონ და განახორციელონ ღონისძიებები, რომლებიც
გაადავილებს ბავშვების მიერ ჩვენებების მიცემას ან სხვა მტკიცებულებების მოწოდებას.
ამგვარი ღონისძიებები, შეიძლება იყოს მსხვერპლი და მოწმე ბავშვების საკითხებში კვალიფიცირებული სპეციალისტების დანიშვნა, ბავშვების თანხლება ჩვენების მიცემის პროცესში და სხვა. (პრინციპი İx/25)
IV. მართლმსაჯულების პროცესის დროს რთულ სიტუაციებში დაცვის უფლება
სპეციალისტებმა ასევე უნდა გაატარონ ღონისძიებები, რათა: მსხვერპლი და
მოწმე ბავშვების დაკითხვათა რაოდენობაის შემცირების მიზნით, და განსაკუთრებით, და განსაუთრებით, მართლმსაჯულების პროცესთან ბავშვების არააუცილებელი უშუალო კონტაქტების ასარიდებლად, გამოყენებულ იქნას სპეციალური პროცედურები, მათ შორის, ვიდეომასალის ჩანაწერები. (პრინციპი xİ/31/ა)
უზრუნველყოფილი იქნას ეჭვმიტანილთა ჯვარედინი დაკითხვისგან მსხვერპლი და
მოწმე ბავშვების დაცვა, თუ ეს თავსებადია სამართლებრივ სისტემასთან აუცილებლობის შემთხვევაში, მსხვერპლი და მოწმე ბავშვების გამოკითხვა და სასამართლო პროცესზე მათი დაკითხვა უნდა მოხდეს ეჭვმიტანილის დასწრების გარეშე, და გათვალისწინებული უნდა იყოს სასამართლოში ცალკე მოსაცდელი დარბაზები და დაკითხვის ოთახები. (პრინციპი xİ/31/ბ)

ავტორი: მარი გამყრელიძე




0
39
1-ს მოსწონს
ავტორი:მარი გამყრელიძე
მარი გამყრელიძე
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0