x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ინტერვიუ მსახიობ ნინო ადამაშვილთან
imageნინო ადამაშვილი მსახიობი, ის ჯერ კიდევ 202–ს დროიდან ახსოვს ქართველ მაყურებელს ამჟამად იგი ტელეკომპანია იმედზე სკეჩ შოუ ერთხელ საქართველოში თამაშობს,


შენი თანამშრომლობა შალვასთან პირველი არ არის შენ 202-ს დროსაც მასთან იყავი, როგორ გაიხსენებდი იმ დროს?



ნინო–კი 202 ზეც შალვასთან ვიყავი ძალიან კარგი პერიოდი იყო, ვთვლი რომ ეს იყო ოქროს ხანა ჩემს შემოქმედებაში.



როგორ დაიწყო თქვენი და შალვას თანამშრომლობა და შემდგომში მეგობრობა?




ნინო–კასატინგზე მივედი და იქიდან მოხდა ჩვენი თანამშრომლობა,



202-105 ჩემი ბავშვობის საუკეთესო რადიო და ტელევიზია იყო შენი აზრით რა გახდა ასეთი წარმატების მიზეზი?



ნინო–რომარა შალვას ნიჭი მონდომება და ენთუზიაზმი ეს ყველაფერი არ იქნებოდა,



დიდი ხანია არ გამოჩენილხარ ასე ხშირად და აქტიურად ტელე ეთერით და რატომ რა გახდა ამის მიზეზი?



ნინო–მიზეზი ჩემი მოუცლელობაც ოჯახის და ბავშვების გამო და ისიც რომ შალვა ჯერ ციხეში იყო მერე კი ჟურნალისტად მუშაობდა და შოუბიზნესში არ იყო აქტიური,



დაუბრუნდეთ შალვას ალბათ გაგიჭირდება იყო ობიექტური მაგრამ იყო თუ არა მის შემოქმედებაში პროექტი რომელიც ჩავარდა და არ გამოვიდა?



ნინო-მე არ მახსენდება ასეთი რამ,



ერთხელ საქართველოშის პერსონაჟებიდან რომელია შენთვის გამორჩეულათ კარგი?



ნინო-როგორც იცით მე გამგეობის პროფილაქტიკის და კალიფორნიას სკეჩებში ვარ წარმოდგენილი მე გამოვარჩევდი გამგეობის პერსონაჟს ლედის. ხალხსაც ძალიან უყვარს. მიუხედავათ იმისა რომ პროფილაქტიკის სკეჩში კალიფორნიაში ქეთინო და გამგეობაში ლედი. მაინც ყველა ლედის მეძახის {იცინის} ხალხს ლედის პერსონაჟი ძალიან უყვარს და მეც გამორჩეულად მიყვარს,



ერთხელ საქართველოშის შემქმნელებისგან რამე სიახლეს თუ უნდა ველოდოთ ახალი სეზონიდან?



ნინო-დიახ. სამომავლოთ კიდევ ერთ პროექტზეა საუბარი. სადაც განსხვავებული ტიპაჟის გოგონები იქნებიან. და მეც შემომთავაზეს ჩართვა მაგ პროექტში. დიდი ხანია ველოდები და ამბობენ ამ ახალი სეზონიდან დაიწყებაო ძალიან მიხარია ველოდები.



ინტერვიუს ბოლოს რას უსურვებ შენს თავს და სრულიად საქართველოს.



ნინო-პირველ რიგში მშვიდობას ვუსურვებ და თხოვნით მივმართავ რომ უყვარდეთ ერთმანეთი. კმარა ამდენი ბოღმა ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და სიყვარული გამოამჟღავნონ და არა შური და ბოღმა.



ეს იყო მცირე ინტერვიუ მსახიობ ნინო ადამაშვილთან.


ჟურნალისტი დათო ფხაკაძე







































































































0
143
შეფასება არ არის
ავტორი:GTV NEWS
GTV NEWS
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0