x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134599
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508738
იდუმალებით მოცული, ჩონჩხებით სავსე ტბა.
Roopkund-ი ეს არის გაყინული ტბა, რომელიც მდებარეობს ინდოეთის ქალაქ Uttarakhand-ში ზღვის დონიდან 5029 მეტრზე. საოცარი ამ ტბის შესახებ არის ის, რომ როდესაც ყინული დნება განსაზღვრული პერიოდის შემდგომ, მასში ტივტივებენ ასობით ადამიანის ჩონჩხები. ეს ტბა ადგილობრივმა მცხოვრებმა, ნაკრძალებით დაინტერესებულმა პირმა 1942 წელს აღმოაჩინა. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ეს ძვლები 19-ე საუკუნიდან არსებობს და ისინი იაპონელ- დაღუპულ ჯარისკაცებს ეკუთვნით, რომლებიც ამ სფეროში დაიკარგნენ და თავი ვეღარ დააღწიეს, თუმცა მოგვიანებით ჩატარებულმა გამოძიებამ ცხადყო, რომ ეს ძვლები იაპონელ ჯარისკაცებს არ ეკუთვნოდათ.


image



ზოგიერთი მკვლევარისა და მეცნიერის აზრით ეს ძვლები გენერალ Zorawar Singh-ს და მის ხალხს ეკუთვნის, რომლებიც მონაწილეობდნენ ტიბეტის ომში 1841 წელს და ჰიმალაის მთების გავლით ვეღარ გაიკვლიეს შინ მიმავალი გზა და დაიკარგნენ. თუმცა ეს მოსაზრებაც არ გამართლდა, ვინაიდან ჩატარებული იქნა ნახშირბადის რადიოაქტიური ანალიზი, რამაც გამორიცხა ეს მოსაზრება.


image


image

image

image




სხვა ანალიზებმა დაამტკიცა, რომ ჩონჩხები 12-15 საუკუნეს ითვლის და ისტორიკოსების დასკვნით კი ეს ნაშთები დაკავშირებულია Mohammed Tughlaka-ს ჰიმალაიზე თავდასხმას. მეცნიერთა სხვა ნაკადი კი მიიჩნევს, რომ ჩონჩხები სრულიად უცნობი ადამიანებისაა, რომლებიც ეპიდემიით გარდაიცვალნენ. ანთროპოლოგთა მტკიცებით კი რიტუალთა მსხვერპლს წარმოადგენენ.


image




ზემო აღნიშნული ყველა დასკვნა 19-ე საუკუნის მიწურულს ეკუთვნის, საიდუმლოს სიმართლის ფარდის ახდა კი 2004 წლიდან თანამედროვე მკვლევარებმა დაიწყეს. მათ პირველ რიგში ძვლებს დ.ნ.მ-ის ანალიზი ჩაუტარეს, რითიც დაასკვნეს, რომ ეს ძვლები ტბაში 850 წლიდან არსებობს და ისინი ორ კატეგორიად იყოფა: მაღალი და დაბალი ადამიანის ძვლები, სწორედ ისეთი აღნაგობით, როგორითაც ადრეულ ხანაში არსებობდნენ ადამიანები.


image



სხვა დანარჩენი კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ ეს ყველა ჩონჩხი ტრავმირებულია ბურთის ხელა მძიმე საგნით, სავარაუდოდ ქვით, ზევიდან (მაღლიდან) თავში დაცემით და არა მარტო თავში, სხეულის სხვა ნაწილებზეც აღინიშნებოდა უამრავი ტრავმა. ისტორიული წყაროებით კი ცნობილია, რომ ამ მთებში არანაირი სავაჭრო და სავალი გზები არ არსებობდა. გარდაცვლილი ხალხი კი Nanda Devi-ს მიმდევრები იყვნენ, რომელთაც 12 წელიწადში ერთხელ ფესტივალის გამართვა იცოდნენ და ამჯერად უნდა მოეხდინათ სწორედ ამ მთებში და ვინაიდან გზა არ იცოდნენ, 500-600 კაციანმა ჯგუფმა დაიქირავა გიდი. მთებში ყოფნის გარკვეული პერიოდის შემდგომ გადაწყვიტეს სწორედ ამ ტბასთან შესვენება და სასმელი წლის მომარაგება, როდესაც ქვები ჩამოწვა კლდიდან და აღნიშნული ტრავმებიც ამ ჩონჩხებისა ასეთი სახით იქნა გამოწვეული. გაყინულმა ტბამ კი ამ ცხედრების ბუნებრივობის შენარჩუნება მოახდინა, რადგან ქალების თმა დღემდე ბუნებრივად გამოიყურება და ტანსაცმლის უმეტესი ნაწილიც გადარჩენილია.


image

image


სავარაუდოდ კი გადარჩენილა ამ ჯგუფიდან ვიღაც, რომელსაც ამბავი ჩაუტანია სოფელში, ვინაიდან ადგილობრივ მაცხოვრებლებში არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმად ჰიმალაის აკრძალულ ტერიტორიაზე უცხო ტომთა შეღწევას მოჰყვა "ჰიმალაის ღვთაება ქალის" განრისხება და სასჯელის სახით დაუშვია მათზე ქვების წვიმა.

5
441
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
441
  
2016, 27 თებერვალი, 13:43
ნამდვილად :*
2014, 9 აპრილი, 15:32
რამდენ საიდუმლოს ინახავს ჩვენი დედამიწა
2014, 9 აპრილი, 15:31
მადლობა :*
2014, 9 აპრილი, 15:30
მაგარი სტატიაა
2014, 9 აპრილი, 15:30
როგორ მიყვარს ასეთი მისტიური ადგილები,თავისი ლეგენდებით და გადმოცემებით
0 1 5