x
მეტი
  • 08.05.2024
  • სტატია:134668
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508864
ქალმა მეზობლის თუთიყუშს გინების გამო პოლიციაში უჩივლა(ვიდეო)
image

ქალბატონმა ინგლისის ქალაქ ჰარტლპულიდან (დარემის საგრაფო) მეზობლის თუთიყუშს პოლიციაში უჩივლა, რადგან მისივე განცხადებით, ფრინველი მას შეურაცხყოფას აყენებს. ამის შესახებ იუწყება The Sun.



58 წლის გილ გრიგი(Gill Grieg)ამბობს, რომ 60 წლის სტივენ დევიდსონმა(Stephen Davidson) მდედრ ჟაკოს ჯიშის თუთიყუშს სახელად პაბლოს, აწავლა მისი მისამართით გინება . ქალმა ვერ მოითმინა პაბლოს მხრიდან შეურაცხყოფა და სამართალდამცავებს მიმართა.


თუთიყუშის პატრონმა, სტივენ დევიდსონმა აღიარა, რომ 29 წლის ფრინველი ნამდვილად იყენებს საკუთარ ლექსიკაში უცენზურო სიტყვებს, მაგრამ კატეგორიულად უარყოფს იმ ფაქტს, რომ მან ეს სიტყვები ფრინველს სპეციალურად მეზობლის შეურაცხყოფისთვის ასწავლა.


image

”პაბლო ბევრს იგინება, მას მეტსახელად "ბინძურ პირს" ვეძახი. მაგრამ ის უბრალოდ იმეორებს იმას, რაც ტელევიზორში ან სახლის გარშემო ესმის. მე არ მისწავლებია მისთვის სპეციალურად ვინმესთვის შეგინება ”, - აღნიშნა მან.

image

კაცმა განმარტა, რომ გრიგს მასთან კამათი სახლის გაფართოების გამო მოუვიდა.

”მას არ მოეწონა, რომ ჩვენ ახლის გაფართოების წინააღმდეგი ვართ. სინამდვილეში, მასთან ამ საკითხზე გვაქვს პრობლემები და არა თუთიყუშის გამო. ვწუხვართ, რომ პაბლო ჩაითრია ამ ამბავში ”, - თქვა გრიგმა.


პოლიციამ დაადასტურა, რომ მათ გილ გრიგისგან რამდენიმე საჩივარი მიიღეს. პოლიცია მონაწილე მხარეებთან მჭირდო კავშირში იმყოფება.(ნახეთ ვიდეო)


შარშან აღმოსავლეთ ინგლისში, ლინკოლნშირის ზოოპარკის ადმინისტრაცია იძულებული გახდა დროებით დაეშორებინა ხუთი ნაცრისფერი თუთიყუში, რომლებმაც უხამსი გინება ისწავლეს და გუნდურად შეურაცხყოფდნენ მნახველებს. მათ აეკრძალათ საზოგადოების წინაშე გამოჩენა.


აღსანიშნავია, რომ ფრინველები თავად მომვლელებსაც აგინებდნენ, მაგალითად ერთ-ერთს "მსუქან ნაბიჭვარს " უწოდებდნენ.

0
150
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0