x
მეტი
  • 19.05.2024
  • სტატია:134755
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509100
ინტერნეტ–მომხმარებლები არარსებული ყვავილების თესლს ყიდულობენ

ნეიროქსელის გამოყენებით, ძალიან მარტივად შეიძლება ადამიანის ნდობით სარგებლობა, იმ შემთხვევაში, თუ ისინი რეალურს და არ არსებულს ერთმანეთისგან ვერ არჩევენ. თუმცა, ამა თუ იმ ობიექტის გამოსახულება, ხან ისე ოსტატურად არის შენიღბული, რომ გარჩევა ექსპერტებსაც კი უჭირთ. ამიტომ, ბოლო დროს თაღლითები, საკუთარ აფერას ძალიან მარტივად ახორციელებენ.

დღეს, თუ ხელოვნურ ინტელექტს მთელი სიმძლავრით იყენებენ ნებისმიერი სახის გამოსახულების შესაქმნელად, მაშინ რატომ არ უნდა გამოიყენონ ის, მაგ., არ არსებული ყვავილების გამოსახულების შესაქმნელად, რომელსაც კატების მსგავსი ყვავილი იქნება?.. ხოლო, ამის შემდეგ, ამ ვითომდა ყვავილის თესლის, უკვე პოპულარულ სავაჭრო პლატფორმებზე გაყიდვაც შეიძლება... სწორედ ასე მოიქცა თაღლითი, რომელმაც ყვავილების ახალი ჯიშები "გამოიყვანა" და მას "Cat’s eye dazzle" დაარქვა.


image


აპრილის შუა რიცხვებში FB-ის National Geographic Wild Planet (რომელსაც ფედერალურ სამსახურთან არანაირი კავშირი არ აქვს) ჯგუფში, ერთმა მომხმარებელმა, წარმოუდგენელი სილამაზის ყვავილების ფოტოები გამოაქვეყნა. ძალიან მოკლე დროში, მისმა პოსტმა ათასობით მოწონება და გადაზიარება დააგროვა. ხოლო, კომენტარებში უამრავი ადამიანი კითხულობდა, თუ სად შეიძლებოდა ყვავილის თესლის, ან ნერგის შეძენა?


image


ბუნებრივია, თაღლითებმა მათ საიტის მისამართი მისცეს, რომელიც ძალიან პროფესიონალურად შექმნილი, ონლაინ–მაღაზია აღმოჩნდა — ერთი შეკვრა თესლის შეძენა კი, მცენარის სახეობის მიხედვით, 15 – 30 დოლარად შეიძლება.

თქვენ წარმოიდგინეთ, მყიდველისთვის გამოგზავნილ შეფუთვებზე, მათ მიერ დაკვეთილი ყვავილის სურათიც კი არის. მაგრამ, რა ამოვა ამ მისგან (ან ამოვა კი?), არავინ იცის. ყოველ შემთხვევაში, კატის სახიანი ყვავილი რომ არ იქნება, — ფაქტია.


image


ძნელია იმის დადგენა, თუ რამდენი ადამიანი წამოეგო ამ ხრიკს... მაგრამ, ამ ბოლო დროს, ახალი ტექნოლოგიების წყალობით, ადამიანების მოტყუება, სულ უფრო და უფრო ადვილი ხდება.


image

არხის სხვა სიახლეები:


* მამუკა მდინარაძე: "ის რაც კარგია შტატებში და ევროპაში – საშინელება საქართველოში, ეს მოცემულობა არ იმუშავებს"

* საოცარი და უჩვეულო დამთხვევები, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ ხდება

* "მამაკაცები ქალებს დაემსგავსებიან"... – წარღვნამდელ ხელნაწერში მოსალოდნელი კატასტროფის წინაპირობაა აღწერილი

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
88
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0