x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
რა არის ლეიბლომანია?
imageლეიბლომანია (label mania) - არის ადამიანების ავადმყოფური ლტოლვა რეკლამირებული ბრენდებისადმი, ნივთის შეძენა, რომელსაც არ ამშვენებს რომელიმე ცნობილი ფირმის მარკა ლეიბლომანიით შეპყრობილისათვის წარმოუდგენელია.

ლეიბლომანია, არის შოპინგომანიის ერთ-ერთი განშტოება. განსაკუთრებით მძიმეა წინასაახალწლო პერიოდი ფსიქოლოგებისა და ფსიქოთერაპევტებისათვის. ამ დროს მათი პაციენტების (ამ სენით შეპყრობილი პაციენტების) რაოდენობა კატასტროფულად იზრდება. სწორედ საახალწლო ფასდაკლებები ამწვავებს ამ ურთულეს ფსიქოლოგიურ დაავადებას, შოპინგომანიას. შოპინგომანია არანაკლებ რთული დაავადებაა ალკოჰოლიზმისა და თამბაქოს წევა, ამიტომ მისი უგულებელყოფა არ შეიძლება. ხშირია ისეთი შემთხვევებიც როდესაც ამ სენით შეპყრობილი ადამიანები კატასტროფულად გაზრდილი ვალების გამო სიცოცხლეს თვითმკვლელობითაც კი ასრულებენ.

ლეიბლომანი ქალები ძირითადად ყიდულობენ ცნობილი ბრენდების კოსმეტიკურ ნაწარმს, ამოსს, ძვირფასეულობას, ხოლო მამაკაცები- უპირატესობას ანიჭებენ ძალაუფლებისსიმბოლოდ წოდებულ ნივთებს როგორიცაა მაგალითად, მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, სპორტული ტრენაჟორები, ან ავტომობილები.ამ დაავადების ფესვების გადგმას ღრმად ხელს უწყობს კარგი სარეკლამო მარკეტინგული მანქანა.

როგორ დავეხმაროთ ასეთ ადამიანებს? სასურველია მათ დავავალოთ პირადი ეკონომისტობა, ან შევთავაზოთ ჩვენი ბიუჯეტის მართვა, ასეთმა მძიმე პასუხისმგებლობამ შესაძლოა ეს ადამიანები განკურნონ. თუ ეს მეთოდი არ გაამართლებს, ამ შემთხვევაში სჯობს საქმე პროფესიონალებს (ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები) მივანდოთ.



0
105
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0