x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
ქეთა თოფურიამ ოლივიას დაბადების დღე თბილისში აღნიშნა
image

34 წლის ქეთა თოფურიას თბილისურ ოჯახს დიდი დღესასწაული ჰქონდა - მომღერლის ქალიშვილი ოლივია, რომელიც ქეთასმ ბიზნესმენ ლევ გეიხმანისგან გააჩინა, დაბადების დღე აღნიშნა.


გოგონას ექვსი წელი შეუსრულდა და ამ მოვლენის საპატივსაცემოდ ქეთიმ მასშტაბური დღესასწაული მოაწყო, რომელიც ოლივიას აუცილებლად დაამახსოვრდება .

image


ქეთიმ გადაწყვიტა ქალიშვილის დაბადების დღე საქართველოში აღენიშნა. ზუსტად არ არის ცნობილი, სად იმყოფება ახლა მომღერალი, რადგან მან გეოთეგებზე უარი თქვა. მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მისი მეგობრული კომპანია შეიკრიბა წყნეთში, სადაც თოფურიას საკუთარი სახლი აქვს. აქვე მომღერალმა ადრეც აღნიშნა ოლივიას დაბადების დღე.

image

"ექვსი წლის წინ ჩემს ცხოვრებაში ეს გოგონა გაჩნდა. ექვსი წლის წინ დედა გავხდი. ექვსი წლის წინ მან ასეთი ბედნიერი მაქცია! ოლივია, უსაზღვროდ მადლობელი ვარ, რომ მე ამირჩიე. იყავი ბედნიერი და ჯანმრთელი და იცოდე, რომ დედა ყოველთვის შენს გვერდითაა!. დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო ცხოვრებავ“. დაწერა ქეთა თოფურიამ ინსტაგრამზე.


იმ დღეს ოლივიასთვის ბევრი გასართობი იყო მომზადებული.მის წინაშე გამოდიოდნენ გაწვრთნილი ძაღლები, აკრობატები, ცხოველების კოსტიუმებსა და ზღაპრის პერსონაჟების კოსტუმებში გამოწყობილი ანიმატორთა დიდი გუნდი და სხვა.

imageimage

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პატარა ოლივიას მთავარი რჩეული არის პატარა ქალთევზა. სწორედ ამ მულტფილმის სტილში იყო გაფორმებული დაბადების დღის ტორტი და მისი სადღესასწაულო კაბაც აშკარად ეხმიანებოდა ქალთევზას ნიმუშს.

image


სტუმართა რიგებში იყო პროდшუსერი ნატო დუმბაძე, ქეთა თოფურიას დედის ნატა ბუცხრიკიძეს მეგობარი და 90-იან წლებში ქეთას პროდიუსერი, სწორედ მისი დიდი დამსახურებაა, რომ ქეთა "A studio"-ს სოლისტი გახდა.

image

შეგახსენებთ, რომ ქეთი ოთხი წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული ლევ გაიხმანზე. განქორწინება 2017 წელს მოხდა. ახლა თოფურია დაქორწინებულია ბიზნესმენზე და პოლიტიკოსზე ლევ დენგოვზე. წყვილს უკვე ჰყავთ საერთო შვილი - ვაჟი, ადამი.

image

1
182
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
182
  
2021, 16 ივნისი, 16:20
ეს ქალბატონი რომ თავის დედა ღრუსეთში მიბრძანდეს და იქ აღნიშნოს დაბადების დღეები ჯობია...
ვისაც საკუთარი სამშობლო მეორე ხარისხოვანი ჰგონია იმის ადგილი ჩვენთან არაა....
0 1 1