x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508593
"მცოცავი წითელი ხალიჩა" - 50 მილიონი წითელი კიბოს (კრაბის) მიგრაციის უცნაური რიტუალი შობის კუნძულზე
image

წელიწადში ერთხელ შობის კუნძულზე ხდება რაღაც დაუჯერებელი, უჩვეულო რამ: მილიონობით წითელი კიბო (კრაბი) ტოვებს კუნძულს, რათა მიაღწიოს ოკეანეს, სადაც ეს არსებები დებენ კვერცხებს.



image


დაახლოებით 50 მილიონამდე წითელი კიბორჩხალა (კრაბი) ცხოვრობს შობის კუნძულზე, რომელიც მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში, ავსტრალიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე. ოქტომბრიდან დეკემბრამდე პერიოდში, წვიმების სეზონის დასაწყისში კიბოები იწყებენ თავიანთ წარმოუდგენელ მოგზაურობას კუნძულის ირგვლივ. ისინი ტოვებენ სახლებს, რათა მიაღწიონ სანაპიროს და დადონ კვერცხები.



image


როდის ხდება მიგრაცია?

როგორც ავსტრალიის მმართველობა იუწყება, მდედრმა კიბოებმა კვერცხები წყალში უნდა დაყარონ "მთვარის ბოლო მეოთხედში, მზის ამოსვლამდე". მიგრაცია იწყება მაშინ, როცა კირჩხიბები დარწმუნებული არიან, რომ ისინი მოასწრებენ მოგზაურობის დასრულებას, დაწყვილებასა და შემდგომ ორი კვირის განმავლობაში კვერცხების გამოჩეკას. ყოველი წლის განსაზღვრულ პერიოდში კიბორჩხალები იწყებენ მიგრაციას ოკეანისაკენ, ტყეების, კლდეებისა და გზების დალაშქვრით.


image




ეტაპები ახალი კიბოების დაბადებამდე


ნაპირამდე მიღწევის შემდგომ, კირჩხიბები ოკეანეში შედიან, რათა სხეულში ტენიანობა და მარილი შეივსონ. მერე მამრები ქვიშაში ამოკვეთენ ბუნაგებს, სადაც ხდება დაწყვილება. მერე ისინი იწყებენ უკან დაბრუნებას. მდედრი კიბოები 2 კვირის განმავლობაში რჩებიან ბუნაგებში, სანამ კვერცხს გამოჩეკავენ, წყალში ჩააგდებენ და სანაპიროს არ დატოვებენ.


image

კვერცხები იქცევიან ემბრიონებად, რომლებიც მალევე 5 მილიმეტრიან პატარა კიბოებად გადაიქცევიან. ისინი დაუყოვნებლივ იწყებენ მოგზაურობას ქვეყნის შიგნით, რათა კლდეებს შორის იპოვონ საცხოვრებელი ადგილი. 4-5 წლის შემდგომ წითელი კიბოები ზრდასრულნი არიან და შეუძლიათ დაწყვილება.

შობის კუნძულის მკვიდრები იღებენ უსაფრთხოების არაერთ ზომას, რომ კიბოები მიგრაციისას დაცულნი იყვნენ. ადამიანები კუნძულზე აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რათა გზებზე გადაადგილებისას თავიდან აიცილონ კიბოების შემთხვევითი სიკვდილი. ადგილობრივები აშენებენ ხიდებსა და მიწისქვეშა გვირაბებს, გადასასვლელებს, რათა კირჩხიბებმა უსაფრთხოდ გადაკვეთონ გზები. მიგრაციის პიკისას ზოგიერთი გზა იკეტება ტრანსპორტისა და ქვეითისათვის და თქვენ შეგიძლიათ, გზის ზედაპირზე იხილოთ ოკეანისაკენ გეზაღებული მცოცავი "წითელი ხალიჩა".

0
62
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0