x
სახის კომუნიკაცის ისტორია - გამომეტყველების მართვა, სასურველია, იცოდეთ!
image



სახე განსაკუთრებულ როლს ასრულებს ემოციების გამოხატვაში. სახის გამომეტყველებები გამოხატავს სიმპათიას, სიამოვნებას, თანხმობას. ზოგიერთი არავერბალური კომუნიკაციის მკვლევარი თანხმდება, რომ 8 ძირითადი ემოცია გამოიხატება, ესენია: ბედნიერება, გაოცება, განრისხება, შიში, მწუხარება, ბრაზი, ინტერესი, ზიზღი.


რა თქმა უნდა, ზოგიერთი ემოციის გაგება უფრო ადვილია, ვიდრე სხვების.( მაგალითად, ბედნიერების ამოცნობა მერყეობს 55%-100%, გაოცების 38%-86% მდე, მოწყენილობა 19%-88% მდე. ) გოგონები და ქალები უკეთ, მეტი სიზუსტით განსჯიან სახის გამომეტყველებებს, ვიდრე ბიჭები და კაცები. გასათვალისწინებელია, რომ სახის ერთი და იგივე გამომეტყველება სხვადასხვა კონტექსტში განსხვავებულად აღიქმება. ზოგადად კი, მომღიმარი ადამიანები მეტად იმსახურებენ სიმპათიებს.


სახის გამომეტყვეებების მართვა გვეხმარება სასურველი ეფეტის მოხდენაში გამომეტყველების მართვაში მოიაზრება :

  • ინტენივობის ზრდა: მაგ: ვაზვიადებთ გაოცებას.
  • ინტენსივობის შემცირება: ვფარავთ ემოციებს.
  • ნეიტრალიზება: ვფარავთ ემოციებს, რათა არ დავამწუხროთ სხვები.
  • ნიღაბი, შენიღბვა: გამოვხატავთ სიხარულს, რათა დავფაროთ იმედგაცრუება.
  • სტიმულირება: გამოვხატავთ ემოციას, რომელსაც არ ვგრძნობთ.

არსებობს მოსაზრება, რომ სახის შესაბამისი გამომეტყველებები გავლენას ახდენს ზოგიერთ ემოციაზე: მაგ: შიშზე, ზიზღსა და გაბრაზებაზე. თუმცა, ის ვერ ახდენს გავლენას ბედნიერებაზე, ( მაგალითად როდესაც ცუდად გრძნობ თავს ღიმილი ვერ გაგაბედნიერებს და ის მოწყენილობას ვერ ჩაანაცვლებს.)

კულტურა და სახის კომუნიკაცია

„Occulesis”- არის კვლევა თვალით მიწოდებულ მესიჯებზე. თვალით კომუნიკაციის ინტერპრეტაცია დამოკიდებულია თვალით კონტაქტის მიმართულებაზე, ხანგრძლივობასა და ხასიათზე. ყველა კულტურაში მკაცრად არის განსაზღვრული თვალით კონტაქტის წესები. აშშ-სა და ინგლისში თვალით კონტაქტის საშუალო ხანგრძლივობა არის 2, 95 წამი, დაჟინებული მზერის ხანგრძლივობა 2, 18 წამი, როდესაც ის 1, 18 წმზე ნაკლებია ვფიქრობთ, რომ ადამიანი არ არის დაინტერესებული ან დაკავებულია. როდესაც უფრო დიდხანს გრძელდება, მივიჩნევთ, რომ ეს ინტერესის გამოხატულებაა. აშშ-ში პირდაპირი თვალით კომუნიკაცია ითვლება პატიოსნების, გულღიაობის, გულახდილობის ნიშნად. იაპონიაში კი მიღებულია მხოლოდ იშვიათად და მცირე დროით პირდაპირი მზერა. ზოგიერთ კულტურაში პირდაპირი თვალით კონტაქტი თანასწორობის გამოხატულებაა, ამიტომ ბავშვებმა უნდა აირიდონ თავიდან ავტორიტეტულ პირებთან საუბრისას. თვალის მიმართულებაც მნიშვნელოვნი მანიშნებელია. სხვების მხრიდან თვალის კონტაქტის ჩვენს კულტურაში მიღებული წესების მიხედვით ინტერპრეტაცია დიდ რისკს შეიცავს.

ქალები მეტად იყენებენ თვალით კონტაქტს როგორც საუბრის ასევე მოსმენის დროს, ვიდრე მამაკაცები. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ქალებისთვის დამახასიათებელი ემოციების გამოხატვის ტენდენციით.(ეს ტენდენცია შენარჩუნებულია როგორც მამაკაცებთან, ასევე ქალებთან საუბრისას) როდესაც ქალები სხვა ქალებთან ინტერაქციაში არიან ისინი აფილაციას და მხარდაჭერას გამოხატავენ, მამაკაცები კი სხვა მამაკაცებთან საუბრისას თავიდან იცილებენ დაჟინებულ მზერას.

კულტურული განსხვავება ვლინდება სახის გამომეტყველების გაგებისას. მაგალითად, ამერიკელი და იაპონელი სტუდენტები მომღიმარ და ნეიტრალურ სახეს სხვადასხვაგვარად აფასებდნენ. ამერიკელებისტვის მომღიმარი სახე უფრო მიმზიდველი, ჭკვიანური და სოციალური იყო, ვიდრე ნეიტრალური გამმეტყველების, ამისგან განსხვავებით, იაპონელები მომღიმარ სახეს უფრო სოციალურად, მაგრამ არა უფრო მიმზიდველად მიიჩნევდნენ, ისინი ნეიტრალურ სახეს უფრო ჭკვიანურად აღიქვამდნენ.

როდესაც კომუნიკაციაში ხართ ადამიანთან თქვენ სხვების სახეებსაც ავლებთ თვალს. თუ როგორ ანაწილებთ თქვენს ყურადრებას, რაც თვალით კონტაქტით გამოიხატება კომუნიკაციაში მყოფ ადამიანსა და სხვებზე თქვენს დაინტერესებასა და ემოციურ მდგომარეობაზე მეტყველებს. ასევე აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციას სხვადასხვაგვარი მნიშვნელობა ენიჭება იმის მიხედვით თუ რამდენად დაჟინებულია მზერა, რამდენად გაფართოებული თუ დავიწროებულია თვალები. გაფართოებული თვალები დიდ ინტერესზე მეტყველებს. თვალით კონტაქტს რამდენიმე ფუნქციით ვიყენებთ: 1) უკუკავშირის მონიტორინგი. 2) ყურადრების უზრუნველყოფა. (მაგ:სხვების მხრიდან მეტი ყურადრების დამსახურებისთვის ზრდით თვალით კონტაქტს. 3) საუბრის რეგულირებისთვის - თვალით კონტაქტი გამოიყენება საუბრის კონტროლისთვის. მაგ: როდესაც მასწავლებელი სვამს კითხვას და მზერას მიაპყრობს ბავშვს იმის ნიშნად, რომ მისგან პასუხს ელის. 4) სიგნალის სტატუსი- თვალით კონტაქტი ხშირად გამოიხატება სიგნალის სტატუსზე მისანიშნებლად. მაგ : ბევრი ახალგაზრდა ადამიანიშთვის უცნობის მხრიდან თვალით კონტაქტის გაგრძელება შეძილება აგრესიის გამოხატულებად აღიქმებოდეს. 5) ფიზიკური დისტანციის კომპენსირებისთვის- თვალით კონტაქტის დამყარებით ფსიქოლოგიურად ვლახავთ ფიზიკურ დისტანციას ჩვენსა და სხვა ადამიანს შორის. როდესაც წვეულებაზე ვინმესთან თვალით კონტაქტს ვამყარებთ ფსიქოლოგიურად ვუახლოვდებით ამ ადამიანს, მიუხედავად ფიზიკური სიშორისა. სოციოლოგი ირვინგ ჰოფმანი აკვირდებოდა „ინტერაქციულ რიტუალს“, ის თვალის არიდებას ერთი მხრივ განიხილავს, როგორც სხვებისთვის კონფიდენციალურობის, პირადულის შენარჩუნების საშუალებას, მეორე მხრივ, კი ინტერესის ნაკლებობით გამოწვეულს.

მე-15 და მე-16 საუკუნეებში იტალიელი ქალები იყენებდნენ „ბელადონას“ (მცენარეა, რომლის სახელიც ითარგმნება როგორც ლამაზი ქალი) წვეთებს გუგების გაფართოებისთვის, მიიჩნევდნენ, რომ ასე უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდნენ. ერთ-ერთ კვლევაში ფოტოგრაფებმა გადაიღეს ფოტოები, რომლებზეც ერთ შემთხვევაში ქალებს გუგები გაფართოებული ჰქონდათ მეორეში კი არა. შემდეგ კვლევაში მონაწილეებს ეკითხებოდნენ ამ ქალების ხასიათის შესახებ. ფოტოებზე ასახული ქალები, რომელთაც გაფართოებული გუგები ჰქონდათ შეფასდნენ უფრო ფემინურებად, რბილი ხასიათის მქონედ, ხოლო დავიწროებული გუგების მქოენი კი ცივებად და ეგოისტებად. საინტერესოა, რომ დამკვირვებელ მამაკაცებს არ შეეძლოთ განსხვავებული შთაბეჭდილებების შექმნის მიზეზის ვერბალიზება. თვალის გუგის ზომა მეტყველებს ინტერესზე და ემოციურ ჩართულობაზე. შეიძლება ჩვენ უკეთ ვახასიათებთ გაფართოებული თვალის გუგის მქონე ადამიანებს, რადგან მათ დაინტერესებას ვხედავთ ჩვენდამი. მიუხედავად იმისა, რომ „ბელადონას“ თანამედროვეობაში აღარ იყენებენ მრავალი საშუალება არსებობს ყველაზე ძლიერი კომუნიკატორის-თვალის შესაბამისად წარმოსაჩენად. (მაგ: თვალის ფანქარი, ჩრდილები, ხელოვნური წამწამები, ფერადი ლინზები და აშ)

0
50
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთევან კორძახია
ქეთევან კორძახია
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0