x
მცხეთის "როკვას" ახალი შემადგენლობის ბრწყინვალე გამოსვლა"Congress Hall"- ში (ფოტოები)
მცხეთის ქორეოგრაფიული ანსამბლი როკვა

24 დეკემბერს ქ.თბილისში კომპანია "MAGIC GROUP"ის ორგანიზებით"Congress Hall"ში ჩატარდა საახალწლო გალა კონცერტი, სადაც მიწვეული იყო ქალაქ მცხეთის კულტურის სახლის ქორეოგრაფიული ანსამბლი "როკვა" (ხელმძღვანელი ქ-ნი ნინო იმერლიშვილი, ქორეოგრაფი ბ-ნი გიორგი პატაშური)

ანსამბლი მაყურებლის წინაშე ახალი შემადგენლობით წარსდგა და წარადგინა ცეკვა "აჭარული" და "ყაზბეგური". ორივე ცეკვამ მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურა, მაგრამ კონცერტის დახურვა ორგანიზატორებმა "როკვას" მიანდეს და ცეცხლოვანმა ყაზბეგურმა მაყურებელთა სრული ოვაციები გამოიწვია. ახალი ყაზბეგურის პრეზენტაცია აღნიშნულ ღონისძიებაზე შედგა. უნდა ავღნიშნოთ რომ მცხეთა უდაოდ გამოირჩეოდა ყველა კრიტერიუმით სხვა ანსამბლებისგან.

ვულოცავთ ანსამბლს ამ წარმატებას და "როკვა" ამით არ ჩერდება... 29 დეკემბერს "როკვა" კვლავ დაანთებს ცეცხლს, არტ-ჰოლის დარბაზში.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimage









0
47
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბასილაშვილი
ნინო ბასილაშვილი
47