x
"შოუ რომელიც მცხეთას დიდხანს ემახსოვრება" რას უმზადებს ანსამბლი როკვა მაყურებელს? ინტერვიუ ანსამბლის ქორეოგრაფთან
image

ქალაქ მცხეთის კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიული ანსამბლი "როკვა" კვლავ სიახლეების ქარცეცხლშია. ანსამბლი დატვირთული რეპეტიციების გრაფიკით სრულიად ახალ პროგრამაზე მუშაობს. ჩვენი გვერდი ყოველთვის ინტერესით ადევნებს თვალ-ყურს როკვას შემოქმედებას. ამჟამად, ჩვენი ყურადღება მიიქცია ანსამბლის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გაჟღერებულმა ინფორმაციამ, რომ ანსამბლი არა სოლო კონცერტს, არამედ შოუს უმზადებს მცხეთელ მაყურბელს და ბუნებრივია ჩვენმა კითხვებმა ანსამბლის ხელმძღვანელთან ქ.ნინო იმერლიშვილთან და ქორეოგრაფ ბ.გიორგი პატაშურისთან გადაინაცვლა.

"მინი" ინტერვიუ კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა:
მოგესალმებით გიორგი, როგორც შევიტყვეთ ანსამბლში უამრავი სიახლეა, ასევე ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ანსამბლი კიდევ უფრო გაძლიერდა და მომატებულია ანსამბლში მოსვლის მსურველების რაოდენობაც?!

მივესალმები ინტერმედიას და პირველ რიგში უღრმესი მადლობა, რომ ინტერესდებით ქალაქ მცხეთის კულტურის ცენტრის ქორ.ანსამბლ როკვას შემოქმედებით. სიახლეები ჩვენ ყოველთვის გვაქვს სხვადასხვა საკითზე, ანსამბლი დიახ გაძლიერდა და იმატა მოსვლის მსურველებმაც, თუმცა "როკვა"ს სექტემბრამდე ყველა მიღება დასრულებული აქვს.

ანსამბლის ოფიციალურ გვერდზე ვნახეთ ინფორმაცია, რომ "როკვა" შთამბეჭდავ შოუს უმზადებს მცხეთელ მაყურებელს, თუ დაგვიდასტურებთ ამ ინფორმაციას და ვრცად რომ გვითხრათ, რა იგეგმება როკვას შემოქმედებით ცხოვრებაში?


ექსკლუზიურად თქვენ დიახ, გიდასტურებთ ინფორმაციას, ეს არც მშობლებმა იციან და ზუსტად ინტერმედიიაზე ამ სტატიის წაკითხვისას გაიგებენ. ჩვენი ანსამბლი ახალ პროგრამას აკეთებს, ეს ცეკვები არის ჩემი და დედაჩემის ქ.ნინოს ერთობლივად შექმნილი. მრავალფეროვანი პროგრამა და არის ისეთი ცეკვები, რაც როკვას შესრულებით მცხეთელ მაყურებელს მონატრებული აქვს. გიდასტურებთ იმ ინფორმაციასაც, რომ ეს არიქნება სოლო კონცერტი, ეს იქნება მთლიანი შოუ, რომელიც სანახაობრივად საინტერესო, ლამაზი და დასამახსოვრებელი იქნება. როკვულ ცეცხლს და როკვულ ენერგიას მაყურებელი შეაფასებს.

გიორგი როდისთვის იგეგმება ანსამბლის ახალი პროგრამის პრეზენტაცია?

ამას საიდუმლოდ დავტოვებ, ანსამბლი თავჩაუხრელად მუშაობს მცხეთის წარმატებისთვის და მცხეთის კულტურის ცენტრის ღირსეულ წარდგენაზე. დამერწმუნეთ ჩემი მოცეკვავეები თავს არ ზოგავენ, რომ მათ წარმატება ცეკვით მოიპოვონ.

თუ შეგიძლიათ ცოტა ვრცლად, რომ გვითხრათ ახალი პროგრამის ცეკვებზე.

როკვას ახალი პროგრამა ექსკლუზიურია. ნახაზებიც, ქორეოგრაფიაც, სასცენო ვიზუალიც, დადგმაც გვეკუთვნის ჩვენ მე და ქ.ნინოს. ცეკვები არის, საინტერესო, აკადემიური, მრავალფეროვანი და საოცრად სილაღე-სისწრაფეზე გათვლილი. არის პროგრამის მრავალფეროვნებაც, ერთ ინფორმაციას გაგიმხლეთ, როკვას პროგრამა მხოლოდ მოცეკვავეებს არ მოიცავს.

გიორგი შეიძლება ითქვას, რომ "როკვა" მაყურებელს დაუვიწყარ შოუს აჩუქებს?

დიახ, ეს იქნება სანახაობრივი პროგრამა, რომელიც მაყურებელს დიდხანს დაამახსოვრდება.

გიორგი სად იგეგმება ანსამბლის გასტროლი?

საიდუმლოდ დავტოვებ ამ ინფორმაციას. ანსამბლი აუცილებლად მიემგზავრება გასტროლზე, თუ სად ამას რამდენიმე თვეში გაიგებთ.

გისურვებთ წარმატებებს ქართული ცეკვის კვლადაკვალ.


0
38
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბასილაშვილი
ნინო ბასილაშვილი
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0