x
მცხეთის ანსამბლი "როკვა" დამაინტრიგებელ ვიდეოს ავრცელებს, რა სიურპრიზს უმზადებს ანსამბლი მაყურებელს?

imageქალაქ მცხეთის კულტურის სახლის ქორეოგრაფიულ ანსამბლ "როკვა"ს სიახლეებს, ჩვენ მუდმივად თვალს ვადევნებთ. ბოლო რამდენიმე კვირაა, ანსამბლის გვერდზე შეწყდა აქტივობა, ოფიციალური გვერდის "ადმინების" მიერ, ბუნებრივია გაჩნდა კითხვა: რატომ?, როდესაც ასეთი აქტიური ანსამბლი, მოულოდნელად აჩერებს გვერდის და ზოგადად ანსამბლის პოპულარიზაციისთვის აქტიურ გვერდს, ჩვენ ასევე ვაკვირდებოდით ქორეოგრაფების დამოკიდებულებასაც, თუმცა ისინიც ინარჩუნებდნენ იგივე პოზიციას, რასაც "როკვა"ს გვერდი განიცდიდა.
დღეს კი, ანსამბლმა ოფიციაურ გვერდზე საკმაოდ დამაინტრიგებელი ვიდეო განათავსა წარწერით "მალე..." რაც იმის მანიშნებელია, რომ ანსამბლი თავის მაყურებელს სიურპრიზს უმზადებს და უნდა ვივარაუდოთ, რომ სრულიად განახლებულ "როკვა"ს ვიხილავთ სცენაზე. ჩვენ ვცადეთ გვეკითხა ანსამბლის ქორეოგრაფისთვის -რას ნიშნავდა ეს ვიდეო და რა იგულისხმებოდა წარწერაში "მალე"- პასუხი მივიღეთ შემდეგნაირი: ვიდეო ნიშნავს იმას, რასაც ხედავთ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და დაელოდეთ "როკვა"ს სცენაზე.
ჩვენ აქტიურად მივადევნებთ ანსამბლის სიახლეებს თვალს

0
73
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბასილაშვილი
ნინო ბასილაშვილი
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0