x
ტრავმის ზეგავლენა
image

ადამიანზე ნეგატიური გავლენის მხრივ განსაკუთრებულ როლს ტრავმა თამაშობს.სხვა სტრესული მოვლენებისგან ტრავმა გამოირჩევა უარყოფითი(დისტრესული) ზეგავლენის სიძლიერით.

ტრავმა არის შოკისმომგვრელი ზემოქმედების მქონე ისეთი უეცარი და მოულოდნელი მოვლენა, როგორიცაა ახლობლის გარდაცვალება ან სიცოცხლის ხელყოფის ან სხეულის დაზიანების საფრთხე, ძლიერი თავზარდამცემი, შიშის და უსუსურობის სუბიექტირი განცდა.

ტრავმული გამოცდილების მიღება ნიშნავს, რომ ადამიანს ასეთი რამ თავად შეემთხვა, ის გახდა ამგვარი მოვლენის თვითმხილველი ანდა ამგვარი ზემოქმედება მისი ოჯახის წევრმა ან მეგობარმა განიცადა.


ტრავმული მოვლენა მთელ ორგანიზმს მოიცავს და ძირეულად არღვევს წონასწორობას.ტრავმა მას ჩვეული კალაპოტიდან აგდებს და უბიძგებს დროებითი, ნაკლებად ადეკვატური პასუხებისაკენ, რასაც, თავის მხრივ, მიჰყავს ორგანიზმი ნაკლებად მოქნილ, მაგრამ მაინც გარკვეულწილად დაბალანსებულ მდგომარეობამდე.ამ გზით ორგანიზმი მთლიანობას შეინარჩუნებს, გადარჩება თუმცა გარკვეული საფასურის ხარჯზე.

ტრავმული ზემოქმედებისას იცვლება ინდივიდის ფუნქციონირების ყველა მხარე - გრძნობა, აზროვნება, ქცევა.

სტრესი და ტრავმა განსხვავებული მოვლენებია, თუმცა ტრავმა, როგორც წესი, განიხილება პოსტტრავმული სტრესული აშლილობის კონტექსტში.

გამოცდილების გადამუშავებაზე მიმართული ჩვეული ფსიქიკური მექანიზმები ტრავმულ გამოცდილებას ვერ უმკლვდება.იმის გათვალისწინებით, რომ ტრავმული მოვლენა ძალიან შორს არის ჩვეული შთაბეჭდილებებისგან, სავსებით გასაგებია, რომ ასეთი მოვლენების გადამუშავებისას, მასში გარკვევის პროცესში მრავლი ფსიქიკური ფუნქცია ერთვება.ტრავმული მოვლენა ჩვეულებრივისგან ძალიან განსხვავდება, ამიტომ ადამიანს ასეთი მოვლენის გააზრების მეტად მწირი გამოცდილება აქვს.რაც უფრო განსხვავებულია შთაბეჭდილება ჩვეულისაგან და რაც უფრო დიდი საფრთხე ემუქრება სიცოცხლეს, მით უფრო რთულია ჩვეულებრივი ფსიქიკური პროცესების საშუალებით მისი ეფექტური გადამუშავება.

ტრავმული მოვლენის კონტროლი ადამიანს არ შეუძლია და ეს იწვევს უსუსურობის განცდას.ასეთი მოვლენა ხასიათდება თანმხლები დაჟინებული ფიქრით ტრავმულ მოვლენაზე, რაც იწვევს საპასუხო ფსიქიკურ და ფიზიოლოგიურ პასუხთა მთელ რიგს.პასუხების ეს ერთობლიობა საფრთხის მომგვრელი ყოველი შემთხვევისთვის დროს მსგავსია და მდგრადია, რის საფუძველზეც მათი წინასწარ განჭვრეტაა შესაძლებელი.ისინი თავდაპირველად ემსახურება ტრავმის "მონელებას", "გადახარშვას", საფრთხითმიღებული გამოცდილების გადამუშავებას.თუ საფრთხესთან გამკლავების ეს პროცესი წარუმატებელი აღმოჩნდა, მაშინ ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები ყალიბდება. სამწუხაროდ, რაც უფრო გახანგრძლივებულია ტრავმა და რაც უფრო გამოკვეთილია მწვავე პოსტტრავმული რეაქციები, მით მეტია ალბათობა იმისა, რომ ამას მოჰყვება ქრონიკული და მუდმივი ცვლილები ბავშვის ემოციურ, ქცევით, კოგნიტურ და ფიზიოლოგიურ ცხოვრებაში.

ნერვული სისტემა საფრთხეზე გარკვეული ნეირობიოლოგიური, ნეიროენდოკრინული და ნეიროფსიქოლოგიური პასუხევით რეაგირებს.საპასუხო რეაქციები დამოკიდებულია გამომწვევი მოვლენის სახეობაზე, ინტენსივობასა და სიხშირეზე.ერთსა და იმავე მოვლენაზე სხვადასხვა ბავშვი განსხვავებულად რეაგირებს.ექსტრემალურ საფრთხეს ადამიანი ადაპტაციური რეაქციით პასუხობს.განასხვავებენ ადაპტაციური რეაქციის ორ ტიპს:ჰიპერერუაუზალი(ბრძოლა-გაქცევა) და დისოციაციური(ხელის ჩაქნევა და "ტყვედ ჩაბარება", დამარცხება).თითოეულ პასუხს იწვევს ნერვული სისტემის უნიკალური კომბინაციის გააქტიურება.ზოგადად, ადამიანისათვის ნიშნეული ადაპტაციის სტილი განსაზღვრავს მწვავე სიტუაციაში პოსტტრავმული სიმპტომების როგორი ტიპი ჩამოყალიბდება -ჰიპერერუაზალი თუ დისოციაციური.მართალია ვაჟების შემთხვევაში ჩვილის, ბავშვის და მოზრდილის პასუხი განსხვავებულია მაგრამ ძირითადი ხასიათის მიხედვით მაინც მსგავსია.უფრო მოსალოდნელია, რონ მოზრდილი მამაკაცის პასუხი ბრძოლა-გაქცევა იქნება, ხოლო არასრულწლოვანისა- "გაშეშება-ჩაბარება".

საფრთხეზე პირველი რეაქცია დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის პიროვნულზეც და თავად სტრესის ბუნებაზეც.ასე მაგალითად, დისოციაციური პასუხი უფრო დამახასიათეველია პატარა ბავშვებისთვის და ქალებისთვის, და ტკივილისა და უსუსურობის განცდის გამომწვევი სიტუაციების შემთხვევაში.სიფხიზლის რეაქცია უფრო ნიშნეულია მოზრდილი ბავშვებისა და მამკაცებისთვის, ასევე ისეთ ვითარებებში, როდესაც ადამიანი არის ტრავმული მოვლენის თვითმხილველი ან აქტიური მონაწილე.

სხეულის მთლიანი მობილიზაცია, ბრძოლისა ან გაქცევის რეაქცია კარგადაა აღწერილი და დახასიათებული მოზრდილების შემთხვევაში.ამგვარი საპასუხო რეაქცია ადაპტაციურ ფუნქციას ასრულებს და ეფუძნება კოორდინირებულ და ინტეგრირებული ნეიროფსიქოლოგიური პასუხების ერთობლიობას, რომელიც მომდინარეობს თავის ტვინის მრავალუ უბნიდან, როგორიცაა -ლურჯი ლაქა, ამიგდალა, ჰიპოთალამუსი და ტვინის ღეროს ნეირონები.სწორედ ეს უბნებია პასუხისმგებელი ნერვული სისტემის ავტომატურ რეგულირებაზე.

თავის ტვიბი ნეიროფიზიოლოგიურ სისტემას ააქტიურებს და, მაშასადამე, აქტიურად ან პასიურად პასუხობს მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც საფუძვლად ედება ნეირობიოლოგიურ ცვლილებებს.შესაბამისად, მსგავსი სიტუაციის განმეორებისას შესაბამისი ადაპტაციური პასუხი აქტიურდება.ამასთანავე, რაც უფრო ხშირია საფრთხის შემცველ სიტუაციაში ადაპტციური პასუხის აღმოცენება, მით უფრო მეტია რისკი იმისა, რონ ადაპტაციური პასუხი სახეს იცვლის და არაადაპტაციურ, ხელისშემშლელ დატვირთვას შეიძენს.

1
49
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ მარგველანი
მარიამ მარგველანი
49
  
2017, 30 აგვისტო, 11:43
მარიამ,ავტორთა ჯგუფში თუ არ ხართ,აუცილებლად დაემატეთ.
0 1 1