x
ძალადობის გავლენა ბავშვის თავის ტვინის განვითარებაზე
image

ბოლო წლებში გაიზარდა მეცნიერული კვლევები თავის ტვინის ადრეული განვითარების შესწავლისთვის, ასევე იმის შესასწავლად, თუ რა გავლენას ახდენს ძალადობა ადრეული ბავშვობისა და მოზრდილობის ასაკში თავის ტვინის განვითარებაზე.მტკიცებულებათა მზარდი რაოდენობა ცხადყოფს, რომ ძალადობის ან ტრავმის ზემოქმედება გავლენას ახდენს განვითარების პროცესში მყოფი ბავშვის თავის ტვინზე და ხელს უშლის ნორმალური განვითარების პროცესებს.

კვლევები ნათლად აჩვენებს, რომ ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 3 წლის ასაკამდე, ხანგრძლივი ძალადობა და უგულებელყოფა მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ ცვლილებებს იწვევს თავის ტვინის განვითარებაში.თავის ტვინის განვითარების ეს ცვლილებები, თავის მხრივ, მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის ფიზიკურ, შემეცნებით, ემოციურ და სოციალურ ზრდაზე.

თავის ტვინის ცალკეული ნაწილები ვითარდება გარემოდან მიღებული სტიმულაციის შედეგად.ბავშვის თავის ტვინი იზრდება და ვითარდება აქტიურად და აღწევს ზომის 90% 3წლის ასაკში.ამ პერიოდში მშობლები თუ ბავშვს იშვიათად ეხებიან და ცუდად კვებავენ, არ ზრუნავენ მასზე, ასეთ შემთხვევაში ბავშვის თავის ტვინის განვითარებას მნიშვნელოვანი ზიანი ადგება, რადგან ტვინი ეგუება გარემო პირობებს, იგი შეეგუება უარყოფით გარემო პირობებს ისევე, როგორც შეეგუებოდა დადებით გარემოს.


ქრონიკული სტრესი განსაკუთრებით მგრძნობიარეს ხდის ნერვულ რეცეპტორებს და თავის ტვინის იმ უბნებს ავითარებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან მოუსვენრობაზე, შფოთვასა და შიშზე.ამას კი მოსდევს სხვა ნერვული გზებისა და თავის ტვინის უბნების ნაკლები განვითარება, იმ ბავშვების თავის ტვინი, რომლებიც ხშირად განიცდიან სტრესს, ფიზიკური, სექსუალური ძალადობის ან ხანგრძლივი უგულებელყოფის სახით, მთელ თავიანთ რესურსებს გარემოში არსებული საფრთხის დაძლეევასა და გადარჩენაზე ხარჯავენ.ტვინის ასეთი ქრონიკული სტიმულაცია იწვევს თავის ტვინის სპეციფიკური უბნების განსაკუთრებით გააქტიურებას.შესაბამისად, ეს უბნები უფრო მეტად არის განვითარებული თავის ტვინის ნაკლებად განვითრაებული უბნების ხარჯზე(მაგ;რთული აზროვნების უბანი).საბოლოო შედეგი კი ისაა, რომ თავის ტვინის ის ნაწილი, რომელსაც სწავლის ფუნქცია აქვს, მაგრამ საფრთხესა და შიშზე რეაგირებაში არ მონაწილეობს ნაკლებად აქტიურია.სწავლის უნარზე, იმავდროულად, მოგვინებით ქცევასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დიდი გავლენას ახდენს თავის ტვინის განვითარება ადრეულ ასაკში.გამოცდილება, გარემო, მათ შორის მშობლების აქტიური მონაწილეობა, მეტად მნიშვნელოვანია ბავშვის ადრეული განვითარებისას.როდესაც ადრეული გამოცდილება, ძირითადად, უარყოფითია(ბავშვი იზრდება გულგრილ ან ძალადობრივ გარემოში)ბავშვებს აღენიშნებათ ემოციური, ქცევითი და სწავლის პრობლემები.იმისთვის, რომ ბავშვმა ისწავლოს და აითვისოს ახალი ინფორმაცია მისი თავის ტვინი მზრუნველ და მშვიდ გარემოში უნდა იმყოფებოდეს, რასაც იშვიათად აღწევს ტრავმირებული ბავშვი.ასეთ ბავშვებს არ უყალიბდებათ მიჯაჭვულობა მშობლების ან აღმზრდელების მიმართ, რის გამოც არ აქვთ ან შეზღუდული აქვთ თანაგრძნობის უნარი.ბავშვის ადრეულ გამოცდილებაზეა დამოკიდებული თანაგრძნობის და სინანულის განცდის უნარი.თუ იგი არ ჩამოუყალიბდა ბავშვს ადრეულ ასაკში, მას სინანულის გრძნობა დანაშაულის ან მკვლელობის ჩადენის დროსაც არ ექნება.თავის ტვინის განვითარების კრიტიკულ პერიდოებში წარმოშობილი ზოგიერთი დარღვევა შეიძლება "ანაზღაურდეს"თუ დროულად და ინტენსიურად ჩავერევით, თუმცა ტვინის სრული პოტენციალის აღდგენა შეუძლებელია.ბავშვებმა, რომლებიც მძიმე ოჯახურ გარემოში იმყოფებოდნენ და მოგვიანებით, კვლავ ბავშვობისას, სანაცვლო მშობლების ან ბებია–ბაბუის მხარდაჭერა იპოვეს, უკვე მოზრდილ ასაკში სიტუაციების მართვის უნარი გამოავლინეს და მატერიალურ უზრუნველყოფასა და კეთილდღეობას მიაღწიეს.მხარდაჭერა ცხოვრების გვიან პერიოდებში ადრეული ბავშვობის ბევრი პრობლემისდაძლევას ეხმარება, თუ საქმე არ ეხება ადრეულ ასაკში განცდილ ძალადობას და უგულებელყოფას.

1
95
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ მარგველანი
მარიამ მარგველანი
95
  
2017, 29 აგვისტო, 18:53
ეს უდიდეს გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე ჩემი აზრით და მძიმედ აისახება მის მომავალ ცხოვრებაზე ზოგადად არავარ ფსიქოლოგი მაგრამ ბევრი რამ ვიცი ამ საკითხში ჩემდა სამწუხაროდ
0 1 1