x
ივანე ჯავახიშვილი-ისტორიის პერიოდიზაციის პრობლემა

ივანე ჯავახიშვილი
ისტორიაში მიღებულია პერიოდიზაცია.ეს ერთ-ერთი ურთულესი სფეროა, რომელიც ისტორიკოსთა შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. მუდამ აქტუალური იყო, არის და იქნება ჰოლანდიელი ისტორიკოსის პიტერ ჰეილის გამოთქმა-“ისტორია დაუსრულებელი
პოლემიკაა". ისტორიის პერიოდიზაციასთან დაკავშირებით გამოთქმულია მრავალი დიამეტრალურად განსხვავებული მოსაზრება.ყველას ინდივიდუალური დამოკიდებულება აქვს ამ საკითხისადმი, თუმცა ეს უარყოფითად არ უნდა მივიღოთ, რადგანაც ყველა აზრს აქვს არსებობისუფლება.
მოცემულ შემთხვევაში ჩვენთვის ნიშანდობლივია ვისაუბროთ
ივანე ჯავახიშვილის თვალსაზრისსა და მოსაზრებაზე ისტორიის პერიოდიზაციასთან დაკავშირებით.საკითხი აქტუალური, გამომდინარე იქიდან რომ იმ პერიოდში როდესაც მეცნიერება, ისევე როგორც სხვა ბევრი სფერო საბჭოთა იდეოლოგიის გავლენის ქვეშ იყო მოქცეული.ივანე ჯავახიშვილმა განსხვავებული და საინტერესო აზრი გამოხატა არსებულ საკითხზე, _რაც იმ პერიოდში დიდ გამბედაობას მოითხოვდა.
ისტორიის პერიოდიზაციის პრობლემა
(ივანე ჯავახიშვილის მიხედვით)
ივანე ჯავახიშვილი იზიარებდა თვალსაზრისს საზოგადოების აღმავალი განვითარების შესახებ.დიდ ყურადღებას აქცევდა სოციალურ
და ეკონომიკურ ფაქტორებს, მათ ევოლუციას, ცდილობდა გამოეყო მსოფლიო-ისტორიული პროცესის ცალკეული ეტაპები.კაცობრიობის ევოლუციის საფეხური, ივანე ჯავახიშვილის მიიჩნევდა, რომ
არსებობს გვაროვნული საზოგადოება, რომელიც ორი ეტაპისაგან შედგება:პირველი ეტაპი არის პრიმიტიული საზოგადოება, როცა ადამიანები ცხოვრობენ გვარებად, აქვთ საერთო საკუთრება
მიწაზე, თანაბარი განაწილება, მაგრამ სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია ჯერჯერობით არ არსებობს.მეორე საფეხური უფრო განვითარებულია და გვაროვნულ „წესწყობილების“ ზემოთ სახელმწიფო ჩნდება.ივანე
ჯავახიშვილს მიაჩნდა, რომ თაბალები და მესხები ქართველების წინაპრები იყვნენ, რომლებიც გვაროვნული საზოგადების მეორე საფეხურზე იმყოფებოდნენ სამი ათასი წლის წინათ, როცა მათ
ასურული წყაროები ადასტურებენ.ივანე ჯავახიშვილის შეხედულებით, მოხდა გვაროვნული წესწყობილების დეზინტეგრაციის(დაშლის) და რეგენერაციის (აღდგენის) რამდენიმე გზას, რისი შექცევადობაც უმთავრესად თავდაცვის მიზნით ხდებოდა.ქართველების წინაპრებით დასახლებულ ტერიტორიაზე
განვითარებული გვაროვნული საზოგადოება ბოლოს, ფართო მასშტაბებით, სტრაბონის ხანის იბერიაში(ქართლში)
არსებობდა.
როდესაც ძველ საზოგადოებას ვიაზრებთ, მხედვევლობის
არედან არ უნდა გამოგვრჩეს ბერძნულ-რომაული სამყაროს ევოლუციის დიდი განსხვავებულობანი.სხვადასხვანაირი
იყო სოციალურ-ეკონომიკური აზრით ძველი აღმოსავლეთისა და საკუთრივ ანტიკური სამყაროს განვითარების ფინალიც.მაგრამ ფაქტია, რომ მსოფლიო ისტორიის აღნიშნულ დიდ პრობლემას ივანე
ჯავახიშვილი არ შეხებია.დიდია განსხვავება დასავლეთისა და აღმოსავლეთის ისტორიას შორის.“ქართველი ერის ისტორიაში“ ამ განსხვავების შესახებ ვკითხულობთ-„რასაკვირველია, დასავლეთთან შედარებით აღმოსავლეთი იმით იყო უბედური, რომ ბარბაროს ველურ ტომების გადმოსახლება აღმოსავლეთში თითქმის არ შეწყვეტილაო .არაბებს თურქები მოჰყვნენ, ამათ მონღოლები ორგზის და ოსმალები.ასეთი ქარტეხილი დასავლეთს და ევროპელ ხალხს თავს არ დასტყდომიათ:იქ ერთხელ იყო ხალხთ დიდი გადმოსახლება.აღმოსავლეთში-კი მრავალჯერ და აყვავებული ქალაქ-სოფლები და მდიდარი ქვეყნები მრავალგზის ყოფილა განადგურებული და მირეგვ-მორეგვილი.ეს უბედურება ქართველების უბედურებაც იყო.“
1904 წელს დაბეჭდილ ნაშრომში „მამულიშვილობა და მეცნიერება“ ორჯერაა აღნიშნული აღმოსავლეთის „შუა საუკუნეები“.ჩანს რომ სოციალური ევოლუციის თვალსაზრისით ივანე ჯავახიშვილი შესაბამისი ხანის აღმოსავლეთისა და დასავლეთის ისტორიას მსგავსი შინაარსით იაზრებდა.ცნობილია, რომ აღმოსავლეთის „კლასიკური“ ქვეყნების პოლიტიკური წყობილებისათვის დამახასიათებელი გახლდათ სახელმწიფოს დესპოტური ფორმა.მაგრამ ივანე ჯავახიშვილი არ იაზრებდა ამგვარ ფართოდ გავრცელებულ
შეხედულებას.ივანე ჯავახიშვილის აზრით, “რასაკვირველია, ყველა აღმოსავლეთის სახელმწიფოზე ლაპარაკის ჩამოგდებას ჩვენ ვერ გავბედავთ, მაგრამ საქ-ოს ისტორიის შესწავლა იმედია, საკმაოდ
შეარყევს ამ ყალბ და უსაფუძვლო აზრს.“ამ დებულების დასაბუთებას ივანე ცდილობდა თავის პირველ ლექციაში, რომელიც სიმონ ყაუხჩიშვილმა 1960 წელს გამოაქვეყნა(„ქართველი ერის
ისტორიის“ პირველი წიგნის მეხუთე გამოცემისას)სათაურით „აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია და საქართველოსა და სომხეთის მონაცემები“.ცხადია, აღმოსავლეთის ყველა სახელმწიფოს მსგავსი
წარმოდგენით გააზრება შეუძლებელია, რადგან ამ შეხედულებას არ ექვემდებარება საქართველოს, სომხეთის, იაპონიის მაგალითი, მაგრამ აღმოსავლეთის უმეტესი და ე.წ. კლასიკური ქვეყნებისათვის სპეციფიკური აღმოსავლური დესპოტიზმი უთუოდ დამახასიათებელი იყო.კონსტანტინოპოლის დაცემით, როგორც ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა, მსოფლიო კულტურის ცენტრმა დასავლეთ ევროპაში გადაინაცვლა, მოწინავე კაცობრიობას უკვე დასავლეთ ევროპის ისტორიული სამყარო განახორვიელებდა, სადაც დაიწყო კიდეც აღორძინება, „რომელმაც დასავლეთ ევროპაში ჭაბუკური სიძლიერით იჩინა თავი და სწრაფი წარმატების გზაც გაუკაფა კაცობრიობას“.დაიწყო ახალი ხანა საერთოდ კაცობრიობის ისტორიაში.
ახალი ეპოქის სოციალურ-ეკონომიკურ შინაარსს წარმოადგენს
კაპიტალიზმი, რომელმაც უაღრესად დიდი წვლილი შეიტანა საზოგადოების განვითარებასა და ისტორიის ნამდვილად მსოფლიო ისტორიად ქცევაში.იგი 19 ს-ის მეორე ნახევრიდან მოყოლებული და მითუმეტეს 20 ს-ის დასაწყისში, დიდ ცვლილებებს განიცდიდა „ჰუმანური“ საზოგადოების მიმართულებით.ასე რომ, რუსი და ქართველი სოციალ-დემოკრატების მძაფრი კრიტიკული პათოსი აღნიშნული საზოგადოების მიმართ ივანე ჯავახიშვილისათვისაც უცილობელი გახლდათ და რომელთა ლიდერებთანაც(არჩილ ჯორჯაძესთან, კიტა აბაშიძესთან და სამსონ ფირცხალავასთან) მას დიდი სულიერი სიახლოვე ჰქონდა.ყოველივე ამის მიუხედავად, ივანე ჯავახიშვილი სოციალიზმს როგორც სოციალური ევოლუციის ცალკე ახალ ეტაპს, მით უფრო რევოლუციის გზით დასამკვიდრებელს, მიუღებლად მიიჩნევდა.ნათელია რომ, ივანე
ჯავახიშვილის თვალსაზრისი სრულიად საპირისპირო იყო მარქსისტული საზოგადოებრივ-ეკონომიკური
ფორმაციების კონცეფციისაგან, აღარაფერს ვამბობთ ამ უკანასკნელის მოდიფიკაციაზე, რომელიც ამ კონცეფციამ ლენინისა და სტალინის ზეგავლენით განიცადა და ამ სახით ჩვენში ახლაც
ფართოდაა გავრცელებული.ივანე ჯავახიშვილისათვის საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციის იდეა მიუღებელი აღმოჩნდა იმ სახით, როგორც მას 20-იან და 30-იან წლებში გადმოსცემდნენ და შეასწავლიდნენ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.ჯავახიშვილის
აზროვნებაში არაა გამოკვეთილი საზოგადოება როგორც გარკვეული მთლიანობა, ერთიანი სისტემა და ამასთანავე, კაცობრიობის ევოლუციის განსაზღვრული საფეხური, ამდენად მისი შესაბამისი წარმოდგენები მთლად დასაბუთებული როდია.
ივანე ჯავახიშვილი საქართველოს ისტორიულ პროცესს, მსოფლიო
ისტორიის აღნიშნული პერიოდიზაციის თვალთახედვით განიხილავდა.საქართველოს ისტორიის პერიოდიზაციას
იგი საფუძვლად უდებდა სოციალურ-ეკონომიკურ შინაარსს, მათ შორის“ექსპლუატაციის ფორმებს.სტრაბონის ხანის იბერიის გვაროვნული „წეს-წყობილების“ შინაარსს იგი იაზრებდა შესაბამისი სოციალური მომენტითაც.1905 წელს გამოსულ ნაშრომში, რომელიც ძველი საქართველოსა და სომხეთის სახელმწიფოებრივ წყობილებას ეხება, ივანე ჯავახიშვილი, განმარტავდა სტრაბონისეული მეოთე გენოსის -ლაო-ს შინაარსს, სადაც აღნიშნული სოციალური ფენის
ექსპლუატაციას კოლონატურ ფორმად მიიჩნევდა.თუმცა უკვე ამ ხანისათვის იგი უცილობლად თვლიდა ტერმინ „მონის“ შესაბამისად სათანადო სოციალური ინსტიტუტის არსებობას, მაგრამ
(ტერმინს), ივანე ჯავახიშვილის აზრით, საკუთრივ მონის გარდა კლიენტ-ყმა-გლეხის მნიშვნელობაც ჰქონდა.“ხოლო რაკი ტერმინ „მონას“ იგი სპარსულ წარმომავლობას უკავშირებდა, დაასკვნიდა, რომ
თვით შესაბამისი სოციალური ინსტიტუტიც ამ ქვეყნიდან გავრცელდა.აღნისნული პერიოდის იბერიის სოციალური სტრუქტურის დახასიათებისას ივანე ჯავახიშვილი გაურბოდა „სოციალური კლასის“
ხმარებას და ცნობილ გამომცემელს-ლატიშევს უსწორებდა „კლასად“ თარგმნას.ამას იგი იმით ასაბუთებდა, რომ თანადროულ მეცნიერებაში, “სოციალური კლასი“ გულისხმობს საზოგადოების
დაყოფას ეკნომიკური მდგომარეობისდა მიხედვით, მაშინ როდესაც ქვეყნის სტრაბონისეულ აღწერილობაში მოსახლეობის სოციალური დაყოფაა ნაგულისხმევი.ივანე ჯავახიშვილი ლატიშევისაგან განსხვავებით სავსებით სწორად მესამე გენოსად მიწათმოქმედთა და მეომართა ერთიან მასას გულისხმობდა.შემდეგში, ივანე
ჯავახიშვილის შეხედულებით, გვაროვნული წესწყობილება პატრონყმობით, ესეიგი ფეოდალიზმით შეიცვალა, თუმცა ტერმინი Ppatronuns, რომელიც მებატონე სენიორს გამოხატავს, დასავლეთევროპული წარმოშობისაა, მაგრამ ამჯერად საქართველოსაგან დასავლეთის დიდი დაშორებულობის გამო, შესაბამისი სოციალური ინსტიტუტი უცხოური წარმოშობისა როდი იყო.
„ქართული სამართლის ისტორიის“ პირველი წიგნის მოორე გამოცემაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში 1-7 სს-ში მხოლოდ მონობა იყო, პატრონყმობა მაშინ არ არსებობდა.მე-10 ს-ის
მეორე ნახევრიდან კი საქ-ში მარტო პატრონყმობა-ღა იყო, მონობა, როგორც საზგადო მოვლენა, უკვე აღარ არსებობდა.ამ მხრივ 1-7 სს-ის საქართველოსა და 10-13 სს-ის საქართველოს სოციალურ წესწყობილებას შორის არსებითი განსხვავებაა.მე-7-9 სს-ში მონობის ხსენება ქრება, მაგრამ პატრონყმობა ჯერ არ არის.ამ ხანას გარდამავალ ხანის თვისებები აქვს, გამოსარკვევია, როგორი
იყო სოციალური ურთიერთობა ამ პერიოდის უფალთა და იმ მსახურთა, ან სახლეულთა შორის, რომლებიც ამ დროის ძეგლებში მოხსენებული არიან.ძეგლების სიმცირე ამ საგულისხმო საკითხის ნათლად ჩამოყალიბებას ამ ეტაპზე საკმაოდ ართულებს.ასე რომ, სტრაბონის ხანის იბერიაში მონობა მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური წყობის სახით თუ იარსებებდა.მე-8-9 საუკუნეთა ძეგლებში კი ჩვენს ქვეყანაში მონების არსებობის თაობაზე არსებული ცნობები ჯერ მეტად იშვიათი ხდება, ხოლო შემდეგ კი სავსებით ქრება.
საკითხი იმის შესახებ თუ როგორ, რა მასშტაბებით წარმოედგინა ივანე ჯავახიშვილს მონობა ძველ საქართველოში, სავსებით გარკვეულად უნდა ჩაითვალოს.უფრო რთულია საკითხი ბატონყმობასთან დაკავშირებით.საქართველოში „ყმა“ სხვადასხვა
მნიშვნელობით იხმარებოდა-იმის მიხედვით თუ სოციალური იერარქიის რომელ საფეხურზე იმყოფებოდა შესაბამისი პირი.კერძოდ, დამოკიდებული მიწისმოქმედის მიმართ „ყმა“-ს სხვანაირი შინაარსი ექნებოდა. ივანე ჯავახიშვილის მტკიცებით, 9-13 სს-ში ბატონყმობა ფართოდ გავრცელდა და კუთვნილობის მიხედვით ყმები სამ უმთავრეს(სამეფო, საბატონო, საეკლესიო) ჯგუფებად ნაწილდებოდა, თუმცა კვლავაც რჩებოდა პირადად თავისუფალი გლეხკაცობაც, რომელთა დიდმა ნაწილმა მალე ექსპლუატირებული
უმრავლესობის ბედი გაიზიარა.მეორე მხრივ, ივანე ჯავახიშილის მიხედვით, ბატონყმობა საქართველოში ფართოდ უფრო გვიან გავრცელდა, როცა მოხდა გაბატონებული სოციალური ფენის დიფერენციაციას თავადებად და აზნაურებად.ჩვენს ისტორიულ გარემოს თუ გაითვალისწინებთ, საქართველოში ფეოდალიზმი
კაპიტალიზმით იმანენტურად ვერ შეიცვლებოდა.შესაბამისი პრცესი დაიწყო 19 ს-ში, როდესაც ჩვენი ქვეყანა მეფის რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მოექცა.ამ პერიოდში „ყოფაცხოვრების
უწინდელი პატრიარქალურობა ჰქრებოდა, საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრება დიდად იცვლებოდა, ძველი
საფუძვლების დაშლა გაძლიერებული ტემპებით მიმდინარეობდა“.ივანე ჯავახიშვილმა კარგად შეამჩნია საქართველოს მოსახლეობის ამოძრავება, 19 ს-ის ბოლოდან მოყოლებული, შესაბამისად ხალხის ფართო მასის ჩაბმა სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც, ცხადია, კაპიტალიზმის შედეგი გახლდათ.

0
75
2-ს მოსწონს
ავტორი:თინათინ ბიკაშვილი
თინათინ ბიკაშვილი
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0