x
მეხსიერება და მისი ტიპები

image

მეხსიერება ურთულესი და მეტად საინტერესო ფენომენია, რომელიც ბევრისთვის ამოუცნობი რჩება. ყველასათვის ნაცნობი ტერმინი ერთი შეხედვით მარტივი შინაარსის მატარებელია, და მაინც რა არის მეხსიერება?
მეხსიერება ინფორმაციის გადამუშავების ერთ-ერთი ფორმა და მისი შენახვა-აღდგენის უნიკალური უნარია. მისი მეშვეობით ჩვენ თავს ვართმევთ ყოველდღიური ცხოვრების სირთულეებს და წარმატებით ვფუნქციონიერბთ. მეხსიერება ადვილი აღსაქმელი იქნება, თუ მას წარმოვიდგენთ როგროც „ინფორმაციის საცავს“, რომელიც თავის მხრივ იყოფა მუშა ანუ ხანმოკლე და ხანგრძლივ მეხსიერებად. მათ განხილვამდე საჭიროა ვიცოდეთ, რომ მეხსირების ნებისმიერ ფორმას ჭირდება 3 სახის მოქმედება. დამახსოვრების პროცესი მიმდინარეობს სამ ეტაპზე: 1. აღბეჭდვა(კოდირება) - ინფორმაციის გადამუშავების

პირველი საფეხური, რომელიც ინფორმაციის „საცავში“ შემოტანას ემსახურება. 2. შენახვა - კოდირებული ინფორმაციის შეკავება გარკვეული დროის ინტერვალში. (ეს შესაძლებელია შემანარჩუნებელი
განმეორებით, მაგალითად, როცა გაგონილი ტელეფონის ნომრის დამახსოვრებას ხმამაღლა ან გონებაში ხელახლა განმეორებით ცდილობთ. ასევე, ადვილად დასამახსოვრებლად შესაძლოა დავაჯგუოთ რაიმე მასალა ან მათ შორის დავამყაროთ გარკვეული ტიპის ასოციაციები, რაც გაგვიადვილებს მათ შენახვას და საჭირო დროს „საცავიდან“ აღდგენას). ამასთან, ისიც მოქმედებს დამახსოვრების ხარისხზე, თუ რომელ დონეზე ხდება ინფორმაციის გადამუშავება. გადამუშავების დონეების თეორიის მიხედვით, რაც უფრო ღრმა დონეზე ხდება ინფორმაციის გადამუშავება, მით უფრო უკეთ დაამახსოვრდებაის ადამიანს. 3. აღდგენა - საჭიროების დადგომისას შენახული ინფორმაციის ამოტანა მეხსიერებაში.


გერმანელმა ფსიქოლოგმა კვლევების საფუძველზე დაამტკიცა, რომ მალე დაზეპირებული მასალა მალევე გვავიწყდება, რაც ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის. „მასალა სწრაფად გვავიწყდება, თუ ის არ არის გააზრებული და მიმართებაში მოყვანილი სხვა მასალასთან, ხოლო შემდეგ განმეორებით არ არის განმტკიებული“ - ჰერმან ებინგჰაუსი.
ხანმოკლე მეხსიერება შეზღუდული მოცულობისაა(რასაც ყურადღების შეზღუდულობა განაპირობებს) და ძალიან არამყარი, ცვალებადი რესურსები აქვს. მუშა მეხსიერების ძირითადი ფუნქცია პირველივე აღქმით ინფორმაციის უშუალო აღბეჭდვაა ცნობიერებაში, ანუ ის უზრუნველყოფს მხოლოდ ხანმოკლე დროით ინფორმაციის შენახვას. საინტრერესოა ის ფაქტი, რომ ინფორმაცია, რომელიც არ კოდირდება, 20 წამში გვავიწყდება. ასევე, საინტერესოა რატომ აღმოჩნდა „მაგიური ციფრი“ 7? ფსიქოლოგმა ჯორჯ მილერმა მრავალ სერიიანი კვლევებისას აღმოაჩინა, რომ ადამიანი საშუალოდ იმახსოვრებს შვიდ(პლუს, ან მინუს ორ) ერთეულს.
ხანგრძლივი მეხსიერების მოცულობა ხანმოკლე მეხსიერებასთან შედარებით ძალიან დიდია, შეგვიძლია ვთქვათ კიდეც, რომ ის განუსაზღვრელია. ფსიქოლოგები ამ ფენომენს განიხილავენ როგროც პროცესს, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის შენახვასა და ნებისმიერ დროს მის აღდგენას. ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კონტექსტსა და კოდირებაზე. ბევრისთვის ცნობილი და ნაცადია დებულება, რომ მოგონებებისთვის გადამწყვეტია კოდირებასა და აღდგენას შორის თანხვედრა, ანუ მეხსიერება ყველაზე ეფექტურად მაშინ მოქმედებს, როცა აღდგენის პროცესის კონტექსტი კოდირების კონტექსტს ემთხვევა. თუ თქვენ გარკვეულ მასალას დაიმახსოვრებთ რაიმე სპეციფიკურ ადგილას, მაშინ მეტი შანსია უკეთ გაიხსენოთ დამახსოვრებული მასალა ზუსტად იმავე ადგილას სადაც დაისწავლეთ, ვიდრე სხვაგან. სწორედ ეს ეფექტი მოქმედებს მაშინ, როცა სახლში დასწავლილი მასალის გასახსენებლად, ასობით სხვა სტუდენტთან ერთად დიდ საგამოცდო დარბაზში მსხდომნი ცდილობთ შეიქმნათ სახლის სიმყუდროვე და არ მიაქციოთ ყურადღება თქვენს გარშემომყოფთ. როგორც ვნახეთ ხანგრძლივ მეხსიერებასაც აქვს თავისი დამახასიათბელი საინტერესო თავისებურებები, კიდევ ასეთია მაგალითად „რიგში ადგილმდებარეობის ეფექტი“, რაც გულისხმობს, რომ მოცემული ასოთა ან ციფრთა მწკრივის დახსომებისას, უფ

რო ადვილად აღიბეჭდება და შემდეგ აღდგება მწკრივის დასაწყისში და ბოლოში მოთავსებული წევრები.

არსებობს ხანგრძლივი მეხსიერების რამდენიმე ტიპი. კერძოდ: 1. ექსპლიციტური - საცავი, საიდანაც ინფორმაციის აღდგენისათვის ცნობიერი ძალისხმევა გვჭირდება. 2. იმპლიციტური - მეხსიერების ტიპი, რომელიც კოდირებისა და აღდგენის პროცესების გაუცნობიერებლად ინფორმაციის დახსომება- აღდგენას ემსახურება.
3. დეკლარაციური - მიმართული და პასუხისმგებელია ფაქტებისა და მოვლენების დახსომებაზე. 4. პროცედურული - ეს არის მეხსიერება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ, ან გავაკეთოთ რაიმე. საფუძვლად უდევს პერცეპტული, კოგნიტური და მოტორული ჩვევების შეძენა-გამოყენებას.
კანადელი ფსიქოლოგი ენდელ ტულვინგი პირველი იყო, ვინც აღმოაჩინა დეკლარაციული მეხსიერების ეპიზოდური და სემანტიკური ფორმები. ე. ტულვინგის განმარტებით, პირველი მათგანი „ინდივიდუალურად ინახავს პიროვნების მიერ განცდილ მოვლენებს“ (ყველაზე ბედნიერი მოგონება, პირველი კოცნა, ყველაზე საინტერესო მოგზაურობა და ყველაფერი, რაც თქვენს სუბიექტურ გამოცდილებაში არსებობს). სემანტიკური მეხსიერება ზოგადი ცოდნაა, ფაქტების, სიტყვებისა და ცნებების არსებითი მნიშვნელობების შესახებ(ამა თუ იმ ქვეყნის დედაქალაქი, E=MC2 ფორმულა და სხვა).
და ბოლოს, უნდა განვიხილოთ მოწმის მეხსიერება, რომელიც სინტერესო გზით შესაძლოა შევცვალოთ. მოწმის მეხსიერება (ჩვენება) მოწყვლადია დამახინჯებისადმი მოვლენის შემდგომი ინფორმაციის გავლენით. „მოვლენის შემდგომმა ინფორმაციამ შეიძლება დაამახინჯოს მოწმის მეხსიერება მაშინაც, კი, როცა ცდის პირს გაცნობიერებული აქვს, რომ ექსპერიმენტატორი შეიძლება ეცადოს მის შეცდომაში შეყვანას“. ხშირ შემთხვევაში, ის ვეღარ ხედავს განსხვავებას მოვლენასა და მის შემდგომ ინფორმაციას შორის, ანუ ვეღარ ახერხებს თავისი მეხსიერების ნამდვილი წყაროს გარჩევას. დადგენილია, რომ ჩვენი მეხსიერება რეკონსტრუქციას განიცდის წარსული გამოცდილების სხვადასხვა ელემენტების გავლენით. ასევე, მოწმის მიერ ჩვენების შეცვლის მიზეზი შეიძლება იყოს მსგავსი გამოცდილების ერთმანეთთან დაკავშირება. თუ ისეთ მცდარ
ინფორმაციას მივაწოდებთ, რომელიც ლოგიკურად უკავშირდება სინამდვილეს და ამავდროულად მის წარსულ გამოცდილებას, მოწმე
აზრზს იცვლის. ამის ნათელი მაგალითი ნაჩვენებია რ. გერიგისა და ფ. ზიმბარდოს წიგნში „ფსიქოლოგია და ცხოვრება“: „ცდის პირებს უვენებენ ფილმს, სადაც ავტოკატასტროფა ხდებოდა - ორი მანქანა ერთმანეთს ეჯახებოდა და სთხოვდნენ, განესაზღვრათ მანქანების სიჩქარე (Loftus & Palmer, 1974). მათ ერთ ნაწილს კითხვას შემდეგნაირად უსვამდნენ: „რამდენად სწრაფად მოძრაობდნენ მანქანები შეჯახებისას?“ ხოლო მეორე ნაწილს კი ეკითხებოდნენ: „რა
სიჩქარით მოძრაობდნენ მანქანები, როდესაც ისინი ერთმანეთს შეეჯახნენ?“. პირველ შეკითხვაზე ცდის პირების პასუხი საშუალოს 100 კმ/სთ იყო, მეორე კითხვაზე კი - 80 კმ/სთ. ერთი კვირის
შემდეგ მათ ეკითხებოდნენ: „დაინახეთ ჩამსხვრეული მინები?’’, სინამდვილეში ჩამსხვრეული მინები ფილმში არ იყო. მიუხედავად ამისა, პირველი ჯგუფის ცდის პირთა მესამედმა აღნიშნა, რომ დაინახა შუშის ნამსხვრევები, ხოლო მეორე ჯგუფიდან კი მხოლოდ 14%-მა დაადასტურა ეს. ამრიგად, მოვლენის შემგომ ინფორმაციას არსებითი გავლენა აქვს მოწმის ჩვენებაზე".
ჩვენ ვნახეთ რა არის მეხსიერება, როგორია მისი ტიპები, რა თავისებურებები ახასიათებს და რომელ დონეებზე გადამუშავდება ინფორმაცია. ეს მხოლოდ მცირედია იმ ცოდნიდან, რაც შეიძლება მეხსიერების შესახებ ადამიანმა მოიპოვოს. დღესდღეისობით ნეიროფსიქოლოგები მთელ მსოფლიოში ინტენსიურად იკვლევენ ამ ფენომენის ყველა ასპექტს და მზად არიან ახალი აღმოჩენების გასაკეთებლად.

0
1880
შეფასება არ არის
ავტორი:ანი იმნაძე
ანი იმნაძე
1880
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0