x
რა არის მე-კონცეფცია და როგორ ყალიბდება ის ?
image

თქვენ გაქვთ წარმოდგენა იმის შესახებ თუ ვინ ხართ - ეს თქვენი მე-კონცეფციაა. ის საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების, უნარების და შეზღუდვების და თქვენი მისწრაფებების და მსოფლმხედველობის შესახებ თქვენი გრძნობებისგან და აზრებისგან
შედგება (Black, 1999). თქვენი მე-კონცეფცია სულ მცირე ოთხი წყაროსგან იქმნება:
(1) თქვენს შესახებ წარმოდგენა, რომელიც სხვებს გააჩნიათ და რომელსაც თქვენ გიჩვენებენ, (2) თქვენსა და სხვებს შორის შედარებები რომელსაც თქვენვე აკეთებთ, (3) თქვენი კულტურის სწავლებები, და (4) როგორ განმარტავთ და აფასებთ საკუთარ აზრებს და ქცევას.


სხვების წარმოდგენები. ჩარლზ ჰორტონ კულის (1922) მე-ს სარკის ცნების თანახმად, როდესაც გინდათ გაიგოთ მაგალითად, რამდენად მეგობრული ან რამდენად ასერტიული ხართ, თქვენს შესახებ სხვების წარმოდგენას უყურებთ, რომელსაც ისინი თქვენდამი მობყრობაში და თქვენს მიმართ რეაქციებში გაჩვენებენ (Hensley,
1996). განსაკუთრებით მათ უყურებთ, ვინც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანია. მაგალითად ბავშვობაში მშობლებს უყურებდით და მერე მასწავლებლებს. ზრდასრულ ასაკში შეიძლება მეგობრებს, რომანტიულ პარტნიორს და თანამშრომლებს შეხედოთ. თუ ეს მნიშვნელოვანი სხვები თქვენზე მაღალი წარმოდგენის არიან, თქვენი თავის ამ დადებით ხატს მათ ქცევაში დაინახავთ; თუ თქვენზე ნაკლები წარმოდგენის
არიან, უფრო უარყოფით ხატს დაინახავთ.


სოციალური შედარებები.მე-კონცეფციის განვითარების კიდევ ერთი საშუალებაა საკუთარი თავის სხვებთან შედარება. როდესაც გინდა ჩასწვდე თუ ვინ ხარ და რამდენად ეფექტური ან კომპეტენური ხარ, ალბათ თანატოლებს შეხედავ. მაგალითად,
გამოცდის შემდეგ ალბათ გინდა გაიგო სხვა თანაკლასელებთან შედარებით როგორ გაართვი თავი.თუ ბეისბოლის გუნდში თამაშობ, მნიშვნელოვანია საკუთარი ჩაწოდებების საშუალო შენი გუნდელების შედეგებს შეადარო. როდესაც საკუთარ ქულას თანატოლების ქულებთან შედარებულს ხედავ, ეს დამატებით ხედვას გაძლევს.
სოციალური მედიის გვერდებზე სოციალური შედარება ადვილია; შეგიძლია შენი და სხვების Facebook მეგობრების ან Twitter მიმდევრების რაოდენობა შეადარო. ზოგიერთი ვებგვერდი სოციალურ შედარებას გაწვდის და ზეგავლენის მხრივ შენს რანგს მიუთითებს, ისეთი ფაქტორების მიხედვით, როგორიცაა რამდენჯერ მოგიხსენიეს სხვებმა, რაც ხშირად განსხვავდება მიმდევრების რაოდენობისგან.
არსებობობს დაღმავალ სოციალურ შედარება (საკუთარი თავის შედარება მათთან ვინც იცი, რომ შენზე ნაკლოვანია) და აღმავალი სოციალური შედარება (საკუთარი თავის შედარება მათთან ვინც იცი, რომ შენზე უკეთესია).თუ საკუთარ თავზე კარგი წარმოდგენა გინდა შეიქმნა, მაშინ შენი თავი შეიძლება მათ შეადარო ვინც იცი, რომ შენზე ნაკლებად ეფექტურია.თუ უფრო ზუსტი და ობიექტური შეფასება გინდა, შენს თავს თანატოლებს და შენს მსგავს ადამიანებს შეადარებ.



კულტურის სწავლებები. მშობლების, მასწავლებლების და მედიის მეშვეობით კულტურა მთელ რიგ შეხედულებებს, ღირებულებებს და დამოკიდებულებებს დალექავს შენში - წარმატების შესახებ (როგორ გესმის ის და როგორ უნდა მიაღწიო მას); შენი რელიგიის, რასის ან ეროვნების შესახებ; იმ ეთიკური პრინციპების შესახებ, რომლებიც უნდა დაიცვა საქმეში და პირად ცხოვრებაში. ეს სწავლებები საზომია, რომლითაც საკუთარ თავს აფასებ. მაგალითად, იმის მიღწევა, რაც შენს კულტურაში წარმატებად ითვლება შენს დადებით მე-კონცეპციას უწყობს ხელს. იმის მიღწევის აღქმული მარცხი, რასაც შენი კულტურა ქადაგებს (მაგალითად, არ გქონდეს მდგრადი ურთიერთობა 30 წლის ასაკისთვის)შეიძლება შენს უარყოფით მე-კონცეპციას განაპირობებდეს.


მე-ს შეფასებები. ისევე როგორც სხვები შენს შესახებ შთაბეჭდილებას იმის
მიხედვით იქმნიან თუ როგორ იქცევი, შენც რეაგირებ შენს ქცევაზე; შენ განმარტავ და აფასებ მას. ეს ინტერპრეტაციები და შეფასებები მე-კონცეპციის ჩამოყალიბებაში გეხმარება. მაგალითად, დავუშვათ გჯერა, რომ ტყუილი ცუდია. თუ მოიტყუები, ამ ქცევა ტყუილის შესახებ გაშინაგნებული რწმენების მიხედვით შეაფასებ. ამდენად საკუთარ ქცევაზე უარყოფითი რეაქცია გექნება. თუ შენი ქცევა შენს რწმენებს ეწინააღმდეგება, შეიძლება მაგალითად დანაშაულის განცდა გაგიჩნდეს. ამის საპირისპიროდ, დავუშვათ სხვა სტუდენტს ამეცადინებ და ეხმარები კურსის გამოცდის ჩაბარებაში. ამ ქცევას სავარაუდოდ დადებითად შეაფასებ; ამ ქცევის მიმართ დადებითი განცდები გექნება და შესაბამისად, საკუთარი თავის მიმართაც.

0
344
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ მარგველანი
მარიამ მარგველანი
344
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0