სხვა მცხეთის ქორეოგრაფიული ანსამბლი როკვა 2 ნომინაციაში გახდა გამარჯვებული 2017, 20 ივლისი, 0:42 აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში გამართულ ფესტივალზე, რომლის ორგანიზატორიც აზერბაიჯანის ცეკვების ფედერაცია გახლდათ , მცხეთის კულტურის სახლის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა "როკვა"მ 2 ნომინაციაში გაიმარჯვა: "საუკეთესო ქორეოგრაფია" და "საუკეთესო კომპოზიცია" ასევე ანსამბლის თითოეულმა წევრმა აიღო ლაურიანტობის და მადლობის დიპლომები. ფესტივალი არ მოიცავდა საპრიზო ადგილებს ან გრანპრს, 4 ნომინაციიდან კი 2-ში მცხეთის ანსამბლ როკვამ ჰპოვა გამარჯვება. ანსამბლის მალე შემოგთავაზებთ ვრცელ ინტერვიუს ანსამბლ "როკვა"ს ქორეოგრაფთან ბატონ გიორგი პატაშურთან, მომავალ გეგმებზე, დაგეგმილ გასტროლებზე, კონცერტებზე და ა.შ. 45 1-ს მოსწონს
|