x
HR სისტემის მნიშვნელობა, მისი ასპექტები და კონკრეტული თვალსაჩინოება

„გუგლი“ გახლავთ ამერიკული ტრანსნაციონალური საზოგადოებრივი კორპორაცია, რომელიც ახორციელებს ინვესტიციას მსოფლიო ინტერნეტ-საძიებო სისტემისა. იგი დაარსებულ იქნა
1996 წელს - ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის მიერ, როგორც ერთ-ერთი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი. ამ პერიოდში პეიჯი და ბრინი სპენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტები გახლდნენ. „გუგლი“ ოფიციალურად დაარსებულ იქნა
1998 წლის 4 სექტემბერს. 2004 წლის 19 აგვისტოდან კომპანიამ დაიწყო თავისი აქციების საფონდო ბირჟაზე გაყიდვა. თითოეული აქციის ფასი
85$-ს შეადგენდა, რაც

იმ დროისათვის არცთუ ძვირი იყო,
მალე კი მისი მფლობელები მილიონრებად იქცნენ.
2013 წელს კომპანია მოექცა ამერიკული სამეწარმეო ჟურნალის - „Fortunes”, ასეულის სათავეში, როგორც ამერიკის ყველაზე კარგად დამსაქმებელი კომპანია, თუნდაც სწორედ ამ ფაქტიდან გამომდინარე არ არის გასაკვირი თუ რატომ მოექცა ის ჩვენი ყურადღების ობიექტში. მისი სისტემა ნათარგმნია მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე. დღეისათვის კორპორაცია ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია მსოფლიოში. ის მუდმივად ცდილობს, რომ დააკმაყოფილოს და ზუსტად უპასუხოს იმ გამოწვევბს, რომელიც მომხმარებლების

მხრიდან გამოიკვეთება, „გუგლი“
სრულიად ორიენტირებულია მომხმარებლების საჭიროებებზე.



თავდაპირველად აუცილებლად უნდა განვიხილოთ „გუგლი“-ს,
ამ საოცრად წარმატებული კორპორაციის მისია,
ხედვა და მიზანი, რადგან ვიცით, თუ რაოდენ დიდ როლს თამაშობს თითოეული მათგანი ნებისმიერი კომპანიის წარმატება წარუმატებლობის საკითხში. უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული მათგანი ერთმანეთთან მჭიდროდ და მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული. მათ,
რა თქმა უნდა, განსხვავებული „ფუნქცია“ აკისრიათ, თუმცა ერთმანეთის გარეშე ორგანიზაცია

ფაქტობრივად წარმატებული ვერ იქნება, ამიტომ ისინი ცალ-ცალკე წარმოუდგენელიც კი გახლავთ.









„გუგლი“-ს მისია ჟღერს შემდეგნაირად: მოიცვას მსოფლიო ინფორმაცია და გახადოს ის საყოველთაოდ ხელმისაწვდომი. მისიის შინაარსი საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანია. პირველ რიგში იმიტომ,
რომ ალბათ თითოეული ჩვენგანი თავის ყოველდღიურობიდან გამომდინარე სრულად ეთანხმება მას.
მისია სრულიად პასუხობს იმ შინაარს, რისი მატარებელიცაა, რადგანაც როგორც უკვე აღვნიშნე ის ხელისაწვდომია ენობრივი თვალსაზრისითაც კი თითქმის მტელი მსოფიოსათვის.



განვიხილოთ „გუგლი“-ს ხედვა,
რომელიც შემდეგი სახისაა: უზრუნველყოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მხოლოდ ერთი მოქმედებით. ეს კორპორაცია საკუთარ

მომხმარებელს აძლევს იმის საშუალებას და სრულად უზრუნველყოფს იმ ყოველივეს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიიღოს მისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაცია.



ძალიან მნიშვნელოვანია განვიხილოთ ჩვენ მიერ განხილული კორპორაციის მიზანი,
რომელიც ასე გამოიყურება: უზრუნველყოს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ორგანიზება. „გუგლი“
ფაქტობრივად მონაწილეობს მის მომხმარებელთა ყოველდღიური ცხოვრების ორგანიზებაში, დაგეგმვაში, ზოგჯერ სრულიად ჩვეული მოქმედებების უფრო წამრატებით განხორციელებაშიც კი,
რადგან ის გვეხმარება დღესდღეობით

ყველაზე მნიშვნელოვანის და ღურებულის - ინფომაციის მოპოვებაში. არსებული მიზანი ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ უფრო დეტალურად, კორპორაცია საკუთარ მიზანს გარკვეულ პუქტებად გვთავაზობს, ესენია:



ყველაზე კარგია შექმნა საუკეთესო; ჩქარა უკეთესია, ვიდრე ნელა;დემოკრატია ინტერნეტ სივრცეში, სამუშაო გარემოში;არ არის საჭირო ინფრომაციის ძებნა მხოლოდ სამუშაო მაგიდაზე;ირგვლივ ყოველთვის უამრავი ინფორმაციაა;ინფორმაციის საჭიროება კვეთს საზღვრებს;შეგიძლია იყო სერიოზული პიჯაკის გარეშე;მხოლოდ დიდებულება არ არის საკმარისად კარგი.



თითოეული მათგანის აზრი საკმაოდ გასაგებია, თუმცა განვიხილოთ უფრო დეტალურად. „გუგლი“-ს პრეტენზია აქვს იყოს საუკეთესო და იცის თუ რას ნიშნავს ეს და რამდენად დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ის მუდმივად ცდილობს მომხმაებელს მაქსიმალურად სწრაფად მიაწოდოს ინფორმაცია. მისთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ არსებული ინფორმაცია იყოს ველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი. გვაძლევს საშუალებას ჩვენთვის სასურველი ინფორმაცია მივიღოთ ნებისმიერ

ადგილას, ნებისმიერი ტექნიკის გამოყენებით, რომელიც იძლება ამის საშუალებას, რა თქმა უნდა.
ვიცით, რომ ვცხოვრობთ ინფორმაციის სამყაროში, სადაც ყველაზე ღირებული, ფასეული არის ინფორმაცია, რომელიც მუდმივად იზრდება, მდიდრდება გარემოში, რის მიმართაც შეგვიძლაი გვქონდეს წვდომა.
„გუგლი“
ნათარგმნია მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე, მას არ გააჩნია საზღვრები, მომხმარებელს შეუძლია ინფრომაციის მოპოვება პლანეტის თითქმის ნებისმიერ კუთხეში. კორპორაციაში არსებულ კულტურას მოგვიანებით შევეხებით, სადაც დეტალურად იქნება

განხილული და ნათელი გახდება თუ რას ნიშნავს დებულება: შეგიძლია იყო სერიოზული პიჯაკის გარეშე.
მიუხედავად იმისა,
რომ „გუგლი“
არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მოწინავე თავის სფეროში ის არ ნებდება და მუდმივად ცდილობს სიახლეების დანერგვას, მსოფლიოს ახალ გამოწვევებზე პასუხის გაცემას, ფეხის აწყობას და არ თვლის,
რომ უნდა შეჩერდეს, მიილტვის მუდმივად გაუმჯობესებისკენ, უკეთესის შექმნისკენ, რათა კიდევ უფრო მეტად, უფრო მაღალი ხარისხით დააკმაყოფილოს მომხმარებელი და შეასრულოს საკუთარი უდიდესი

მიზანი, მიაწოდოს მათ მსოფლიოში არსებული ინფორმაცია მაქსიმალურად სწრაფად, ხარისხიანად და მარტივად.

image

0
64
შეფასება არ არის
ავტორი:თეკლა რატიანი
თეკლა რატიანი
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0