x
განათლების მიღების შესაძლებლობა და ფსიქოლოგია

მე მინდა ყურადღება გავამახვილო განათლებაზე, განათლების სისტემაში არსებულ ერთ-ერთ უდიდეს და უმნიშვნელოვანეს პრობლემაზე, რომელიც გვეხება თითოეულ ჩვენგანს. მე არ ვისაუბრებ განათლების საერთო დონის პრობლემაზე, ან მასწავლებელთა განათლების დონეზე, არც იმ ინფრასტრუქტურულ საკითხებზე, რომლებიც არსებობს და მოგვარებას საჭიროებს და კიდევ სხვა უამრავ ჩავარდნებზე, მე ჩემს საკონფერენციო თემას დავუთმობ ინკლუზიურ განათლებას, იმ ადამიანებს, რომლებიც საჭიროებენ ინკლუზიური განათლების მიღებას, ანუ სსსმ პირებს და ამ პროცესში ფსიქოლოგის როლს.



სამწუხაროდ შესაძლებელია არსებობდნენ ადამიანები, რომლებისთვისაც ეს დეფინიცია უცნობია, ამიტომ განვმარტავ მას, სსსმ პირები ნიშნავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს. ინკლუზია პირდაპირი თარგმანით ინგლისურიდან ნიშნავს ჩართვას, ჩართულობას, თუმცა მისი მნიშვნელობა სინამდვილეში ბევრად უფრო დიდი და მრავლისმომცველია, იკლუზია ნიშნავს განათლებას შეუზღუდავ გარემოში, ანუ გარემოში, სადაც თითოეული ადამიანის უფლება დაცულია.



საქართველოში დიდი ხანი არ არის, რაც ინკლუზიური განათლების დანერგვა დაიწყო საგანმანათლებლო სტრუქტურებში. საზოგადოება ცდილობს თითოეული ინდივიდისთვის განათლება ხელმისაწვდომი გახადოს. დასაფასებელია ის ნაბიჯები, რომელიც დღეს სახელმწიფოს მხრიდან იდგმება, მაგრამ არსებობს ბევრი ხარვეზი. ინკლუზიური განათლების განხოციელება სკოლებში შეუძლებელია რამდენიმე პრო-ფესიის მქონე ადამიანის გვერდის ავლით და ამ ადამიანთა რიცხში ერთ-ერთი წამყვანი როლი ენიჭება ფსიქოლოგს. ინკლუზიური განათლების პროცესის წარმატებისთვის

აუცილებელია თითოეულ სკოლაში მინიმუმ ერთი კვალიფიციური, უმაღლესი განათლების მქონე ფსიქლოგი არსებობდეს და დღეს, ჩვენს რეალობაში ეს მხოლოდ სკოლის დირექტორის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, თუ რას გადაწყვეტს ის, შეუძლია სკოლას „დამატებითი ხარჯის“ დაგახდა თუ არა. ვითარება ძალიან რთულია, რადგან მე თვითონ ვმუშაობდი ამ სისტემაში და პირადად ვაწყდებოდი უამრავ პრობლემას. პრობლემა მთელ ქვეყანას მოიცავს, რადგან საქმე ეხება ახალ თაობას, მომავალს, მათ ვინც უნდა მართონ ჩვენი სახელმწიფო. აუცილებელია, როგორც შესაბა-მისი საკანონმდებლო აქტის არსებობა, ისე რეალურად, პრაქტიკულად განსახორციე-ლებელი გზების არსებობა, შესაბამისი ბიუჯეტის გამოყოფა სახელმწიფოს მხრიდან, უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში ცვლილებების განხორციელება, რათა მეტი ცოდნის მიღება შეძლოს დამწყებმა ფსიქოლოგმა, რაც მთავარია არა მხოლოდ თეო-რიული, არამეს პრაქტიკული ცოდნის მიღება. მჯერა, რომ საქართველო წარმატებით გაივლის და მიაღწევს დასახულ მიზანს. ჩვენს ქვეყანაში თითოეულ ადამიანს შეეძლება საგანმანათლებლო სისტემაში

აქტიური ჩართვა და განათლების მიღება.image

0
36
შეფასება არ არის
ავტორი:თეკლა რატიანი
თეკლა რატიანი
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0