x
ინტერპერსონალური კონფლიქტები
image

ინტერპერსონაოლური კონფლიქტი არის უთანხმოება ორ მოკავშირე პირს შორის, რომლებიც თავიანთ მიზნებს აღიქვამენ, როგორც შეუთვსებელს: ახლობლები, მეგობრები, კოლეგები, ოჯახის წევრები.უფრო კონკრეტულად კონფლიქტი წარმოიშობა, როდესაც:ადამიანები არიან ურთიერთდამოკიდებულნი, ერთი პიროვნების ქცევა გავლენას ახდენს მეორე პიროვნებაზე.ორივე მხარემ იცის თავიანთი მიზნების შეუთავსებლობის შესახებ;თუ ერთი პირის მიზნები დაკმაყოფილდება, მეორისა მიუწვდომელი დარჩება. მაგალითად-პირველს უნდა მანქანის შეძენა, ხოლო მეორეს იპოთეკის დაფარვა წარმოიშობა კონფლიქტი უნდა აღინიშნოს, რომ ეს სიტუაცია არ გამოიწვევდა კონფლიქტს თუ წყვილს ექნებოდა ამოუწურავი რესურსი, რის შემთხვევაშიც ორივეს შეეძლებოდა მანქანის ყიდვაც და იპოთეკის დაფარვაც.
ინდივიდები ერთმანეთს აღიქვამენ, ხელის შემშლელ ფაქტორად თავიანთი მიზნების მიღწევაში.რაც უფრო მეტია ურთიერთდამოკიდებულება, მით უფორ მეტია საკითხების რაოდენობა, რომლებზეც კონფლიქტებია ორიენტირებული.ასევე, უდრო მეტია გავლენა კონფლიქტის და კონფლიქტის მართვის ურთიერთმოქმედება ინდივიდებზე და ურთიერთობებზე.

მითები ინტერპერსონალური კონფლიქტების შესახებ:

-უკეთესი იქნება თუ კონფლიქტს ავირიდებთ, დრო ნებისმიერ
პრობლემას გადაჭრის;


-თუ ორი ადამიანი კონფლიქტში იმყოფება ერთმანეთთან ურთიერთობისას, ეს ნიშნავს, რომ მათი ურთიერთობა საფრთხის ქვეშაა, კონფლიქტი რთული ურთიერთობის ნიშანია;

-კონფლიქტი აზიანებს ინტერპერსონალურ ურთიერთობებს;
-კონფლიქტი დამანგრეველია, რადგან შეუძლია გამოავლინოს თქვენი ნეგატიური მხარეები;
-ნებისმიერ კონფლიქტში უნდა იყოს გამარჯვებული და დამარცხებული,
რადგან მიზნები შეუთავსებელია, ვიღაცამ უნდა მოიგოს და ვიღაცამ წააგოს.

ამ დებულებიდან ყველა მცდარია და ეს მითები იოლად შეგიშლით ხელს კონფლიქტთან ეფექტურად გამკლავებაში.კონფლიქტი იმდენად არ ქმნის პრობლემებს, რამდენადაც ის მიდგომა და განმკლავების გზა, რომელსაც ირჩევთ მასთან მიმართებაში. კონფლიქტთან მიდგომის ზოგ გზას შეუძლია გადალახოს სირთულეები და განსხვავებები, გააუმჯობესოს ურთიერთობა. სხვა გზებს შეუძლიათ ურთიერთობის დაზიანება, თვითშეფასების განადგურება, წარმოქმნან განრისხება და ეჭვი.ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტი არ ნიშნავს ვიღაცის გამარჯვებას ან დამარცხებას, ორივე მხარემ შეიძლება მოიგოს, ამიტომ თქვენი ამოცანაა დაისწავლოთ კონფლიქტის მართვის შესაბამისი და პროდუქტიული გზები, ამრიგად არავინ აღმოჩნდება წაგებულ პოზიციაში.

ნტერპერსონალური კონფლიქტის პრინციპები:
-კონფლიქტის გარდაუვლობა
-კონფლიქტის დადებითი და უარყოფითი მხარეები
- კონფლიქტი ფოკუსირებული კონტექსტზე ან ურთიერთობებზე
-სხვადასხვა სტილის კონფლიქტები და მათი შედეგები
-კულტურის გავლენა კონფლიქტზე.

კონფლიქტი ნაწილია ყველა ინტერპერსონალური ურთიერთობის, მშობლისა და შვილის, და-ძმის, მეგობრებს, თანამშრომელბს შორის. ფაქტი, რომ ადამიანები განსხვავებულები არიან, აქვთ განსხვავებული ისტორიები და განსხვავებული

მიზნები უცვლელად აწარმოებს განსხვავებებს ინდივიდებს შორის. თუ ადამიანები ურთიერთდამოკიდებულები არიან, ეს განსხვავებები მიგვიყვანს კონფლიქტამდე, ის კი ფოკუსირებულია ფართო სპექტრის საკითხებზე და ექსტრემალურად პირადული შეიძლება იყოს.
კონფლიქტს შეიძლება დადებითი და უარყოფითი ეფექტები გააჩნდეს.მისი დადებითი და უარყოფით მხარეები დამოკიდებულია, მასთან გამკლავების გზებზე.
ნეგატიური ეფექტები-კონფლიქტის ნაკლოვანებებს შორის ხშირადაა, რომ გაზრდილი უარყოფითი გრძნობებისკენ მივყავართ მას.კონფლიქტთა უმრავლესობა მოიცავს უსამართლო ბრძოლის მეთოდებს და უმეტესად ორიენტირებულია ტკივილის მიყენებაზე, თუ ეს მოხდა ნეგატიური გრძნობები გაიზრდება. კონფლიქტს ასევე შეუძლია შეამციროს ის ენერგია, რომელიც სხვა სფეროებს უკეთესად მოხმარდებოდა.კონფლიქტს შეუძლია მიგიყვანოთ იქამდე, რომ რომ ჩაიკეტოთ გარშემო მყოფებისგან. როდესაც განცდებს მალავთ, ზღუდავთ მნიშვნელოვან კომუნიკაციას და ინტერაქციას. თავის მხრივ ეს ხელს უშლის ურთიერთობას. ურთიერთობის მოთხოვნილების გამო, ამ შემთხვევაში შეიძლება ორივე ან/და მეორე მხარე ეძებდეს სხვასთან ინტერაქციას, რაც უფრო აღრმავებს კონფლიქტს.
პოზიტიური ეფექტები-კონფლიქტის უპირატესობაა, რომ გაიძულებს განიხილოთ პრობლემა და იმუშავოთ მის პოტენციურ გადაჭრაზე.თუ გამოიყენებთ პროდუქტიულ კონფლიქტის სტრატეგიებს, ურთიერთობა შეიძლება გაძლიერდეს და უფრო დამაკმაყოფილებელი გახდეს ვიდრე იყო.კონფლიქტის და მისი რეზოლუციის განმავლობაში თითოეული მხარე ლაპარაკობს საკუთარ საჭიროებებზე.
კონფლიქტი ფოკუსირებული კონტექსტზე ან/და ურთიერთობაზე.
კონტექსტის კონფლიქტი ორიენტირებულია საგნებზე, მოვლენებზე და პიროვნებებზე, რომელებიც ჩვეულებრივ ექსტერნალურია კონფლიქტში ჩართულ ადამიანებთან მიმართებაში. ეს მოიცავს მილიონობით საკითხს, რომლებზეც კამათობთ ყოველდღიურად: რას უყუროთ ტელევიზორში, ვინუნდა დაწინაურდეს, დანაზოგის დახარჯვი გზები.ურთიერთობების კონფლიქტი მრავალრიცხოვანია და დაკავშირებულია ინდივიდებს შორის ურთიერთობასთან-ისეთი საკითხებით, როგორიცაა ვინაა პასუხისმგებელი, თანასწორობა ან მისი ნაკლებობა ურთიერთბაში და ვის აქვს უფლება განსაზღვროს ქცევა. ამის მაგალითია უმცროსი ძმა, რომელიც არ ემორცილება უფორსს, პარტნიეორები, რომლებსაც თანასწორად სურთ გამოთქვან აზრი დასასვენებელიადგილის არჩევასთან დაკავშირებით.
კონფლიქტის სტილი განაპირობებს შედეგებს.სტრატეგია რომლითაც ჩართული ხართ კონფლიქტში, გავლენას ახდნს კონფლიქტის მოგვარებაზე და მხარეებს შორის ურთიერთობაზე. კონფლიქტის მკვლევრები გამოყოფენ ჩართულობის ხუთ სტილს. ქვევით მოცემული კონფლიქტის სტილებიდან შეეცადეთ იდენტიფიცირება მოახდინოთ თქვენ მიერ ხშირად არჩეულ კონფლიქტის სტილთან, აგრეთვე იმ ადამიანბისაც რომელთან ურთიერთობაშც იმყოფებით.შეჯიბრი-მე ვიგებ, შენ აგებ შეჯიბრის
სტილი გამოხატავს შეწუხებას თქვენს პირად საჭიროებებზე და სურვილებზე, ნაკლებადაა გათვალისწინებული სხვისი სურვილები და საჭიროებები. კონფლიქტში, რომელიც გამოწვეული შეჯიბრით სხივისი დადანაშაულება ხდება ვერბალური აგრესიულობით.ეს სტილი მოიცავს მე ვიგებ-შენ აგებ ფილოსოფიას. ამ ფილოსოფიით კონფლიქთს ისე მართავთ, რომ მოიგოთ და მეორე მხარემ წააგოს. ეს სტილი დამაკმაყოფილებელია ისეთი სიტუაციებისათვის, სადაც ერთი პიროვნება იღებს სასურველს მეორის წაგებით. თუმცა ინტერპერსონალურ სიტუაციებში ამ ფილოსოფიამ შეიძლება გამოიწვიოს წაგებული მხარის უკმაყოფილება, რაც იოლად გადაიზრდება დამატებით კონფლიქტში. მეტიც, ერთი მხარის მოგებით და მეორის წაგებით ფაქტი შეიძლება ნიშნავდეს, რომ კონფლიქტი რეალურად არაა გადაჭრილი, ის უბრალოდ დასრულებულია.განრიდება-მე ვაგებ, შენ აგებ.განრიდების სტილის მიხედვით ერთი მხარე ინდიფერენტულია როგორც საკუთარი, ისე სხვისი საჭიროებებისა და ინტერესების მიმართ. ამრიდებელი გაურბის რეალურ კომუნიკაციას პრობლემის შესახებ, ცვლის თემას როდესაც პრობლემა წამოიჭრება და ცდილობს გაექცეს სიტუაციას როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქიკურადაც.როგორც ხედავთ ეს სტილი არაა ეფექტური კონფლიქტის გადაჭრისთვის და შიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც მე ვაგებ-შენ აგებ ფილოსოფია.ინტერპერსონალური კონფლიქტები იშვიათად ქრება თავისით. თუ ის არსებობს, პირისპირ უნდა შევხედოთ და ეფექტურად გავუმკლავდეთ. განრიდების ფილოსოფია მხოლოდ ხელს უწყობს კონფლიქტის გაზრდასა და გართულებას.დათმობა-მე ვაგებ, შენ იგებ.ამ სტილით ერთი მხარე სწირავს პირად საჭიროებებს მეორე მხარის საჭიროებებს. მთავარი მიზანია ჰარმონიის შენარჩუნება და მშვიდობა ურთიერთობაში ან ჯგუფში.ეს სტილი გეხმარებათ მაშინვე მიაღწიოთ მშვიდობის შენარჩუნების მიზანს და შესაძლოა სხვა პირის სურვილების დაკმაყოფილებაშ დაგეხმაროთ, მაგრამ ნაკლებად გეხმარებათ საკუთარი საჭიროებების მიღებაში, რაც არ ქრება თავისთავად.
დათმობა წარმოადგენს მე ვაგებ, შენ იგებ ფილოსოფიას. შეიძლება ეს სტილი მეორე მხარისთვის ბედნიერების მინიჭების საშუალებას იძლევა, მაგრამ შეუძლებელია მივიღოთ ინტერპერსონალური კონფლიქტიდან ხანგძლივი გამოსავალი. საბოლოოდ შეიძლება დათმობამ გამოიწვიოს უკმაყოფილება როგორც მეორე მხარით, ასევე საკუთარი თავით.თანამშრომლობა-მე ვიგებ, შენ იგებ. ეს სტილი ყურადღებას ამახვილებს ორივე მხარის საჭიროებებზე.ხშირად მას მიიჩნევენ იდეალურად. თანამშრომლობას სჭრიდება დრო და სურვილი კომუნიკაციისთვის, განსაკუთრებით მოსმენა მეორე მხარის საჭიროებებისა და პერსპექტვებისთვის. თანამშრომლობა თითოეული პიროვნების საჭიროებებს აძლევს შესაძლებლობას დაკმაყოფილდეს-მე ვიგებ, შენ იგებ სიტუაცია. კოლაბორაციას ხელს უწყობს რეზოლუცია, სადაც ორივე მხარემოგებაში ჩება.კომპრომატები-მე ვიგებ და ვაგებ, შენ იგებ და აგებ. ეს სტილი ყურდღებას ამახვილებს ნაწილობრივ ერთი და ნაწილობრივ მეორე მხარის საჭიროებებზე. ეს სტრატეგია შეიძლება შევადაროთ შეხვედრას სანახევროდ გავლილ გზაზე. კომპრომატირება სიმშვიდის შენარჩუნებაში გვეხმარება, მაგრამ აგრეთვე გვაძლევს გარდაუვალი წაგებით გამოწვეულ დაუკმაყოფილებლობას, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ.კომპრომატირებას შეიძლება ვუწოდოთ-მე ვაგებ და ვიგებ, შენ აგებ და იგებ სტრატეგია.ხშირია შემთხვევა, როდესაც ორივე მხარე ვერ იღებს სასურველს.
კონფლიქტზე გავლენას ახდენს მონაწილეთა კულტურა- განსაკუთრებით მათი რწმენენი და ღირებულებები კონფლიქტთან დაკავშირებით. კულტურა გავლენას ახდენს კონფლიქტის თემებზე, ისევე როგორს კონფლიქტთან გამკლავების გზებზე. მაგალითად18 წლის თანამცხოვრებ ინდივიდებს კონფლიქტი ექნებათ მშობლებთან ცხოვრების სტილთან დაკავშირებით უფორ მეტად, თუ ისინი აშშ-ში ცხოვრობენ, ვიდრე შვედეთში მაცხოვრებლებს, სადაც თანაცხოვრება გაცილებით მისაღებია.კონფლიქტის თემები დამოკიდებული იქნება აგრეთვე იმაზეც, კულტურა მაღალი კონტექსტისაა თუ დაბალი.მაღალი კონტექსტის კულტურებში, კონფლიქტი ორიენტირებულია კოლექტივის ნორმებისა და ღირებულებების დარღვევაზე. ამის საპირისპიროდ, დაბალი კონტექსტის კულტურებში კუნფლიქტი წარმოიშობა, როდესაც ინდივიდუალური ნორმებია დარღვეული.კონფლიქტის ბუნება-კულტურა განასხვავებს იმასაც, თუ როგორ განვსაზღვრავთ კონფლიქტს. მაგალითად ზოგ კულტურაში მისაღებია ქალისთვის ნეგატიური მიმართვა და მისი არათანასწორად განხილვა.უმრავლესობაში, ამერიკაში ეს გამოიწვევს კონფლიქტის საფუძველს.ამერიკელები და იაპონელები განსხვავდებიან კონფლიქტის მიზნის ხედვაშიც. იაპონელები კონფლიქტს და მის რეზოლუციას ხედავენ კომპრომისის პირობებში.ამერიკაში მას გამარჯვების პერსპექტივაში განიხილავენ. საკითხები, რომლებიც იწვევენ და აღრმავებენ კონფლიქტს, კონფლიქტის სტრატეგიები,
რომელბიც მოსალოდნელი და მისაღები და დამოკიდებულება კონფლიქტის მიმართ განსხვავდება ჯგუფიდან ჯგუფს შორის.








0
233
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ მარგველანი
მარიამ მარგველანი
233
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0