x
რა არის თვითშეფასება და როგორ გავზარდოთ ის?
image


თვითშეფასება საზომია, თუ რამდენად ღირებულად თვლით თავს.ის წარმოადგენს საკუთარი პიროვნების, საკუთარი მე-კონცეფციის სუბიექტურ შეფასებას. იგი არის პიროვნების მიერ თავისი თავის, საკუთარი შესაძლებლობების, თვისებების და სხვა ადამიანთა შორის ადგილის შეფასება.თუ მაღალი თვითშეფასება გაქვთ,
საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის ხართ; თუ დაბალი თვითშეფასება გაქვთ, საკუთარ თავს უარყოფითად ხედავთ.თვითშეფასების უკან ის ძირითადი
მოსაზრება დგას, რომ როდესაც შენი თავისადმი - ვინ ხარ და რისი გაკეთება შეგიძლია
- კარგი დამოკიდებულება გაქვს, უკეთესი შედეგებიც გაქვს. როდესაც ფიქრობ, რომ წარმატებული ხარ უფრო მეტად იქცევი როგორც წარმატებული. ამის საპირისპიროდ, როდესაც ფიქრობ რომ წარუმატებელი ხარ, უფრო მეტად იქცევი როგორც წარუმატებელი.შესაბამისად, ძალიან მნიშნელოვანია პოზიტიური თვითშეფასების ფორმირება.წარმოგიდგენთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ თვითშეფასების გაზრდაში.

ებრძოლე თვითდესტრუქციულ მოსაზრებებს. დაუპირისპირდი თვითდესტრუქციულ შეხედულებებს - შენი თავის შესახებ არანაყოფიერი შეხედულებები, რომლებიც მიზნების მიღწევას უფრო გირთულებს მაგალითად, თვითდესტრუქციული შეხედულებები შეიძლება იყოს:რწმენა, რომ აუცილებლად სრულყოფილი უნდა იყო; ამის გამო სამსახურში, სკოლაში და სახლში ცდილობ არარეალისტურად მაღალ დონეზე გააკეთო საქმე; სრულყოფილებაზე ნაკლები ნებისმიერი რამ მიუღებელია.რწმენა, რომ ძლიერი უნდა იყო, რაც გეუბნება, რომ სისუსტე და ნებისმიერი სხვა უფრო მოწყვლადი ემოცია - როგორიცაა მწუხარება, თანაგრძნობა და მარტოობა - არასწორია.რწმენა, რომ სხვებს უნდა ასიამოვნო და შენი
ღირებულება იმაზეა დამოკიდებული თუ რას ფიქრობენ შენზე სხვები.რწმენა, რომ უნდა იჩქარო; ეს გიბიძგებს საქმეები სწრაფად აკეთო, შეეცადო მეტი გააკეთო ვიდრე მოცემულ დროში იქნებოდა გონივრული.რწმენა, რომ იმაზე მეტი პასუხისმგებლობა
უნდა აიღო ვიდრე შეიძლება მოელოდე რომ ერთი ადამიანი გაუმკლავდება.
ეს შეხედულებები / რწმენები არარეალისტურად მაღალ სტანდარტებს აწესებს, და ამიტომ ყოველთვის წარუმატებლობით სრულლდება. შედეგად შეიძლება უარყოფითი მე-ხატი ჩამოყალიბდეს, საკუთარი თავი დაინახო როგორც მუდმივად წარუმატებელი. ამიტომ, ეს თვითდესრტრუქციული შეხედულებები უფსო კონსტრუქციულით ჩაანაცვლეთ, როგორიცაა „მე ბევრ რამეში წარმატებული ვარ, მაგრამ არ არის აუცილებელი ყველაფერში წარმატებული ვიყო, “; „კარგი იქნებოდა ყველას ვუყვარდე, მაგრამ ჩემი ბედნიერებისთვის ეს არაა აუცილებელი"; "ზოგჯერ კარგია იყო
ძლიერი, მაგრამ ასევე კარგია სისუსტის ჩვენება შეგეძლოს; "შემიძლია შევჩერდე,
შევისვენო და ყოველთვის არ ვიჩქარო."; "არსებობს ზღვარი იმაში
თუ რისი გაკეთება შეუძლია ერთ ადამიანს; მე ვაკეთებ იმას რაც შემიძლია და დანარჩენს არ ვაკეთებ."

ეძიეთ სასარგებლო ადამიანები.ფსიქოლოგმა კარლ როჯერსმა განასხვავა საზიანო და სასარგებლო ადამიანები. საზიანო ადამიანები აკრიტიკებენ და ყველაფერში წუნს პოულობენ.მეორეს მხრივ, სასარგებლო ადამიანები დადებითი და ოპტიმისტური არიან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი გვაჯილდოვებენ, გვეფერებიან, საკუთარი თავის მიმართ კარგად გვაგრძნობინებენ თავს.თქვენი თვითშეფასების გასაზრდელად ასეთი ადამიანები ეძიეთ. ამავე დროს, თავი აარიდეთ საზიანო ადამიანებს - ისინი ვინც საკუთარი თავისადმი უარყოფითად გაგრძნობიენენ თავს.ეცადეთ თვითონ გახდეთ სასარგებლო, რომ სხვების თვითშეფასება გაზარდოთ.
თქვენს მსგავს ადამიანებთან იდენტიფიკაცია ასევე ზრდის თვითსეფასებას. მაგალითად, ყრუ ადამიანებს, რომლებიც ვრცელ ყრუ თემში ჩაერთნენ მეტი თვითშეფასება ჰქონდათ ვიდრე მათ ვისაც ამ თემთან იდენტიფიკაციას არ ახდენდა. ამის მსგავსად, თქვენს კულტურულ ჯგუფთან იდენტიფიკაცია დადებითი თვითშეფასებისთვის სასარგებლოა.



ისეთ პროექტებზე იმუშავეთ რაც წარმატებას მოგიტანთ.ზოგიერთ ადამიანს წარუმატებლობა სურს (ან ეს ასე ჩანს). ისინი ხშირად ისეთ პროექტებს კიდებენ ხელს რაც წარუმატებლობას მოუტანს უბრალოდ იმიტომ რომ ამ პროექტების დასრულება შეუძლებელია. ამ მახეს თავი აარიდეთ და ისეთი პროექტები შეარჩიეთ რაც წარმატებით დასრულდება. თითოეული წარმატებაა თქვენს თვითშეფასებას
ქმნის. ასევე, თითოეული წარმატება შემდეგ წარმატებას აადვილებს. თუ პროექტი ჩავარდება, აღიარეთ რომ ეს არ ნიშნავს რომ თქვენ წარუმატებელი ხართ. ყველას აქვს სადმე წარუმატებლობა.წარუმატებლობა ისაა რაც შეგემთხვათ; ეს არაა ის რასაც თქვენ ქმნით, და ეს არაა თქვენს შიგნით არსებული რამ. გარდა ამისა, ერთხელ წარუმატებლობა არ ნიშნავს, რომ შემდეგშიც წარუმატებლობას განიცდით. ამიტომ ისწავლეთ წარუმატებლობის პერსპექტივაში დანახვა.


შეახსენეთ თავს თქვენი წარმატებები. ზოგიეთი ადამიანი უფრო
წარუმატებლობებზეა მიიმართული და აზვიადებს მათ, ხელიდან გაშვებულ შეაძლებლობებს, სოციალურ შეცდომებს. თუმცა ისინი ვინც ამ წარუმატებლობებს შეესწრნენ მათ ბევრად ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ თუ თქვენი მიზანია იმის გამოსწორება რაც არასწორად გააკეთეთ, ან იმ უნარების განსაზღვრა რაც ამ წარუმატებლობის გამოსწორებას სჭირდება, მაშინ წარუმატებლობაზე ფიქრს გარკვეული დადებითი ღირებულებაც აქვს. მაგრამ თუ უბრალოდ გამოსწორების გეგმის გარეშე წარუმატებლობებზე ფიქრობ, მაშინ მხოლოდ ცხოვრებას ირთულებ და შენს თვითშეფასებას ზღუდავ. წარუმატებლობების გახსენების ტენდენციის საპირწონედ შეახსენეთ თავს თქვენი წარმატებები. გაიხსენეთ ეს წარმატებები როგორც ინტელექტუალურად ასევე ემოციურად.გააცნობიერეთ რატომ მოაღწიეთ ამ წარმატებებს, და გამოუშვით ემოციური გამოცდილება როდესაც
კალათში ჩააგდეთ ბურთი, ან ტესტში მაღალი ქულა მიიღეთ, ან მეგობარს პირადი პრობლემების დაძლევაში დაეხმარეთ. ამასობაში თქვენი დადებითი თვისებებიც გაიხსენეთ.


უსაფრთხო დადასტურება.დადასტურება უბრალოდ დებულებაა იმის შესახებ, რომ ვიღაც მართალია.მე-კონცეპციის და თვითშეფასების შესახებ მსჯელობისას, სიტყვა
დადასტურება საკუთარი თავის შესახებ დადებითი დებულებას აღნიშნავს, დებულებას რომ თქვენს შესახებ რაღაც კარგი და დადებითი მართალია. ხშირად სასურველია საკუთარ თავს თქვენი წარმატება შეახსენოთ - კარგ საქმეებზე იფიქროთ; თქვენს დადებით თვისებებზე, სიძლიერეებზე და ღირსებებზე; და მეგობრებთან, საყვარელ
ადამიანებთან და ნათესავებთან თქვენს ნაყოფიერ და შინაარსიან უთიერთობებზე
თვითდადასტურების განხილვისთვის სასარგებლოა „მე ვარ“, „მე შემიძლია“, და „მე გავაკეთებ“ დებულებების გამოყენება.
მე ვარ დებულება“ თქვენს მე-ხატზეა მიმართული - როგორ
ხედავთ თქვენს თავს - და შეიძლება მოიცავდეს მაგალითად „მე ვარ ღირებული ადამიანი, “„მე პასუხისმგებლობის მქონე ვარ, “ „მე შემიძლია სიყვარული, “ და „მე გუნდის კარგი მოთამაშე ვარ“.

მე შემიძლია დებულება“ თქვენს უნარებზეა მიმართული და
შეიძლება მოიცავდეს, მაგალითად „მე შემიძლია მივიღო ჩემი წარსული, ან გავუშვა კიდეც, “ „შემილია ვისწავლო ვიყო უფრო ყურადღებიანი პარტნიორი, “ „როდესაც საწიროა, შემიძლია დაჟინებული ვიყო“ და „ჩემი ბრაზის მართვა შემიძლია“


მე გავაკეთებ“ დებულებები სასარგებლო და შესაფერის მიზნებზეა
მიმართული, მაგალითად „მე დავძლევ დანაშაულის განცდას, “ „უფრო ეფექტურად ვისწავლი, “„უფრო მხარდამჭერი ვიქნები, “ და „იმაზე მეტ პასუხესმგებლობას არ ავიღებ ვიდრე შევწვდები.“

ამ რჩევის უკან დგას მოსაზრება, რომ ის თუ საკუთარ თავზე როგორ ლაპარაკობთ განსაზღვრავს რას ფიქრობთ საკუთარ თავზე.თუ დაუდასტურებთ საკუთარ თავს - ეტყვით თქვენს თავს, რომ მეგობრული ადამიანი ხართ, შეგიძლიათ ლიდერი იყოთ, რომ მომდევნო გამოცდას წარმატებით ჩააბარებთ - მალე უფრო დადებითი ემოციები გექნებათ თქვენი თავისადმი.თუმცა ზოგიერთი მკვლევარის
აზრით ასეთი დადასტურება - რომელიც თვითდახმარების წიგნებში ძალიან პოპულარულია - შეიძლება არც ისე სასარგებლო იყოს. ამ კრიტიკის საფუძველი ისაა, რომ თუ დაბალი თვითსეფასება გაქვთ, თქვენს თვითდადასტურებას არც დაუჯერებთ, რადგან საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენის არ ხართ ამ მოსაზრების თანახმად, თვითდადასტურების ალტერნატივაა სხვების მხრიდან უსაფრთხო დადასტურება.ამისთვის, მაგალითად, შესაძლებელია გაზარდოთ თქვენი ინტერპერსონალური კომპეტენცია და უფრო დადებით ადამიანებთან გქონდეთ ურთიერთობა. ამგვარად, სხვებისგან უფრო დადებით უკუკავშირს მიიღებთ - რაც, ამ მკვლევარების აზრით, თვითშეფასების გაზრდისთვის უფრო სასარგებლოა ვიდრე თვით-საუბარი.





0
708
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ მარგველანი
მარიამ მარგველანი
708
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0