x
სარკის ისტორია

სარკეების ისტორია იწყება უძველესი ხანიდან, მაგრამ ისინი დიდად განსხვავდებოდნენ იმისგან, რაშიც ჩვენ დღესდღეობით ვიხედებით. პირველი ამრეკლავი ზედაპირი იყო წყლის ზედაპირი. ბევრი ადამიანი ფულის დაზოგვის მიზნით, ავსებდა ტაშტს წყლით და მასში იხედებოდა.
image
დროთა განმავლობაში ხალხს მობეზრდა დახრა თავისი ანარეკლის დასანახად და მათ დაიწყეს ისეთი ნივთების მოძებნა, რომელსაც ჰქონდა ამრეკლავი ფუნქცია:ფოლადი, ალუმინი, გაპრიალებული რკინა.
image
ეგვიპტელები ძველად იყენებდნენ ბრინჯაოს. იმისათვის, რომ ბრინჯაოს უფრო დეკორატიული შესახედაობა ჰქონოდა სხვადასხვა ტიპის ტარს უკეთებდნენ
და კედელზე კიდებდნენ. ყველაზე გავრცელებული იყო მრგვალი ფორმა. გათხრებისას ჯერ კიდევ პოულობენ წრის ფორმის მეტალის სარკეებს თურქეთის, ეგვიპტის, ისრაელის ტერიტორიაზე. პირველმა სარკეებმა თავი იჩინა XIII საუკუნში. ასეთი სარკეები შეღუნული იყო, რაც ამახინჯებდა გამოსახულებას. მაგრამ სიზუსტე უფრო მეტი იყო ვიდრე მეტალში.

პირველი ბრტყელი სარკე გაჩნდა ვენეციაში. ისტორიკოსები თვლიან, რომ ბრტყელი სარკის საიდუმლო ამოხსნეს ფლამანდელებმა. მაგრამ შემდეგ, ვენეციელებმა
შეისყიდეს პატენტი და თვითონ დაიწყეს დამზადება. გერმანელებმა 1373 გახსნეს პირველი სარკის სახელოსნო. image
თუმცა, ვენეცია განთქმულია მეტად ხარისხიანი სარკეებით. მრავალი საუკუნის განმავლობაში, ევროპელი მეფეები ცდილობდნენ გაეგოთ ვენეციელებისგან
შუშის წარმოების საიდუმლო. პირველი, ვინც ეს მოახერხა იყო ლუდოვიკო XIV. იგი
იტალიელ ხელოსნებს საკმაოდ დიდ თანხას დაპირდა, რათა ისინი გამგზავრებულიყვნენ საფრანგეთში და იქ ესწავლებინათ სარკის ხელობა.

ჩვენს დროში შუშის წარმოება ითვლება ხელოვნებად.

0
103
შეფასება არ არის
ავტორი:ირინა ვახტანგიშვილი
ირინა ვახტანგიშვილი
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0