x
როგორ ვიგებთ ვინ ვართ ჩვენ?
imageინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ განსხვავებული წყაროებისგან მომდინარეობს.
საკუთარი თავის შესახებ ცოდნა ზოგჯერ შეიძლება სპონტანური იყოს იმის ცოდნის
გარეშე თუ საიდან მოდის ეს რწმენა. მააგრამ ჩვეულებრივ ჩვენ შეგვიძლია იმ წყაროების
იდნტიფიკაცია თუ საიდან მოდის ის ინფორმაცია რომლიდანაც ყალიბდება ცოდნა საკუთარი თავის შესახებ. ეს წყაროებია:

სოციალიზაცია საკუთარი თავის შესახებ ჩვენი ცოდნის უმეტესობა მომდინარეობს სოციალიზაციიდან. ბავშვობიდან ჩვენ გარკვეული მანერით გვეპყრობიან მშობლები, მასწავლებლები, მეგობრები. ვმონაწილეობთ კულტურულ ეთნიკურ და რელიგიურ აქტიობებში, რომლებიც მოგვიანებით თვით ჩვენი მნიშვნელოვანი ასპექტები ხდებიან. ერთი სიტყვით ყოველ მათგანი განსაზღვრავს ჩვე იდენტურობას. ამდენად, სოციალიზაცია აყალიბებს ჩვენ ადრეული გამოცდილების ბირთვს, რომლის გაშინაგანება ხდება როგორც მე კონცეფციის მნიშვნელოვანი ასპექტი.

რეფლექსირებული შეფასება – ჩვენი თავის შესახებ ცოდნას ჩვენ ვიგებთ იმ რეაქციებიდან რაც აქვს სხვა ადამიანებს ჩვენზე. კელიმ შემოგვთავაზა "სარკისებული მეს" ცნება რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანები აღიქვავენ თავის თავს როგორც სხვები აღიქვავენ და რეაგირებენ მასზე. ჩვენს პერცეპციას, თუ როგორ რეაგირებენ სხვები ჩვენზე, უწოდებენ რეფლექსირებულ შეფასებას.

უკუკავშირი სხვებიდან. ვარაუდობენ, რომ ხშირად გარშემო მყოფი ადამიანები აშკარა უკუკავშირს გვაძლევენ ჩვენთვის დამახასიათებელი თვისებების შესახებ. ეს პროცესი
ხშირად იწყება სოციალიზაციის პროცესთან ერთად, როდესაც მშობლები ეუბნებიან შვილებს თუ როგორი მუსიკალური სმენა აქვთ მათ, ან ნუ არიან ასე მორცხვები უცხოებთან, რომ მათემატიკაში არც თუ ისე ძლიერები არიან.


სოციალური შედარება. როცა გვსურს ჩვენი თავის შეფასება კონკრეტულ განზომილებაში ან თვისებაში ხშირად ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. მაგ. თუ
გვსურს გავიგოთ რამდენად კარგი მოჭადრაკეები ვართ, არ არსებობს ტესტი რომელიც
ამას გაზომავს. ასეთ სიტუაციაში ჩვენს პიროვნულ თვისებებს ვაფასებთ ჩვენი თავის
სხვასთან შედარებით. ამ პროცესს უწოდებენ სოციალურ შედარებას. ამასთან აღმოჩნდა რომ შედარებისათვის ვიყენებთ მეტნაკლებად ჩვენს მსგავს სხვას. მაგ თუ გვსურს
გავიგოთ თუ რამდენად კარგად ვიცით ჭადრაკის თამაში, შესადარებელ პარტნიორად
ვირჩევთ დაახლოებით ჩვენს მსგავს სხვას, დაახლოებით ჩვენივე დონისს მოთამაშეს.
თუ შესაფასებლად ავირჩიეთ ჩვენგან ძალიან განსხვავებული სხვა შეფასებაში
აუცილებლად შევცდებით.

თვითაღქმა. ადამიანები თავიანთი პიროვნული თვისებების შესახებ ასკვნიან აგრეთვე საკუთარი ქცევაზე დაკვირვებიდან.

საკუთარი მეს ცოდნა ემყარება მრავალ წყაროს: ადრინდელი სოციალიზაცია, რე-ფლექსირებული შეფასება, უკუკავშირი სხვებიდან თვითაღქმა, სოციალური შედარება.
ზოგჯერ შესაძლოა ჩვენ ვიცი ვინ ვართ იმის ცოდნი გარეშე თუ საიდან მოდის ეს ცოდნა.

0
55
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთევან კორძახია
ქეთევან კორძახია
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0