x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ჩვენ ერთად ვართ ძალა - სალომე ლემონჯავა

image


#ნუცაგიოსთვის. #დავეხმაროთევაბარბაქაძეს. #ერთადყველაფერსშევძლებთ. #არაპანორამათბილისს.
#NBAVOTE Zaza Pachulia…
ამა თუ იმ სოციალურ ქსელში მსგავს სტატუსებს ხშირად ვხვდებით. დაიწყებს
ერთი და შემდეგ მას მთელი საზოგადოება აიტაცებს ხოლმე. მიზეზი სხვადასხვაგვარია. ზოგი
მათგანი ახლობელია ნუცასი და გიორგისი, რომელთაც
სასწრაფო მკურნალობა ესაჭიროება საზღვარგარეთ. ზოგსაც უყვარს ძველი თბილისი და მისი
ისტორიული ნაწილი, ამიტომაც ეწინააღმდეგება ასეთ ადგილას თანამედროვე პანორამა თბილისის
მშენებლობას. ზოგი საერთოდაც გიჟდება სპორტზე
და ეროვნებით ქართველ კალათბურთელს NBA-ში მოხვედრისთვის ხმების მოგროვებაში ეხმარება.
არიან ისეთებიც, რომლებიც Facbook-ზე რამდენიმე “კაი ტიპი” მეგობრის აქტივობას რომ
შეამჩნევენ, შემდეგ იწყებენ ხმის მიცებას. ბევრია ისეთიც, რომელსაც მეგობარი inbox-ში
მისწერს და თხოვს მხარი დაუჭიროს აქციას, რომ თბილისის ყოფილი იპოდრომი გახდეს ცენტრალური
პარკი და ამისათვის სტატუსად დაწერს: - #ერთადყველაფერსშვძლებთ.. ბევრს უბრალოდ სხვების
დახმარება უნდა, ქველმოქმედება უყვარს, მეტი სიმწვანე მოსწონს და ა.შ. მოკლედ, ამ სხვადასხვაგვარი
მიზეზის გამო, ეს ადამიანები ერთიანდებიან საერთო მიზნისთვის და რა ხდება? მიზანი მიღწეულია.
ყოველთვის თუ არა, ძალიან ხშირად. ბოლომდე თუ არა, ნაწილობრივ მაინც.

მოქალაქეები ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე ხშირად ერთიანდებიან ერთი
იდეის ირგვლივ. ამის მაგალითებია გლობალური დათბობის წინააღმდეგ არსებული აქტივობა
, ტერორიზმის წინაააღმდეგ ბრძოლა, მსოფლიო მშვიდობის დამყარება და ხელშეწყობა... ქვეყნების
ლიდერები იკრიბებიან და სახავენ გეგმებს, რათა მსოფლიოში სტაბილურობა იყოს. ამ გეგმების
განმახორციებლები კი ისევდაისევ მოქალქეები არიან. მათ შორისაა ჩემი მეზობელი ნოდარი
ბიძიაც.
ჩვენს საცხოვრებელ კორპუსს, ფაქტობრივად,
პარკი არ ჰქონდა, ნოდარი ბიძიამ კი თავისით დარგო ხეები, ყვავილები, ხის სკამებიც კი
გამოთალა. ხო, კიდევ ფოლადისგან, უბრალო თუნუქისგან და სხვადასხვა მასალისგან ლამაზი
ბიჭები და გოგოებიც შექმნა. მოკლედ, ახლა ჩემს სახლს პარკიც აქვს და თან ისეთი - სუფთად რომ ისუთქებ. ნოდარი ბიძიამ მარტო ჩვენს ჯანმრთელობას კი არ შეუწყო ხელი, მთლიან
ეკოსისტემაში თავისი წვლილი შეიტანა. ალბათ, ყველას ჰყავს მისი მსგავსი ერთი მეზობელი
მაინც. ხოდა, ეს ნოდარი ბიძიები რომ გააერთიანო, უდიდესი რაოდენობა გამოვა და ეს ფაქტიც
ირიბად, მაგრამ მაინც, მოქალქეების მონაწილეობას გულისხმობს. იმ მოქალაქეების, რომელთა
გაერთიანებით, რაღაც დადებითი შედეგი იქმნება. ამიტომ, მნიშვნელოვანია ჯანსაღი და სწორი
იდეის ირგვლივ გაერთიანება და ამიტომ აქვს აზრი ასეთი იდეების არსებობას.

ჩემს ქვეყანაში არსებული კონკრეტული მაგალითებით იმის თქმას ვცდილობ, რომ
ნებისმიერი ქმედების განხორციელება შესაძლებელია. შესაძლებელია ისიც, რაც ერთი შეხედვით
სრულიად წარმოუდგენლად მიგვაჩნია. მეტიც, ეს არაა ოცნება, ეს რეალობაა, რადგან #ჩვენერთადვართძალა. პოლიტიკური კამპანია,
ქალაქების გამწვანება, სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა, დემოკრატიის განვითარება, დისრკიმინაციის
ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრა, ადამიანის უფლებების დაცვა, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლების შენარჩუნება, გავრცელებული ვირუსისა თუ დაავადების შემცირება. აი ისეთის,
მაგალითად, როგორიც მკერდის სიმსივნეა და რომელიც საქართველოში ერთ-ერთ დიდ და გავრცელებულ
პრობლემად ითვლება... ეს ის თემებია, რომელიც, პირდაპირ და ირიბად, ყველას გვეხება.
ჩვენ, მოქალაქეები, სწორედ მსგავსი მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებისთვის სხვადასხვა
გზას მივმართავთ. მთავარია ისევდაისევ პირდაპირ
თუ ირიბად ამ პროცესებში ვმონაწილეობთ და შედეგად, თუ ძალიან ან საკმარისად, ან თუნდაც
სასურველ შედეგს არ ვიღებთ, რაღაცას მაინც ვცვლით დადებითი მიმართულებით. რატომ?

#ჩვენერთადვართძალა


0
23
შეფასება არ არის
ავტორი:ტატა ბოკუჩავა
ტატა ბოკუჩავა
23