x
ცარიელი ჭურჭელი
"აუცილებელია ჭურჭელს გააჩნდეს სიღრმე, ხოლო რაც მეტი იქნება სიღრმე, მით მეტ სითხეს დაიტევს ის. თუმცა, თუ ბოლომდე გაავსებთ წყლით, აუცილებლად დაგეღვრებათ ტარებისას. - ლაო ძი"

ბუნებამ შესანიშნავი ინსტრუმენტი გვიბოძა ჭკუის სახით, თუმცა მხოლოდ ინტელექტის მხრივ ვიყენებთ და ჩვენ კულტურაში აპრობირებულია მისი ამგვარი გაიგივება. სინამდვილეში მას მეტი რამ შეუძლია, ხოლო მისი, როგორც მხოლოდ ენციკლობედიის გამოყენება დიდი ცოდვაა საკუთარი თავის მიმართ. ჩვენ ყველგან დავეძებთ ცოდნას, ვკითხულობთ მრავალ წიგნს, ვსწავლობთ ჭკვიანურ ხრიკებს და სიყვარულსაც. მაგრამ ეს, მხოლოდ ცოდნაა და ამით უკვე იმდენად ავავსეთ ჩვენი ჭკუა, რომ იღვრება. ჩვენ შეშინებულები ისევ ვავსებთ ცარიელ ადგილებს სხვა ახალი ცოდნებით, მაგრამ ისიც იღვრება.

ასე გრძელდება სულ, მთელი ცხოვრება.

სამყარო, რომელიც ასეთი მშვენიერია სინამდვილეში გვექცევა ჯოჯოხეთად და იმის გამო, რომ ჩვენს ინტელექტს, ჩვენს ამაყ ეგოს ვანიჭებთ უფრო დიდ მნიშვნელობას, ვიდრე იმსახურებს.


შეხედეთ ბავშვებს, ისინი მხოლოდ მარტივ რამეებში გვბაძავენ, მანამ სანამ მოსწონთ. აი, როდესაც არ მოსწონთ უბრალოდ არ მალავენ ამას და სხვა რამით კავდებიან.

ისინი სრულიად ცარიელი ჭურჭელივით არიან, არ გააჩნიათ თავში არავითარი ენციკლობედია და მიუხედავად ამისა შეიძლება ჩვენზე მართივად აითვისონ ნებისმიერი საქმე. მათ არ იციან და არც არავისგან არ უსწავლიათ სიყვარული, მაგრამ შეუძლიათ ჩვენზე მარტივად და გულრწფელად უყვარდნენ ყველანი,
ყველაფრის და ყველა მიზნების თავს მოხვევის გარეშე.

იქნებ გვეყოფა უკვე თავის დახვეწვაზე ზრუნვა და დროა თვითონ ჩვენ მივბაძოთ მათ?!

image

0
38
შეფასება არ არის
ავტორი:გოგადაო
გოგადაო
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0