x
ცხოვრება სახალისო ომია

imageომი, რომელიც ჩვენ არ დაგვიწყია. ის ყველა ჩვენთაგანის გამოჩენიდანვე იწყება, სადაც
ჩვენ არ გვაქვს უფლება, მას იგივე მეთოდით ვუპასუხოთ და ამასთან ერთად ჩვენს მიერ გამოჩენილი
ქედმაღლობა, სიამაყე და ამბიციურობა სასტიკად ისჯება - ისევ მისგან. ხოლო ძავი და მშვიდობა,
თ უგვსურს - პირიქით მადლობას უნდა ვუხდიდეთ ყოველ ჯერზე მას ამ შანსისთვის.


ომი, რომლის დასასრულს - შენ აუცილებლად გარდაიცვლები
ძალიან შემაშფოთებელია ჩვენთვის. ჩვენ სიკვდილი გვაშინებს, ეს დამარცხება გგვგონია,
მაგრამ ეს არაა დამარცხება, არც ყველაფრის დასასრული. იმ შემთხვევაში თუ შეძელი დატოვო
მემკვიდრეობა, ეს ის მიზანი, რისთვისაც მოგეცა მასთან ბრძოლის შანსი და ჩათვალე შესრულებული
გაქვს. ჩვენ, მხოლოდ პატარა ბრძოლების მოგება შეგვიძლია და თან ისე უნდა გააკეთო ეს
ყველაფერი, რომ ეს პრინციპები დაიცვა.


საქმე იმაშია, რომ შესანიშნავია სამყაროს ოპტმისტურად,
ფერადი სათვალეებით უყურო, თუმცა მუქი ფერი ჭარბობს სინამდვილეში შენს ირგვლივ და როდესაც
იძულებული ხარ მოიხსნა სათვალეები უკმაყოფილება გიპყრობს უმალვე.


ცხოვრებაში ყველაფრის საკუთარი შრომით მოპოვება გვიწევს
და სათვალეებს, როდესაც მოიხსნი, ხოლო ის სამყარო არ მოგწონს, სადაც ხარ ორი გამოსავალი გრჩება: - შეეგუო ამ ყველაფერს, განაგრძო
ძველებურად სათვალიდან ცქერა და შიშით ფიქრი იმაზე, რომ მალე მოგიწევს მოხსნა. ან მოიშორო
სათვალე და მოიმარაგო, რაც შეიძლება მეტი ღია ფერის საღებავი, შემდეგ ხელში დაიკავო
უსუსხლო იარაღი, რომელსაც ქვია ფუნჯი.


... ხელში დაიკავო
ფუნჯი და დაიწყო სრულმაშტაბიანი ბრძოლა.


ბრძოლა არა სიცოცხლის მიერ გამოცხადებული ომის წინააღმდეგ,
არამედ მის თანმსდევ შეგრძნებასთან, რასაც უკმაყოფილება ჰქვია. უკმაყოფილებას უფერულობა
იწვევს, უფერულობა ტიკივილს. ცხოვრების უფერულობაა
ყოველივე ბოროტება და სისასტიკე. მოუღე ბოლო მას და იქნებ მალე მოვიდეს გამარჯვებაც.


ხოლო, როდესაც გარდაუვალ ომში ხარ ჩართული და იცი ბოლოს
დამარცხდები, ეს ყველაფერი ისე უნდა დაასრულო, რომ შენმა მოწინააღმდეგე პატივისცემის
გრძნობას განიცდიდეს შენს მიმართ - ადამიანის მიმართ, რომელიც საოცრად უბრალო და უბოროტო
იყო, ამ დახასიათებიდან გამომდინარე საკუთარი ადგილის ცოდნე ბრძენი (მეტის ცოდნა ამ
სიბრძნეს არ ესაჭიროება). იცოდეს, რომ შენს მზგავს სათანადო მოწინააღმდეგეს დიდხანს
ვერ იპოვნის და მცოდნეს ამ ყველაფრის ენანებოდეს შენი დათმობა, შენი ჩაბარება წარსულისთვის
- სიკვდილისთვის.


თუ ეს შეძელი, ვფიქრობ ამას ორი ბრძენის შეხვედრა დაერქმევა.
სადაც ერთი ყოვლის მცოდნეა, ყოვლის მნახველი და მარად დაუმარცხებელია, ხოლო მეორე მისი
სულის გამოძახილი, რადგან მას არ შესწავს იყოს ასეთი დიადი, თუმცა შეუძლია ესმოდეს
ყველაზე უკეთ მისი და იყოს მისი სულის ნაწილი.


ალბათ დამეთანხმებით, თუ მისი გადმოსახედიდან შეხედავთ
ამ ყველაფერს - ძნელია დათმო ასეთი ბრძენი მოწინაღეემდეგ და თან ეს ყველაზე უკეთ გეცოდინება,
თუ ყველაზე არსება ბრძენი ხარ სამყაროში.


ეს, მხოლოდ ჩემი აზრია. მე არც ბრძენი ვარ, თუმცა მსურს
ჭკვიანი ადამიანი ვიყო და შეიძლება ვცდები, თუმცა ვიმედოვნებ საპირისპიროს, შეცდომები
კი ამ გზაზე მასწავლის ბევრ რამეს . არაფერი დააკლდება სამყაროს იმით, რომ მე თუნდაც
უაზროდ გაუკვალავ გზას დავადგე, თუმცა იქნებ ვიპოვნო გზა მის დიადი იდეასთან მისასვლელი.


ასე, რომ მოგიწოდებთ მომბაძოთ, მოიმარჯვეთ ხელში ფუნჯი
და გადავღებოთ ჩემთან ერთად ყველა მუქი ფერი
იმ ლამაზ ფერებად, რომელიც ჩვენს გულს გაუხარდება.


ხოლო, რადგან „ცხოვრება სახალისო ომია“ - ეცადე მიიღე
სამხიარულო ჯილდო.

წარმატებას გისურვებათ ყველას.

0
53
1-ს მოსწონს
ავტორი:გოგადაო
გოგადაო
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0