x
ახალგაზრდა პროფესიონალები სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის
საქართველოს სოფლის მეურნეობა განიცდის თანამედროვე ტექნოლოგიების ნაკლებობას, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა წარმოების ოპტიმიზაციისა და ეკონომიკური საქმიანობის წარმატებით განვითარებისათვის. ამ დარგს ესაჭიროება კონკურენტუნარიანი, წარმოებისკენ მიმართული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. საჭიროა, შეიქმნას ეფექტიანი, მაღალპროდუქტიული და მდგრადი აგროსასურსათო სექტორი და მისი განვითარება მოხდეს საწარმოო ჯაჭვის სრულყოფის გზით. Photo Crdit: Flickr/stanze

Photo Credit: Flickr/Stanze




ახალი ტექნოლოგიების, ცოდნისა და მენეჯმენტის სწრაფად და ეფექტიანად დანერგვის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ინვესტიციების მოზიდვა, რომელმაც უნდა წაახალისოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი. ამ ამოცანის განხორციელებისთვის საჭიროა აქტიური მუშაობა, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე პოტენციურ ინვესტორებთან. ნებისმიერი სტრუქტურული ცვლილება ორიენტირებული უნდა იყოს არა დამატებით ბიუროკრატიის შექმნაზე, არამედ აგროსამრეწველო სექტორში ეკონომიკური საქმიანობის გამარტივებასა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებაზე, რომელიც მიმზიდველი გახდება ასევე ახალგაზრდებისთვისაც, რომლებსაც სექტორის დაბალპროდუქტიულობიდან გამომდინარე არ სურთ დასაქმება და თავისი გამოცდილებისა და ნიჭის ჩადება ამ სექტორში.


 Photo Credit: Flickr/Kinshuk Sunil

Photo Credit: Flickr/Richard Masoner


YPARD არის ახალგაზრდული საერთაშორისო პლათფორმა, რომელიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. იგი ახალგაზრდა პროფესიონალებს აძლევს საშუალებას, მოახდინონ საკუთარი პოტენციალის რეალიზაცია და ინოვაციების დანერგვით შეიტანონ წვლილი სოფლის-მეურნოების განვითარებაში.YPARD Photo Credit: Flickr/Hansjürg Jäger (YPARD)

Photo Credit: Flickr/Hansjürg Jäger (YPARD)


YPARD Georgian Team ხელს უწყობს ახალგაზრდებში სოფლის მეურნების პოლულარიზებას, ინფორმაციისა და ცოდნის გავრცელებას. შედეგად უფროდაუფრო
მეტი ახალგაზრდა ინტერესდება ამ სექტორით და დებს თავის ენერგიას, განათლებასა და გამოცდინებას ამ სფეროს განსავითარებლად.


YPARD-ს საქართველოშიც ჰყავს წარმომადგენლობა, რომელსაც დავით გოგილაშვილი უწევს ორგანიზებას.






0
55
3-ს მოსწონს
ავტორი:მელანო დადალაური
მელანო დადალაური
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0