x
რატომ ომობენ დემოკრატიული სახელმწიფოები?
იდეა, რომ დემოკრატიები არასოდეს ომობენ ერთმანეთში ბევრი მეცნიერისათვის აქსიომა გახდა. ეს აქსიომა ემპირიული კანონის სახით გვხვდება საერთაშორისო ურთიერთობებში. პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა ამ კანონით სცადა აეხსნა, თუ რატომ იყო ხელშეწყობილი დემოკრატიები მისი საგარეო პოლიტიკის მთავარი საყრდენი. პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის სტრატეგიული დოქტრინის წინაპირობა იყო ის, რომ შეერთებული შტატების უსაფრთხოება შეიძლება კიდეც მოითხოვდეს პრევენციულ ომებს, რომ ჩამოაგდონ თანამდებობებიდან საშიში დესპოტები, რათა ააშენონ დემოკრატიული ინფრასტრუქტურა საზღვარგარეთ, შექმნან ძალის ბალანსი და ამით ხელი შეუწყონ თავისუფლებას. იგი ამტკიცებდა, რომ ამერიკის უსაფრთხოება ტერორიზმისგან დაიცვას თავი დამოკიდებულია დემოკრატიის წარმატებაზე ერაყსა და მის მეზობელ ქვეყნებში. ბუში ამტკიცებდა, რომ 60 წლის განმავლობაში დასავლურმა ქვეყნებმა, რომლებიც შეგუებულნი იყვნენ თავისუფლების ნაკლებობას ახლო აღმოსავლეთში, არაფერი გააკეთეს მათი უსაფრთხოებისათვის - რადგან სტაბილურობა არ შეიძლება იქნას ნაყიდი თავისუფლების ხარჯზე.

ალბათ მართალია, რომ ის მსოფლიო, რომელშიც დიდი რაოდენობით ქვეყნები მომწიფებულ, სტაბილურ დემოკრატიებს წარმოადგენენ უფრო უსაფრთხო და უმჯობესია შეერთებული შტატებისათვის, მაგრამ ქვეყნები ერთ ღამეში ვერ გახდებიან სტაბილური დემოკრატიები. მათ ჩვეულებრივ უწევთ მძიმე გარდაქმნების განხორციელება. სტატისტიკა, რომელიც გასულ ორ საუკუნეს მოიცავს, გვიჩვენებს, რომ დემოკრატიზაციის გარდაქმნის ფაზაში ქვეყნები ხდებიან უფრო აგრესიულები და მიდრეკილება უჩნდებათ ომის მიმართ და არც მეტი, არც ნაკლები, ისინი წარმართავენ ომებს დემოკრატიული სახელმწიფოების წინააღმდეგ. საფრთხე იზრდება მაშინ, სახელმწიფოები გარდაქმნით იტვირთებიან ნაადრევად, როდესაც ისინი ჯერ კიდევ განიცდიან ნაკლებობას ისეთი ძლიერი პოლიტიკური ინსტიტუტებისას, რომლებიც საჭიროა დემოკრატიზაციის მშენებლობისათვის.

დემოკრატიზაციის, ნაციონალიზმისა და ომის ეს ისტორიული ნიმუში 1990-იან წლებში დაიბადა. ათწლეულებში ამას მოჰყვა ბერლინის კედლის დანგრევა. შეიარაღებული ძალადობა იყო ინტენსიური მთელ რიგ რეგიონებში, ეთნიკური ომების ისეთი ცხელი კერების ჩათვლით, როგორიც იყო ყოფილ იუგოსლავიაში, პოსტსაბჭოტა ქვეყნებსა და ცენტრალურ აფრიკაში.


ბოლო ათწლეულებში ამ ტენდენციამ დასუსტების არანაირი
ნიშნები არ აჩვენა:

- ეთიოპიამ, რომელმაც გაითავისა მთავრობის საარჩევნო ფორმები
1990-იან წლებში იბრძოდა სისხლიან ომში საზღვრების მოპოვებისთვის.
- 1999-2000 წლებში ბირთული იარაღით შეიარაღებული, არჩევნების
გზით მოსული პაკისტანისა და ინდოეთის რეჟიმები ჩაებნენ ომში მთიანი კაშმირისათვის
- პრემიერ მინისტი ვლადიმერ პუტინი გახდა რუსეთის პრეზიდენტი

1999-2000 წლებში ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის წინააღმდეგ წარმოებული ომის პოპულარობის
გამო.



მოლოდონი იმისა, რომ დემოკრატიის გავრცელება დაეხმარება
მშვიდობის გავრცელებას გრძელ პრესპექტივაში, უზრუნველყოფს მცირეოდენ

კონფორტს მათთვის, ვინც შეიძლება პირისპირ შეეჯახოს ომის გაზრდილ რისკს ახლო პრესპეცტივაში.

ვაშინგტონი და საერთაშორისო საზოგადოება უნდა იყოს რეალისტურად
განწყობილი იმ საფრთხეების მიმართ, რომლებიც აგულიენებს დემოკრატიებს იქ, სადაც პირობები ჯერ არ არის მომწოფებული ინ ინსტიტუტების მშენებლობისათვის, რომლებიც საჭიროა დემოკრატიზაციისათვის.

ეს არგუმენტი პასუხობს ორივე, საგარეო და საშინაო ომების წამოწყების შემთხვევას. ქვეყვენები, რომლებიც ინსტიტუციური ინფრასტრუქტურის ნაკლებობას
განიცდიან საჭიროა დემოკრატიზაციის დაგეგმვა, რადგან ეს პროცესი ზრდის ეროვნული პოლიტიკის რისკს, რომელიც ხშირად იწვევს საზღვარგარეთ კონფლიქტს.


ბევრი მსგავსი მიზეზის გამო, ეთნიკურად დაყოფილ ქვეყნებში, ეროვნული პოლიტიკა საფიძვლად უდევს დემოკრატიზაციის გარდაქმნას, რომელიც არ წარმოშობს შიდა ძალადობას. მიუხედავად ამისა, მენსფილდი და სნაიდერი აგრეთვე ყურადრებას ამახვილებენ ეთნიკური ნაციონალიზმის ძალადობის შემთხვევებზე, რომელიც მოიცავს სამოქალაქო ომებს და ილუსტრირებას უკეთებს მათ არგუმენტს, რომ რეჟიმების
დემოკრატიზაცია არის დისპროპორციულად მიდრეკილი საგარეო კონფლიქტისადმი და ხაზს უსვამს იმ გამომწვევ პროცესებს, რომლების საშუალებითაც დემოკრატიზაციის პროცესი აგულიანებს საგარეო და სამოქალაქო ომებს, რომლებსაც ძალიან ბევრი საერთო აქვთ ერთმანეთთან.

0
66
2-ს მოსწონს
ავტორი:მელანო დადალაური
მელანო დადალაური
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0