x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ყავა

image
ყავის ოფიციალური დასახელებაა „Death Wish” და Colias - ის მიხედვით,
მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ყავაა. ის 200%-ით მეტ კოფეინს შეიცავს ვიდრე სხვა ყავები საშუალოდ, ამასთან, განსაკუთრებული არომატი და გემო აქვს.

როგორც მწარმოებელი კომპანიის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, მისი საიდუმლო თვითონ ყავის მარცვლებშია. ეს არაბიკას სახეობის ყავის მარცვლებია, რომლებიც განსაკუთრებით გამოირჩევა არომატით, ის მარცვლებიც კი რომლებსაც შედარებით ნაკლები კოფეინის შემცველობა აქვს. კომპანია ამტკიცებს, რომ აღმოაჩინა განსაკუთრებული ჯიში აღნიშნული მარცვლებისა, რომლებსაც უზადო გემოსა და არომატის ქონასთან ერთად, შეუძლია გაუძლოს დამუშავების გრძელ პროცესს ისე, რომ კოფეინის დონე თითქმის არ მცირდება.

კოფეინის ასეთი დოზა, უფრო მეტ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, ვიდრე ნებისმიერი სხვა ბრენდის ყავის ერთი ფინჯანი, მიჰყავს ადამიანი ენერგიულობის
და აღელვების ზღვარზე უმოკლედ დროში და ტოვებს ამ მდგომარეობაში საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე.

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ კომპანია მზადაა დაუბრუნოს ყავის ღირებულების 110% მყიდველს, რომელიც იმედგაცრუებული დარჩება მისი შეძენით.
დაახლოებით ნახევარ კილომდე შეფუთვა 19.99$ ჯდება, რაც სულაც არაა ძვირი. შეკვეთა შესაძლებელია როგორც მარცვლების, ასევე დაფქული ყავის სახით. მოცემულ შეფუთვაში ყავა საუკეთესო თვისებებს ორი-სამი თვის მანძილზე ინარჩუნებს.

0
94
2-ს მოსწონს
ავტორი:Maar.ko
Maar.ko
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0