x
რას ნიშნავს უპირობო დადებითი დამოკიდებულება ?

imageადამიანი სოციალურ გარემოში ცხოვრობს და საკმაო გავლენას განიცდის გარემოსა და განსაკუთრებით სოციალური გარემოცვის მიმართ.კარლ როჯერსმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია იმას, თუ როგორ და რატომ უწყობენ ხელს, განსაკუთრებით ბავშვობაში, სხვათა შეფასებები ორგანიზმისა და მე-ს განცდებს შორის გასვლას.

თუ ეს შეფასებები, ძირითადად, დადებითია რასაც როჯერსი "უპირობო დადებით დამოკიდებულებას" უწოდებს, მაშინ ორგანიზმსა და მე-ს შორის არაკონგრუენტულობას(შეუსაბამობას) ადგილი არ აქვს.(ბავშვმა უნდა იგრძნოს, შეიძლება ითქვას, იგი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ის "უპირობოდ" უყვართ და არა იმიტომ რომ მაგალითად, კარგად მოიქცა ან ზრდილობიანი იყო და მასწავლებელმა შეაქო ან უფროსს ადგილი დაუთმო.)

მაგრამ რამდენდაც ბავშვის ქცევის შეფასება მშობლის თუ სხვა ადამიანების მხრიდან არა მხოლოდ დადებითი, არამედ უარყოფითიცაა, ბავშვი იწყებს გარჩევას კარგ მოქმედებებსა და გრძნობებს(რომელთაც უწონებენ) და ცუდ მოქმედებებსა და გრძნობებს შორის (არ უწონებენ).არასწორ განცდებს აქვთ ტენდენცია მე-კონცეფციიდან განდევნისა, მაშინაც კი თუ ორგანიზმის თვალსაზრისით ისინი ვალიდურია.ამის შედეგად მე-კონცეფციაში ორგანიზმული (რეალური) განცდები აღარ შედის.ბავშვი ცდილობს გახდეს ისეთი, როგორსაც მისგან მოითხოვენ და არა ისეთი, როგორიც არის.როჯერსის სიტყვებით:"ბავშვი აფასებს გამოცდილებას დადებითად ან უარყოფითად მხოლოდ და მხოლოდ ამ მიმღებლობის პირობების მიხედვით და არა იმიტომ რომ გამოცდილება აძლიერებს ან არ აძლიერებს ორგანიზმს."

მაგალითად:პატარა ბიჭს აქვს თავის შესახებ, როგორც კარგი ბავშვის შესახებ წარმოდგენა, რომელიც უყვართ მის მშობლებს.მაგრამ ამავე დროს მას უყვარს თავისი დის წვალება, რისთვისას მას სჯიან.დასჯის შედეგად მას უხდება გადახედოს თავის მე-ს შესახებ წარმოდეგენებს და შეცვალოს შემდეგნაირად: ა)მე ცუდი ბიჭი ვარ; ბ)ჩემს მშობლებს არ ვუყვარვარ; გ)მე არ მომწონს ჩემის დის წვალება.თითოეული ეს დამოკიდებულება შეიძლება შეიცავდეს სინამდვილის დამახინჯებას.დავუშვათ, ის ღებულობს შეფასებას- "მე არ მომსონს ჩემის დის წვალება".მაგრამ ამით თავის რეალურ გრძნობებს უარყოფს.უარყოფა გაქრობას არ ნიშნავს.ისინი სხვადასვხა გზით მის ქცევაზე იმოქმედებენ, თუმცა -არაცნობიერად.ჩნდება კონფლიქტი გაშინაგნებულ, მაგრამ მცდარ ცნობიერ ღირებულებასა და "ჭეშმარიტ" არაცნობიერს შორის.რაც უფრო მეტი ასეთი "ჭეშმარიტი" ღირებულებების ჩანაცვლება ხდება სხვებისგან გადმოღებული ღირებულებებით, რომლებიც როგორც საკუთარი განიცდება, მე ნგრევას იწყებს.ასეთ ადამიანს ექმნება დაძაბულობისა და დისკომფორტის განცდა.ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ბავშვებს მოვექცეთ ისე როგორც პიროვნებებს და გვქონდეს მათ მიმართ უპირობო პოზიტიური დამოკიდებულება, განვაცელკავოთ ერთმანეთისგან ბავშვების ქცევა მათი შინაგანი ფასეულობებისგან.

0
92
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ მარგველანი
მარიამ მარგველანი
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0