საზოგადოებრივი პათოლოგიური შემგროვებლობა 2016, 28 ივლისი, 14:07 პათოლოგიური შემგროვებლობა არის ფსიქიკური აშლილობა, რომელიც DSM-5-ში (ფსიქოლოგიური აშლილობების სადიაგნოსტიკო და სტატისტიკური სახელმძღვანელო) ახალი შესულია.ამ აშლილობის უმთავრესი დამახასიათებელი თვისებაა საკუთარი ნივთების გაყოფისა და მათზე უარის თქმის ქრონიკული სიძნელეები. ძირითად შენახულ ნივთებს წარმოადგენს: გაზეთები, ძველი ტანსაცმელი, ჩანთები, წიგნები და ქაღალდისგან ნაწარმოები ნივთები. დიაგნოზი არ მოითხოვს, რომ შენახული ნივთები იყოს ფასეული, მაგრამ ხანდახან ძვირფასი ნივთებიც არის შენახული. ხელმომჭირნეობითი აშლილობის მქონეები თავიანთ სიძნელეებს მიაწერენ ამ ნივთების საჭიროებას, ესთეტიურ ღირებულებასა და ემოციურ კავშირს მათთან. დიაგნოზის დასმის კრიტერიუმი არის ის, რომ ამ ნივთების უარყოფა ან გაყოფა აშკარა მწუხარებას იწვევს პიროვნებაში. ამასთანავე, ეს სირთულეები იწვევს ამ ნივთების დეზორგანიზებულ დაგროვებას, რაც საცხოვრებელ ადგილას აურზაურის მიზეზია. ეს აშლილობა ასევე იწვევს კლინიკურად მნიშვნელოვან დისტრესს ან გაუარესებას სოციალურ, ოკუპაციურ ან ფუნქციონირების სხვა მნიშვნელოვან სფეროებში. პათოლოგიური შემგროვებლობა დახასიათებულია, როგორც საკუთრებაში მქონე ნივთებზე უარის თქმის სიძნელეები, რომლებიც იწვევს არეულ საცხოვრებელ ადგილს, დისტრესსა და ფსიქიკურ გაუარესებას, რომელიც არ მიეწერება რაიმე სხვა ნევროლოგიურ და ფსიქოლოგიურ აშლილობას. ხელმომჭირნეობის აშლილობის მქონე პიროვნებების უმრავლესობა გადაჭარბებულად შეიძენს ნივთებს, რომლებიც არ სჭირდება.აშლილობის მქონე ადამიანთა უმრავლესობა ვერ ხვდება, რომ სიძნელეები აქვს და არ სურთ დახმარების თხოვნა და მიღება.აშლილობა მარტივად დიაგნოსტირდება დაავადებულ პიროვნებასთან ფსიქოლოგიური ინტერვიუთი და ამ პიროვნების სახლის შემოწმებით, რათა გაირკვეს აშლილობით გამოწვეული აურზაურისა და გაუარესების ხარისხი.აშლილობის ინტერვენცია ხდება კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიით. აშლილობის მქონე პიროვნებებს არ შეუძლიათ საკუთარ საწოლში ძილი, თავიანთ მისაღებ ოთახში ჯდომა ან საჭმლის თავიანთ სამზარეულოში კეთება. ზოგიერთ შემთხვევაში აურზაური სცდება საცხოვრებელ არეალს და მოიცავს ისეთი ადგილების გამოყენებას, როგორიცაა მანქანები, წინა და უკანა ეზოები, სამუშაო ადგილი და ნათესავების სახლები.ამ აშლილობამ ზოგ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის რისკები, მაგალითად დაცემა, გადმოვარდნა და სანიტარიის დაბალი დონე, ის ზრდის სიკვდილის რისკს ხანძრის დროს. ოჯახური ურთიერთობები ხშირ შემთხვევაში დაძაბულია. ხანდახან საფრთხე ემუქრებათ მეზობლებსაც. კლინიკურ შემთხვევებში აშლილობის მქონეთა დაახლოებით 75%-ს აქვს შფოთვითი აშლილობა, ასევე ხშირია ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სიმპტომები. ეს თანმხლები მდგომარეობები ხდება კონსულტაციის მიზეზები. ამ აშლილობის მქონე პიროვნებებს აქვთ უარესი ჯანმრთელობის მდგომარეობები, ვიდრე მათი ასაკის მქონე სხვა პირებს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ კლინიკურად მნიშვნელოვანი პათოლოგიური შემგროვებლობა არის დაახლოებით 2-6 % უფროსებში და 2% მოზარდებში. პათოლოგიური შემგროვებლობის აშლილობის მიმდინარეობა არის ქრონიკული და პროგრესული. პათოლოგიური შემგროვებლობის სიძნელეები ჩვეულებრივ ადრეულ მოზარდობის წლებში იწყება და იზრდება ასაკის მატებასთან ერთად. აშლილობის გამომწვევი მიზეზები უცნობია.ტყუპებზე ჩატარებულმა კვლევებმა შემოგვთავაზეს, რომ ხელმომჭირნეობის 50% მიეწერება გენეტიკურ ფაქტორებს. პათოლოგიური შემგროვებლობის აშლილობა ასევე უნდა განვასხვავოთ ნორმატიული შეგროვებისაგან, რომელიც არის გავრცელებული აქტივობა ( საქმიანობა, ე.წ. ჰობი ) ის არის როგორც „ კეთილთვისებიანი“ ასევე სასიამოვნო, ეს განსხვავება არის ზოგადი. ბავშვების უმეტესობა და მოზარდების 30 % მეტი აგროვებს საგნებს სხვადასხვა მიზნით რაღაც მომენტში. შემგროვებლები ( ე.წ. „ კოლექციონერები“ ) რაღაც კრიტერიუმებით არჩევენ ნივთებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ ახასიათებთ პათოლოგიური შემგროვებლობის აშლილობა. პათოლოგიური შემგროვებლობის აშლილობისაგან განსხვავებით შეგროვების პროცესი გამოირჩევა მაღალი სტრუქტურირებითა და ძალიან მკაცრად დაგეგმილი შერჩევით ( ანუ შემოიფარგლება ვიწყო ელემენტებით) ასევე სასიამოვნო და ხშირად სოციალური საქმიანობით. ის კოლექციონერები ვინც კი მიჩნეულია ექსცენტრიულად, საეჭვოდ შეიძლება მივაკუთვნოთ პათოლოგიური შემგროვებლობის აშლილობის მქონედ. 75 1-ს მოსწონს
|