სხვა ნივთები, რომლებიც მხოლოდ 90-იან წლებში დაბადებულ ბავშვებს გვემახსოვრება 2016, 29 ივნისი, 9:53 ამ ნივთების დანახვისას, მართლაც გამახსენდა ჩემი ბავშვობა, უმეტესი მათგანი მგონდა
კიდეც, გამახსენდა ტკბილი ბავშვობა და ამასთანავე სევდაც დამეუფლა, 90-იან წლებში
არც ისე სახარბიელო მდგომარეობა იყო ჩვენს ქვეყანაში, ყველას როდი ჰქონდა შესაძლებლობა ამ ნივთების შეძენისა.
პეიჯერი ოთხმოცდაათიან წლებში, თითქმის ყველას ჰქონდა პეიჯერი, მას ძირითადად იყენებდნენ ექიმები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, აგრეთვე მშობლები, შვილებთან დასაკავშირებლად და დარეკვისთვის სასურველი დროის შესათანხმებლად – პეიჯერი მობილური ტელეფონის წინამორბედი მოწყობილობა იყო. ფლოპი დისკები ეს იყო მცირე მოცულობის კომპიუტერული ინფორმაციის ჩასაწერი დრეკადი ფირფიტა, დღეს მას უკვე აღარავინ იყენებს. ფლეიერი მასში იდებოდა კასეტა და უსმენდი მუსიკას, ვისაც ეს ქონდა მაგარი ტიპი იყო :დ დისკმენი ეს წინა ფლეიერისგან განსხვავებით უფრო ძლიერი იყო, მასში კასეტის კი არა, დისკის ჩადება შეიძლებოდა, იტევდა უამრავ მუსიკას და მასთან ერთად გადაადგილება ბევრად სასიამოვნო იყო. ელექტრონული ჩანაწერების წიგნი მაშინ არ იყო არც სმარტფონი და არც ფლანშეტი, სამაგიეროდ იყო ელექტრონული ჩანაწერების წიგნი. პორტატული ტეტრისი დროის მარტივად გასაყვანი საშუალება, არამარტო ბავშვებისთვის არამედ დიდებისთვისაც. მასში შედიოდა, ტეტრისის რამდენიმე სახეობა. კომპიუტერი "დენდი" ეს იყო ყველაზე საინტერესო და საყვარელი ბავშვებისთვის, უერთდებოდა ტელევიზორს სპეციალური კასეტის მეშვებოით კი საყვარელი თამაშის ჩართვა და თამაში შეგვეძლო. პირველი მობილური ტელეფონი მაშინდელი მობილური ტელეფონის ტარება ისეთივე ძნელი იყო, როგორც აგურის :დ თუმცა მაინც ატარედბდნენ. ვიდეომაგნიტოფონი ეს იყო მეგობრების შეკრების კერთ-ერთი მიზეზი, საყვარელი ფილმის საყურებლად. (მაგ: ბრიუს ლი, ტიტანიკი, როკი ბალბუა და ა.შ) :დ Polaroid-ის ფოტოაპარატი ღილაკზე თითის დაჭერით ფოტო უკვე მზად იყო, ამ ფოტოაპარატის ქონა დიდი ფუფუნება იყო. 485 5-ს მოსწონს
|